მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103361.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორივეს რომ ერთნაირი ტანისამოსი ეცვას, სრულიად შესაძლებელია, მათი შეხედულებებიც ერთნაირი იყოს.
Had they both worn the same clothes, it is possible that their outlook might have been the same.
103362.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასეთია ზოგიერთი ფილოსოფოსისა და ბრძენკაცის შეხედულება, თუმცა მთლიანობაში ჩვენ სხვა აზრისკენ ვიხრებით.
That is the view of some philosophers and wise ones, but on the whole, we incline to another.
103363.
ორლანდო | კარი მეოთხე
სქესებს შორის განსხვავება, საბედნიეროდ, უაღრესად საფუძვლიანია.
The difference between the sexes is, happily, one of great profundity.
103364.
ორლანდო | კარი მეოთხე
ტანისამოსი მხოლოდ სიმბოლოა რაღაც უფრო ღრმად ჩამარხულისა.
Clothes are but a symbol of something hid deep beneath.
103365.
ორლანდო | კარი მეოთხე
ქალის კაბის და ქალის სქესის არჩევანი თავად ორლანდოში მომხდარი ცვლილებით იყო ნაკარნახავი.
It was a change in Orlando herself that dictated her choice of a woman’s dress and of a woman’s sex.
103366.
ორლანდო | კარი მეოთხე
და ის იქნებ ამით მხოლოდ უფრო ღიად გამოხატავდა იმას – გულღიაობა ხომ ნამდვილად იყო მისი ბუნების ნაწილი – რაც ადამიანების უმეტესობას ემართება, ოღონდ ასე ცხადად არ არის გამოხატული.
And perhaps in this she was only expressing rather more openly — openness indeed was the part of her nature — something that happens to most people without being thus plainly expressed.
103367.
ორლანდო | კარი მეოთხე
და აი, ჩვენ ახლა ისევ დილემას მივადექით.
For here again, we come to a dilemma.
103368.
ორლანდო | კარი მეოთხე
ყოველი ადამიანისთვის ნაცნობია ორ სქესს შორის მერყეობა და ხშირად მარტო ტანსაცმელია მამაკაცსა და ქალს შორის არსებული მსგავსების გამომხატველი.
In every human being a vacillation from one sex to the other takes place, and often it is only the clothes that keep the male or female likeness.
103369.
ორლანდო | კარი მეოთხე
სქესის სიღრმეში იმის საპირისპირო იმალება, რაც ზედაპირზეა.
Underneath the sex is the very opposite of what it is above.
103370.
ორლანდო | კარი მეოთხე
ყველას გამოუცდია ამით გამოწვეული სირთულე და დაბნეულობა.
Of the complications and confusions which thus result everyone has had experience.
103371.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ აქ ჩვენ ამ ზოგად კითხვას თავს ვანებებთ და მხოლოდ იმ უცნაურ გავლენას აღვნიშნავთ, რაც თავად ორლანდოს კონკრეტულ შემთხვევაზე მოახდინა.
But here we leave the general question and note only the odd effect it had in the particular case of Orlando herself.
103372.
ორლანდო | კარი მეოთხე
რადგან სწორედ ეს, ორი სქესის ნაზავი, რომელთაგან ერთი უპირატესია მეორეზე, ხშირად სრულიად მოულოდნელი ქცევისკენ უბიძგებდა ორლანდოს.
For it was this mixture in her of man and woman, one being uppermost and then the other, that often gave Orlando conduct an unexpected turn.
103373.
ორლანდო | კარი მეოთხე
მისი სქესით დაინტერესებულები შეგვედავებიან და, მაგალითად, იტყვიან – თუ ორლანდო ქალი იყო, როგორ ახერხებდა, რომ ათ წუთზე მეტი არ ეხარჯებოდა ჩაცმა-დახურვაზე?
The curious of her own sex would argue, for example, if Orlando was a woman, how did she never take more than ten minutes to dress?
103374.
ორლანდო | კარი მეოთხე
და ცოტა არ იყოს დაუფიქრებლად ხომ არ ირჩევდა ტანსაცმელს?
And were not her clothes chosen rather at random?
103375.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო მეტისმეტად გულკეთილი იყო.
Orlando was excessively tender-hearted.
103376.
ორლანდო | კარი მეოთხე
ვერ იტანდა, როცა ხედავდა, როგორ სცემენ სახედარს ან როგორ ახრჩობენ კატას.
She could not endure to see a donkey beaten or a kitten drowned.
103377.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუმცა ისიც შენიშნეს, რომ სძულდა საოჯახო საქმე, დგებოდა დილაუთენია, ჯერ მზეც რომ არ იყო ამოსული და მთელ დღეებს ველ-მინდვრებში ატარებდა ზაფხულობით.
Yet again, they noted, she detested household matters, was up at dawn and out among the fields in summer before the sun had risen.
103378.
ორლანდო | კარი მეოთხე
არც ერთმა გლეხმა არ იცოდა ხორბლეულზე იმდენი, რამდენიც მან.
No farmer knew more about the crops than she did.
103379.
ორლანდო | კარი მეოთხე
აზარტული თამაშებიც უყვარდა.
She liked games of hazard.
103380.
ორლანდო | კარი მეოთხე
ექვს ცხენს თვალის დახამხამებაში გადააჭენებდა ხოლმე ლონდონის ხიდზე.
She rode six horses at a gallop over London Bridge.