მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103281.
ორლანდო | კარი მეოთხე
ყველა ინგლისელ დიდგვაროვანზე მეტ მიწას ფლობს.
He had more acres than any nobleman in England.
103282.
ორლანდო | კარი მეოთხე
მართალია, ხოხბები ჩემს არყოფნაში მთქნარებით დაავადდნენ და ფურირმებმა ნუკრი მოიგეს, მაგრამ არა უჭირს რა, ყველაფერს ეშველება, როგორც კი რუმინეთში ჩავალთ ერთად საცხოვრებლად.
True, the pheasants had suffered from the gape in my absence, and the does had slipped their young, but that could be put right, and would be with our help when we live in Roumania together.
103283.
ორლანდო | კარი მეოთხე
ის, რომ კაცები ქალებივით უმიზეზოდ იცრემლებიან, ორლანდომ საკუთარი მამაკაცური გამოცდილებით იცოდა.
That men cry as frequently and as unreasonably as women, Orlando knew from her own experience as a man.
103284.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ თანდათანობით უკეთ ხვდებოდა, რომ ქალებს შეიძლება თავზარი დაეცეთ, როცა კაცი მათი თანდასწრებით ასეთ გრძნობებს ამჟღავნებს, რადგან თავად იყო თავზარდაცემული.
But she was beginning to be aware that women should be shocked when men display emotion in their presence, and so, shocked she was.
103285.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერცჰერცოგმა მოუბოდიშა.
The Archduke apologized.
103286.
ორლანდო | კარი მეოთხე
თავი მოთოკა და ამის თქმაღა მოახერხა, ახლა წავალ, მაგრამ პასუხის მისაღებად ხვალ დავბრუნდებიო.
He commanded himself sufficiently to say that he would leave her now, but would return on the following day for his answer.
103287.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეს სამშაბათს მოხდა.
That happened on Tuesday.
103288.
ორლანდო | კარი მეოთხე
მოვიდა ოთხშაბათს; მოვიდა ხუთშაბათს; მოვიდა პარასკევს; და მოვიდა შაბათს.
He came on Wednesday; he came on Thursday; he came on Friday; and he came on Saturday.
103289.
ორლანდო | კარი მეოთხე
მართალია, ყოველი მისი სტუმრობა იწყებოდა, გრძელდებოდა და სრულდებოდა სიყვარულის ახსნით, მაგრამ შუალედებში ხანგრძლივი სიჩუმე ისადგურებდა.
It is true that each visit began, continued, or concluded with a declaration of love, but in between there was much room for silence.
103290.
ორლანდო | კარი მეოთხე
შემდეგ ერცჰერცოგი იხსენებდა, როგორ მოკლა შვედეთში ცხენირემი და ორლანდო ჰკითხავდა, ძალიან დიდი ხომ არ იყოო და ერცჰერცოგი უპასუხებდა, არც იმხელა, რამხელაც ჩრდილოეთის ირემი, ნორვეგიაში რომ მოვკალიო.
Then the Archduke would bethink him how he had shot an elk in Sweden, and Orlando would ask, was it a very big elk, and the Archduke would say that it was not as big as the reindeer which he shot in Norway.
103291.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო ჰკითხავდა, ოდესმე ვეფხვი თუ მოგიკლავთო, და ერცჰერცოგი ეტყოდა, ალბატროსი მომიკლავსო.
Orlando would ask, had he ever shot a tiger, and the Archduke would say he had shot an albatross.
103292.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო იტყოდა ხოლმე, ალბატროსი სპილოსავით დიდია თუ არაო, და ერცჰერცოგი ეტყოდა რაღაცას, უდავოდ მეტად გონივრულს.
Orlando would say was an albatross as big as an elephant, and the Archduke would say — something very sensible, no doubt.
103293.
ორლანდო | კარი მეოთხე
ოღონდ ორლანდოს აღარ ესმოდა, რადგან თავის საწერ მაგიდას უყურებდა, ფანჯარაში იყურებოდა, კარს შესცქეროდა.
But Orlando heard it not, for she was looking at her writing-table, out of the window, at the door.
103294.
ორლანდო | კარი მეოთხე
რაზეც ერცჰერცოგი ეტყოდა, მე თქვენ გაღმერთებთო, და ორლანდო იმწამსვე უპასუხებდა, ნახეთ, წვიმა იწყებაო, რაზეც ორივენი დიდ შეშფოთებას გამოთქვამდნენ, ჭარხალივით გაწითლდებოდნენ და ვერც ერთი ვეღარ ფიქრობდა რა ეთქვა.
Upon which the Archduke would say, "I adore you", at the very same moment that Orlando said "Look, it’s beginning to rain", at which they were both much embarrassed, and blushed scarlet, and could neither of them think what to say next.
103295.
ორლანდო | კარი მეოთხე
სინამდვილეში ორლანდომ აღარ იცოდა, რაზე ელაპარაკა და რომ არ გახსენებოდა ერთი თამაში, სახელად „ბუზობანა“, რომელმაც შეიძლება კარგა მოზრდილი თანხა წააგებინოს ადამიანს სულ მცირე ენერგიის დახარჯვის ფასად, უკვე შიშობდა, რომ გათხოვება მოუწევდა.
Indeed, Orlando was at her wit’s end what to talk about and had she not bethought her of a game called Fly Loo, at which great sums of money can be lost with very little expense of spirit, she would have had to marry him, she supposed.
103296.
ორლანდო | კარი მეოთხე
აღარ იცოდა, სხვანაირად როგორ დაეღწია მისგან თავი.
How else to get rid of him she knew not.
103297.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუმცა ამ ხერხით, რომელიც საკმაოდ მარტივი იყო და მხოლოდ სამი ნატეხი შაქარი და ბევრი ბუზი სჭირდებოდა.
By this device, however, and it was a simple one, needing only three lumps of sugar and a sufficiency of flies.
103298.
ორლანდო | კარი მეოთხე
საუბრით გამოწვეული უხერხულობა გადაილახა და ქორწინების აუცილებლობა გაქრა.
The embarrassment of conversation was overcome and the necessity of marriage avoided.
103299.
ორლანდო | კარი მეოთხე
რადგან ახლა ერცჰერცოგი ხუთი ათას ფუნტ სტერლინგზე დაენაძლევა იმის თაობაზე, ბუზი ამ შაქრის ნატეხზე დაჯდებოდა თუ იმაზე.
For now, the Archduke would bet her five hundred pounds to a tester that a fly would settle on this lump and not on that.
103300.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამრიგად, მთელ დილას ბუზების ცქერაში ატარებდნენ (რომლებიც წლის ამ დროს ბუნებრივად მოდუნებულები იყვნენ, იმდენად, რომ ხშირად მთელ ერთ საათს ფრენით წრეებს უვლიდნენ ჭერზე).
Thus, they would have occupation for a whole morning watching the flies (who were naturally sluggish at this season and often spent an hour or so circling round the ceiling).