მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103301.
ორლანდო | კარი მეოთხე
მრავალი ასეული ფუნტი სტერლინგი გადავიდა ხელიდან ხელში მათ შორის ამ თამაშის დროს, რომელიც, ერცჰერცოგის მტკიცებით არაფრით ჩამოუვარდებოდა ცხენების დოღს.
Many hundreds of pounds changed hands between them at this game, which the Archduke swore was every bit as good as horse racing.
103302.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ორლანდოს მალე მობეზრდა.
But Orlando soon began to weary.
103303.
ორლანდო | კარი მეოთხე
„რა ბედენაა, ახალგაზრდა ლამაზი ქალი გაფურჩქნის ხანაში“, – ეკითხებოდა საკუთარ თავს, – „თუ ყოველი დილა ლეშის ბუზების თვლაში უნდა გავატარო ერცჰერცოგთან ერთად“?
"What’s the good of being a fine young woman in the prime of life", she asked herself, "if I have to pass all my mornings counting blue-bottles with an Archduke"?
103304.
ორლანდო | კარი მეოთხე
მას შეზიზღდა შაქარი; ბუზები თავბრუს ახვევდნენ.
She began to detest the sight of sugar; flies made her dizzy.
103305.
ორლანდო | კარი მეოთხე
ბუზი ისედაც თითქმის მკვდარი იყო; სხვა შემთხვევაში მისი სიკეთე უტყვი არსებების მიმართ არ დაუშვებდა ამას.
The fly was half dead already; or her kindness for the dumb creatures would not have permitted it.
103306.
ორლანდო | კარი მეოთხე
და ვიდრე ერცჰერცოგი ჭერს ასცქეროდა, ორლანდომ ხელის მარჯვე მოძრაობით ჩაანაცვლა ამ შაქრის ნატეხით ის, რომელზეც ფული დადო.
While the Archduke was gazing at the ceiling, Orlando deftly substituted this lump for the one she had laid her money.
103307.
ორლანდო | კარი მეოთხე
მან განაცხადა, რომ მოიგო სანაძლეო.
She declared that she had won her bet.
103308.
ორლანდო | კარი მეოთხე
ის ხვდებოდა, რომ ერცჰერცოგი – აზარტულ თამაშებში და დოღში კარგად ჩახედული ადამიანი –აღმოაჩენდა თაღლითობას.
Her reckoning was that the Archduke, with all his knowledge of sport and horseracing, would detect the fraud.
103309.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ვერ გათვალა ამ გულღია დიდგვაროვნის უბრალოება.
But she misjudged the simplicity of the amiable nobleman.
103310.
ორლანდო | კარი მეოთხე
ბუზების არაფერი გაეგებოდა.
He was no nice judge of flies.
103311.
ორლანდო | კარი მეოთხე
მისთვის მკვდარი ბუზი არაფრით განსხვავდებოდა ცოცხლისგან.
A dead fly looked to him much the same as a living one.
103312.
ორლანდო | კარი მეოთხე
როცა ბოლოს მიხვდა, სიმართლეს, ძალიან მძიმე სცენა გათამაშდა.
When he realized the truth at last, a painful scene ensued.
103313.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერცჰერცოგი მთელი ტანით წამოიმართა.
The Archduke rose to his full height.
103314.
ორლანდო | კარი მეოთხე
ცრემლები ერთიმეორის მიყოლებით ჩამოუგორდა ლოყებზე.
Tears rolled down his cheeks one by one.
103315.
ორლანდო | კარი მეოთხე
და თქვა მან, შეუძლებელია, გიყვარდეს ქალი, რომელიც თამაშის დროს თაღლითობსო.
To love a woman who cheated at play was, he said, impossible.
103316.
ორლანდო | კარი მეოთხე
კიდევ კარგი, რომ მოწმეები არა გვყავსო, თქვა შედარებით გონზე მოსულმა.
Happily, he said, recovering slightly, there were no witnesses.
103317.
ორლანდო | კარი მეოთხე
სამართლიანობა მოითხოვს შევნიშნოთ, რომ ორლანდოს განუზომლად ერჩივნა დაშნა.
In justice to her, it must be said that Orlando would infinitely have preferred a rapier.
103318.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ, თუ დაშნის ხმარება აკრძალული გაქვს, ისღა დაგრჩენია, გომბეშოს მიმართო დასახმარებლად.
But if rapiers are forbidden; one must have recourse to toads.
103319.
ორლანდო | კარი მეოთხე
მეტიც, გომბეშოს და მათ შორის სიცილს, ხანდახან მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ფოლადს.
Moreover toads and laughter between them sometimes do what cold steel cannot.
103320.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდოს გაეცინა.
She laughed.