მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103241.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო ფანჯარასთან მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ ციოდა, თავი ვერ შეიკავა და ურდული გასწია.
Here Orlando went to the window, and in spite of the cold could not help unlatching it.
103242.
ორლანდო | კარი მეოთხე
ღამის ნოტიო ჰაერში გადაეყუდა.
She leant out into the damp night air.
103243.
ორლანდო | კარი მეოთხე
ტყიდან მელიის ხავილი და ტოტებიდან ხოხბის ფრთხიალის ხმა მოესმა.
She heard a fox bark in the woods, and the clutter of a pheasant trailing through the branches.
103244.
ორლანდო | კარი მეოთხე
მოესმა, როგორ ჩასრიალდა თოვლი სახურავიდან და მიწაზე დაებერტყა.
She heard the snow slither and flop from the roof to the ground.
103245.
ორლანდო | კარი მეოთხე
არა, ნამდვილად! – აღმოხდა მას, – ეს ხომ ათასჯერ უკეთესია, ვიდრე თურქეთი.
"By my life", she exclaimed, "this is a thousand times better than Turkey".
103246.
ორლანდო | კარი მეოთხე
რასტამ! – დაიყვირა მან, თითქოს იმ ბოშას ედავებოდა.
"Rustum", she cried, as if she were arguing with the gipsy.
103247.
ორლანდო | კარი მეოთხე
თურქეთს ეს სჯობია.
This is better than Turkey.
103248.
ორლანდო | კარი მეოთხე
თმის კულული, ნამცხვარი, თამბაქო – რა უცნაური ნაფლეთ-ნაკუწებისგან ვართ შემდგარი, – თქვა მან.
"Hair, pastry, tobacco — of what odds and ends are we compounded", she said.
103249.
ორლანდო | კარი მეოთხე
რამოდენა ფანტასმაგორია და შეუსაბამობათა თავშეყრის ადგილია ადამიანის გონება!
What a phantasmagoria the mind is and meeting-place of dissemblables!
103250.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთ წამს მოვთქვამთ ჩვენი დაბადების და მდგომარეობის გამო და ასკეტურ სრულყოფილებას ვესწრაფვით.
At one moment we deplore our birth and state and aspire to an ascetic exaltation.
103251.
ორლანდო | კარი მეოთხე
და აი ასე, დაბნეულმა, როგორც ყოველთვის, იმ უამრავი საკითხით, რომელიც ახსნას ითხოვს და თავის სათქმელს აღბეჭდავს ისე, რომ არანაირ მინიშნებას არ გვიტოვებს მათი მნიშვნელობის თაობაზე, ორლანდომ ფანჯრიდან გადააგდო ჩერუთი და დასაძინებლად დაწვა.
And so bewildered as usual by the multitude of things which call for explanation and imprint their message without leaving any hint as to their meaning, Orlando threw her cheroot out of the window and went to bed.
103252.
ორლანდო | კარი მეოთხე
მეორე დილით, ამ ფიქრებით შთაგონებულმა, ამოიღო კალამი და ქაღალდი.
Next morning, in pursuance of these thoughts, she had out her pen and paper.
103253.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე, ხან რომელიღაც ფრაზას ამოშლიდა სრულიად სასოწარკვეთილი, ხან კი ნეტარების მწვერვალზე მყოფი ჩაწერდა რამეს.
Thus she was now striking out a phrase in the depths of despair, now in the heights of ecstasy writing one in.
103254.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ ნაჩქარევად დამალა ხელნაწერი.
Orlando hastily hid her manuscript.
103255.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეს ორლანდოსთვის ნაცნობი ჩრდილი იყო, გროტესკული ჩრდილი, და ეს ჩრდილი ეკუთვნოდა, არც მეტი და არც ნაკლები, თავად ჰარიეტ გრიზელდა ფინსტერ აარჰორ და სკენ-ოპ-ბოომს რუმინეთის სამეფოდან, დიდებული ერცჰერცოგის მეუღლეს.
It was a familiar shadow for Orlando, a grotesque shadow, the shadow of no less a personage than the Archduchess Harriet Griselda of FinsterAarhorn and Scand-op-Boom in the Roumanian territory.
103256.
ორლანდო | კარი მეოთხე
დიდი და სწრაფი ნაბიჯებით უვლიდა ეზოს გარს თავის შავ საცხენოსნო კაბასა და პელერინაში გამოწყობილი, როგორც ადრე.
She was loping across the court in her old black riding-habit and mantle as before.
103257.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთი თმის ღერიც არ შესცვლოდა.
Not a hair of her head was changed.
103258.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაშ ეს ის ქალი იყო, რომელმაც ინგლისიდან წასვლა აიძულა!
This then was the woman who had chased her from England!
103259.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეს იმ ამაზრზენი ფრინველის ბახალა იყო თუ ის საბედისწერო ფრინველი თავად?!
This was the eyrie of that obscene vulture — this the fatal fowl herself!
103260.
ორლანდო | კარი მეოთხე
იმის გაფიქრებაზე, რომ ამხელა გზა თურქეთში ჩასასვლელად მხოლოდ იმიტომ გაიარა, რომ ამ მის ცთუნებას გაქცეოდა, ორლანდოს სიცილი აუტყდა.
At the thought that she had fled all the way to Turkey to avoid her seductions, Orlando laughed aloud.