მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103381.
ორლანდო | კარი მეოთხე
ისიც შენიშნეს, რომ, თუ ვინმეს საფრთხეში ჩავარდნილს შენიშნავდა, ქალივით იწყებდა ღელვას.
It was remarked that the sight of another in danger brought on the most womanly palpitations.
103382.
ორლანდო | კარი მეოთხე
უმცირესი საბაბის გამო ცრემლად იღვრებოდა.
She would burst into tears on slight provocation.
103383.
ორლანდო | კარი მეოთხე
ვერ ერკვეოდა გეოგრაფიაში, ვერ იტანდა მათემატიკას და ზოგი ისეთი ახირებითაც გამოირჩეოდა, უფრო ქალებს რომ ახასიათებთ, ვიდრე კაცებს, როგორიცაა მაგალითად, სამხრეთისკენ გამგზავრება მისთვის მთაზე ჩასვლას რომ ნიშნავდა.
She was unversed in geography, found mathematics intolerable, and held some caprices which are more common among women than men, as for instance that to travel south is to travel downhill.
103384.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამდენად, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, უფრო ქალი იყო თუ კაცი.
Whether, then, Orlando was most man or woman, it is difficult to say.
103385.
ორლანდო | კარი მეოთხე
უკვე მიადგა კიდეც თავის სახლს სიტიში.
She had reached her home in the City.
103386.
ორლანდო | კარი მეოთხე
კიბე დაუშვეს; რკინის ჭიშკარი გაიღო.
The steps were being let down; the iron gates were being opened.
103387.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ მამისეულ სახლში შეაბიჯა, ბლექფრაიერზში.
Orlando was entering her father’s house at Blackfriars.
103388.
ორლანდო | კარი მეოთხე
სწორედ აქ დაბინავდა ორლანდო და მაშინვე შეუდგა იმის ძიებას, რისთვისაც აქ ჩამოვიდა, ანუ, სიცოცხლის და სატრფოსი.
Here Orlando took up her lodging and began instantly to look about her for what she had come in search of — that is to say, life and a lover.
103389.
ორლანდო | კარი მეოთხე
პირველის თაობაზე ალბათ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით; აი, მეორე კი, სრულიად ძალდაუტანებლად იპოვა ჩამოსვლიდან ორიოდე დღეში.
About the first there might be some doubt; the second she found without the least difficulty two days after her arrival.
103390.
ორლანდო | კარი მეოთხე
ქალაქში სამშაბათს ჩამოვიდა.
It was a Tuesday that she came to town.
103391.
ორლანდო | კარი მეოთხე
ხუთშაბათს კი მოლზე სასეირნოდ გავიდა, როგორც იმდროინდელ მაღალ საზოგადოებაში იყო მიღებული.
On Thursday she went for a walk in the Mall, as was then the habit of persons of quality.
103392.
ორლანდო | კარი მეოთხე
პროსპექტზე ორიოდე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ მდაბიო ხალხის პატარა ჯგუფი შენიშნა, მაღალი წოდების ხალხზე საჯაშუშოდ გამოსული.
She had not made more than a turn or two of the avenue before she was observed by a little knot of vulgar people who go there to spy upon their betters.
103393.
ორლანდო | კარი მეოთხე
როცა გვერდით ჩაუარა, ვიღაც მდაბიო ქალი გამოენთო, ძუძუთა ბავშვით ხელში, ნაცნობივით დააცქერდა ორლანდოს სახეზე და მერე ხმამაღლა იყვირა: – მიწა გამისკდეს, თუ ეს ლედი ორლანდო არ იყოს!
As she came past them, a common woman carrying a child at her breast stepped forward, peered familiarly into Orlando’s face, and cried out, "Lawk upon us, if it ain’t the Lady Orlando"!
103394.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე ამოყო თავი ორლანდომ წამით ბრბოს შუაგულში; მოქალაქეები, ვაჭრის ცოლები, ყველანი ცნობისმოყვარე თვალით შესცქეროდნენ საყოველთაოდ გახმაურებული სასამართლო პროცესის გმირ ქალს.
Orlando found herself in a moment the centre of a mob of staring citizens and tradesmen’s wives, all eager to gaze upon the heroine of the celebrated lawsuit.
103395.
ორლანდო | კარი მეოთხე
დიდსულოვანმა ჯენტლმენმა არათუ აპატია წყენა, არამედ იმის დასამტკიცებლად, რომ გომბეშოსთან დაკავშირებული ქარაფშუტული გამოხტომა არ სწყენია, სამკაულიც კი მოუპოვებია ამ ქვეწარმავლის გამოსახულებით.
Not only had this magnanimous nobleman forgiven her, but in order to show that he took her levity with the toad in good part, he had procured a jewel made in the shape of that reptile.
103396.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუმცა მეორე დღეს ამ თემას უფრო კეთილი თვალით შეხედა, როცა საუზმის მაგიდაზე ექვსიოდე მოსაწვევი დახვდა ინგლისის უბრწყინვალეს ბანოვანთაგან.
She took a kinder view of the case next day when she found on her breakfast table half a dozen billets from some of the greatest ladies in England.
103397.
ორლანდო | კარი მეოთხე
მეორე დღესვე, ანუ შაბათს, ამ ბრწყინვალე ბანოვანთაგან ბევრი უკვე პირადად ემსახურებოდა ორლანდოს.
Next day, which was a Saturday, many of these great ladies waited on Orlando in person.
103398.
ორლანდო | კარი მეოთხე
ხოლო სამშაბათს, დაახლოებით შუადღისას, მათგან შიკრიკები ეახლნენ და მოსაწვევი ბარათები მოართვეს უახლოეს მომავალში დაგეგმილ სხვადასხვა წვეულებებზე, სადილებსა და შეკრებებზე.
On Tuesday, about noon, their footmen brought cards of invitation to various routs, dinners, and assemblies in the near future.
103399.
ორლანდო | კარი მეოთხე
დროის ან, უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით – ნებისმიერი სხვა დროის ლონდონის საზოგადოების უტყუარი სურათის დახატვა, აღემატება ჟამთააღმწერლის ან ისტორიკოსის შესაძლებლობებს.
To give a truthful account of London society at that or indeed at any other time, is beyond the powers of the biographer or the historian.
103400.
ორლანდო | კარი მეოთხე
არაფერი არ არსებობს.
Nothing exists.