მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103321.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერცჰერცოგი გაწითლდა.
The Archduke blushed.
103322.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერცჰერცოგმა შეიკურთხა.
The Archduke cursed.
103323.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ გაიცინა.
Orlando laughed.
103324.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერცჰერცოგმა კარი გაიჯახუნა.
The Archduke slammed the door.
103325.
ორლანდო | კარი მეოთხე
„დიდება უფალს“! – შეჰყვირა ორლანდომ, რომელიც ჯერ კიდევ იცინოდა.
"Heaven be praised"! cried Orlando still laughing.
103326.
ორლანდო | კარი მეოთხე
მას ეტლის ბორბლების გამალებული ქროლვა მოესმა ქვემოთ, ეზოდან.
She heard the sound of chariot wheels driven at a furious pace down the courtyard.
103327.
ორლანდო | კარი მეოთხე
„მე მარტო ვარ“, – თქვა ორლანდომ ხმამაღლა, რადგან ვერავინ გაიგონებდა მის ნათქვამს.
"I am alone", said Orlando, aloud since there was no one to hear.
103328.
ორლანდო | კარი მეოთხე
ის, რომ სიჩუმე გაცილებით სრულყოფილია ხმაურის მერე, მეცნიერულ დადასტურებას მოითხოვს.
That silence is more profound after noise still wants the confirmation of science.
103329.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ბევრი ქალი დაიფიცებს, რომ სიმარტოვე ნამდვილად უფრო თვალში საცემია მას მერე, რაც ცოტა ხნის წინ გეარშიყებოდნენ.
But that loneliness is more apparent directly after one has been made love to, many women would take their oath.
103330.
ორლანდო | კარი მეოთხე
როდესაც ერცჰერცოგის ეტლის ბორბლების ხმა მიჩუმდა, ორლანდომ იგრძნო, როგორ სულ უფრო და უფრო შორდებოდა მას ერცჰერცოგი.
As the sound of the Archduke’s chariot wheels died away, Orlando felt drawing further from her and further from her an Archduke.
103331.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ესმოდა, რომ ხელიდან ეცლებოდა სიცოცხლე და სატრფო.
But life she heard going from her, and a lover.
103332.
ორლანდო | კარი მეოთხე
მივიდა მაგიდასთან და მელანში ჩააწო კალამი და დაწერა: „სიცოცხლე და სატრფო“.
She went to her writing-table she dipped her pen in the ink and wrote: "Life and a lover".
103333.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ გადაიკითხა, გაწითლდა და გაიმეორა: – „სიცოცხლე და სატრფო“.
Reading it over Orlando blushed and repeated, "Life and a lover".
103334.
ორლანდო | კარი მეოთხე
შემდეგ კალამი გვერდზე გადადო და თავის საძინებელ ოთახში შევიდა, სარკის წინ დადგა და მარგალიტები მოირგო კისერზე.
Then laying her pen aside she went into her bedroom, stood in front of her mirror, and arranged her pearls about her neck.
103335.
ორლანდო | კარი მეოთხე
იქნებ ცოტა პუდრის მიყრა მაკლიაო, და მოდი, თმასაც დავიყენებ – აი, ასე – შუბლთან, შეიძლება მომიხდესო.
Perhaps a dash of powder was needed, and if her hair were disposed — so — about her brow, it might become her.
103336.
ორლანდო | კარი მეოთხე
მერე ფეხები წაწვეტებულ ფაჩუჩებში ჩაყო და ზურმუხტის ბეჭედი წამოიცვა თითზე.
Then she slipped her feet into pointed slippers, and drew an emerald ring upon her finger.
103337.
ორლანდო | კარი მეოთხე
ყველაფერი მზად იყო და ორი ვერცხლის შანდალი გააჩაღა სარკის ორსავე მხარეს.
All was ready and lit the silver sconces on either side of the mirror.
103338.
ორლანდო | კარი მეოთხე
რომელ ქალს არ წამოანათებდა იმის დანახვა, რაც ორლანდომ დაინახა მაშინ, თოვლში გასხივოსნებული.
What woman would not have kindled to see what Orlando saw then illuminated in the snow.
103339.
ორლანდო | კარი მეოთხე
თავად ორლანდომაც კი (რომელსაც არ ჰქონდა დიდი წარმოდგენა თავის თავზე) იცოდა ეს.
Even Orlando (who had no conceit of her person) knew it.
103340.
ორლანდო | კარი მეოთხე
ისე უნებლიეთ გაეღიმა, როგორც იღიმება ხოლმე ქალი, როცა მისი საკუთარი სილამაზე, თავისი რომ არ ჰგონია, მოწყვეტილი წვეთის თუ ამოფრქვეული შადრევნის ფორმას იძენს.
She smiled the involuntary smile which women smile when their own beauty, which seems not their own, forms like a drop falling or a fountain rising.