მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103341.
ორლანდო | კარი მეოთხე
როდესაც მოახლე ეახლა, ორლანდომ უთხრა, დაუყოვნებლივ ფაეტონი გამიმზადეთო.
When the servant came, Orlando told him to order a coach instantly.
103342.
ორლანდო | კარი მეოთხე
მას გადაუდებელი საქმე იხმობდა ლონდონში.
She was summoned by urgent affairs to London.
103343.
ორლანდო | კარი მეოთხე
შეგვიძლია, ხელსაყრელი ვითარებით ვისარგებლოთ, რადგან არსებული პეიზაჟი ისეთი უბრალოა, რომ აღწერა არ სჭირდება.
We may seize the opportunity, since the landscape was of a simple which needs no description.
103344.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგალითად, შეიძლება შენიშნეთ კიდეც, რომ ორლანდო თავის ხელნაწერს მალავდა ხოლმე.
For example, it may have been observed that Orlando hid her manuscripts.
103345.
ორლანდო | კარი მეოთხე
დიდხანს და დაკვირვებით იყურებოდა სარკეში.
She looked long and intently in the glass.
103346.
ორლანდო | კარი მეოთხე
ახლა კი, როცა ლონდონისკენ მიქროდა, შეიძლება შეგენიშნათ, როგორ დააპირებდა და ჩაიხშობდა ხოლმე ტირილის მოთხოვნილებას, როცა ცხენები იმაზე მარდად მიქროდნენ, ვიდრე მას სიამოვნებდა.
And now, as she drove to London, one might notice her starting and suppressing a cry when the horses galloped faster than she liked.
103347.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეძალებოდა ერთგვარი მგრძნობიარობა, სხვა გრძნობები კი, პირიქით, უნელდებოდა.
Certain susceptibilities were asserting themselves, and others were diminishing.
103348.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამაში, როგორც ზოგიერთი ფილოსოფოსი იტყვის, დიდი წვლილი ტანსაცმელს მიუძღვის.
The change of clothes had, some philosophers will say, much to do with it.
103349.
ორლანდო | კარი მეოთხე
რაოდენ ამაო წვრილმანებადაც უნდა გვეჩვენებოდეს, ამბობენ ისინი, ტანისამოსს უფრო დიდი ფუნქცია აკისრია, ვიდრე მხოლოდ გათბობაა.
Vain trifles as they seem, clothes have, they say, more important offices than merely to keep us warm.
103350.
ორლანდო | კარი მეოთხე
ისინი გვიცვლიან მსოფლხედვას და ცვლიან მსოფლხედვას ჩვენ მიმართ.
They change our view of the world and the world’s view of us.
103351.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგალითად, როდესაც კაპიტანმა ბარტოლუსმა ორლანდოს ქვედატანი დაინახა, მაშინვე ტენტი დააყენებინა მისთვის, დაჟინებით სთხოვა, ერთი ნაჭერი ხორცი კიდევ გადაიღე და ნაპირზე ჩემთან ერთად ბარკასით გამოისეირნეო.
For example, when Captain Bartolus saw Orlando’s skirt, he had an awning stretched for her immediately, pressed her to take another slice of beef, and invited her to go ashore with him in the long-boat.
103352.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასეთ ქათინაურს ორლანდო ვერაფრით დაიმსახურებდა, მისი ქვედატანი ასეთი ფრიალა კი არა, ბრიჯივით შემოტმასნილი რომ ყოფილიყო ტანზე.
These compliments would certainly not have been paid Orlando had her skirts, instead of flowing, been cut tight to her legs in the fashion of breeches.
103353.
ორლანდო | კარი მეოთხე
და როდესაც ასეთი ქათინაურს ვიმსახურებთ, ჩვენც გვმართებს, რამენაირად სამაგიერო მივუზღათ ხოლმე.
And when we are paid compliments, it behoves us to make some return.
103354.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამიტომ, გვაქვს მყარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სწორედ ტანისამოსი გვატარებს ჩვენ და არა ჩვენ მას.
Thus, there is much to support the view that it is clothes that wear us and not we them.
103355.
ორლანდო | კარი მეოთხე
ტანსაცმელი შეგვიძლია, ჩვენი მკლავის თუ მკერდის ყალიბს მოვარგოთ, სამაგიეროდ, ის ჩვენს გულს, ჩვენს ტვინს, ჩვენს ენას აყალიბებს თავის ნებაზე.
We may make clothes take the mould of arm or breast, but they mould our hearts, our brains, our tongues to their liking.
103356.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე რომ, ახლა, როცა უკვე კარგა ხანია, კაბები ეცვა, ორლანდოს გარკვეული ცვლილება დაეტყო, რასაც უთუოდ აღმოაჩენთ, თუ ყურადღებით დააკვირდებით თუნდაც მის სახეს.
So, having now worn skirts for a considerable time, a certain change was visible in Orlando, which is to be found if you will look at even in her face.
103357.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუ შევადარებთ ორლანდო მამაკაცის პორტრეტს ორლანდო ქალის პორტრეტს, დავინახავთ, რომ, მართალია, ორივე უდავოდ ერთი და იგივე პიროვნებაა, მაინც ჩანს ერთგვარი ცვლილება.
If we compare the picture of Orlando as a man with that of Orlando as a woman we shall see that though both are undoubtedly one and the same person, there are certain changes.
103358.
ორლანდო | კარი მეოთხე
კაცს შეუძლია, თავისუფლად დაავლოს ხელი ხმალს, ქალმა კი ხელი იმისთვის უნდა მოიხმაროს, რომ აბრეშუმი არ ჩამოუსრიალდეს მხრებიდან.
The man has his hand free to seize his sword, the woman must use hers to keep the silk from slipping from her shoulders.
103359.
ორლანდო | კარი მეოთხე
კაცი უშიშრად უსწორებს სამყაროს თვალს, ისე, თითქოს ყველაფერი მისი მოხმარებისთვისაა შექმნილი და მისი გემოვნების თარგზეა აჭრილი.
The man looks the world full in the face, as if it were made for his uses and fashioned to his liking.
103360.
ორლანდო | კარი მეოთხე
ქალი კი ცერად გასცქერის სამყაროს, ფაქიზი, დაკვირვებული თვალით, ეჭვითაც კი.
The woman takes a sidelong glance at the world, full of subtlety, even of suspicion.