მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103261.
ორლანდო | კარი მეოთხე
მის იერში იყო რაღაც ენით აუწერლად კომიკური.
There was something inexpressibly comic in the sight.
103262.
ორლანდო | კარი მეოთხე
როგორც ადრე, ორლანდოს ის ახლაც ყველაზე მეტად უშველებელ კურდღელს აგონებდა.
She resembled, as Orlando had thought before, nothing so much as a monstrous hare.
103263.
ორლანდო | კარი მეოთხე
ახლაც ზუსტად ისე შედგა, როგორც კურდღელი დახტის ხოლმე, როცა ჰგონია, რომ ვერავინ ხედავს, და ორლანდოს უმზერდა, რომელმაც თავადაც შეაგება მზერა ფანჯრიდან.
She stopped now, much as a hare leaps when thinking itself unobserved, and stared at Orlando, who stared back at her from the window.
103264.
ორლანდო | კარი მეოთხე
მას შემდეგ, რაც ერთხანს ასე უმზერდნენ ერთმანეთს, მას სხვა გზა აღარ დარჩა და შინ შეიპატიჟა.
After they had stared like this for a certain time, there was nothing for it but to ask her in.
103265.
ორლანდო | კარი მეოთხე
მალე ორმა ბანოვანმა ქათინაურები გაცვალა, ხოლო ერცჰერცოგის ქვრივმა თოვლი ჩამოიბერტყა მოსასხამიდან.
Soon the two ladies were exchanging compliments while the Archduchess struck the snow from her mantle.
103266.
ორლანდო | კარი მეოთხე
წამით არ მოგასვენებენ.
They never leave one a moment’s peace.
103267.
ორლანდო | კარი მეოთხე
ინგლისიდან ამ აყლაყუდას გავექეცი და აჰა.
It was to escape this Maypole that I left England, and now.
103268.
ორლანდო | კარი მეოთხე
მის ადგილზე შავებში გამოწყობილი მაღალი ჯენტლმენი დახვდა.
In her place stood a tall gentleman in black.
103269.
ორლანდო | კარი მეოთხე
მისი ტანსაცმელი გროვად ეყარა ბუხრის ცხაურაზე.
A heap of her clothes lay in the fender.
103270.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო მარტო აღმოჩნდა კაცთან ერთად.
Orlando was alone with a man.
103271.
ორლანდო | კარი მეოთხე
შეჰყვირა მან და ხელი წელზე შემოიდო, – როგორ შემაშინეთ!
She cried, putting her hand to her side, "how you frighten me"!
103272.
ორლანდო | კარი მეოთხე
ნაზო ქმნილებავ! – შესძახა ჰერცოგის მეუღლემ, ცალ მუხლზე დაეცა.
"Gentle creature", cried the Archduchess, falling on one knee.
103273.
ორლანდო | კარი მეოთხე
მომიტევეთ ის ეშმაკობა, რომელსაც თქვენთან მივმართე!
Forgive me for the deceit I have practised on you!
103274.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ ღვინო მოსვა, ერცჰერცოგის მეუღლემ კი მუხლი მოიყარა და ხელზე ეამბორა.
Orlando sipped the wine and the Archduke knelt and kissed her hand.
103275.
ორლანდო | კარი მეოთხე
მოკლედ, ასე თამაშობდნენ კაცის და ქალის როლებს ათი წუთის განმავლობაში დიდი შემართებით, მერე კი ბუნებრივი საუბარი გაჩაღდა.
In short, they acted the parts of man and woman for ten minutes with great vigour and then fell into natural discourse.
103276.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერცჰერცოგის მეუღლემ თავისი ამბავი გაანდო.
The Archduchess told his story.
103277.
ორლანდო | კარი მეოთხე
როდესაც შეიტყო ორლანდოს გარდასახვის ამბავი, მაშინვე გამოეშურა მისთვის მსახურების გამოსაცხადებლად.
When he had heard of Orlando's change, he instantly hastened to offer his services.
103278.
ორლანდო | კარი მეოთხე
და თუ ესაა სიყვარული, გაიფიქრა ორლანდომ და ცხაურის მეორე მხრიდან გახედა, ახლა უკვე ქალის თვალით, საშინლად აღმაშფოთებელი და უცნაური რამააო.
"If this is love", thought Orlando, looking on the other side of the fender, and now from the woman’s point of view, "there is something highly ridiculous about it".
103279.
ორლანდო | კარი მეოთხე
მუხლებზე დამხობილმა ერცჰერცოგმა ჰარიმ მთელი მგზნებარებით გაანდო თხოვნა.
Falling on his knees, the Archduke Harry made the most passionate declaration of his suit.
103280.
ორლანდო | კარი მეოთხე
უთხრა, რომ ოცდაათ მილიონამდე დუკატს ინახავს მტკიცედ ნაჭედ სკივრში თავის სასახლეში.
He told her that he had something like twenty million ducats in a strong box at his castle.