მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103401.
ორლანდო | კარი მეოთხე
მთლიანობაში ეს მიაზმაა – მირაჟი.
The whole thing is a miasma — a mirage.
103402.
ორლანდო | კარი მეოთხე
შეიხსნიდა თასმას, ოციოდეჯერ დაივლიდა ოთახებს, შეიხსნიდა მეორე თასმას, შედგებოდა და ისევ დაუყვებოდა ოთახებს.
She would untie a lace, pace the room a score of times, untie another lace, stop, and pace the room again.
103403.
ორლანდო | კარი მეოთხე
ხშირად მზე ცეცხლივით მოეკიდებოდა საუთოქის საკვამურებს თავზე, ვიდრე ორლანდო თავს დაირწმუნებდა, რომ დაწოლის დრო იყო და მხოლოდ ამის მერე დაწვებოდა.
Often the sun would be blazing over Southwark chimneys before Orlando could persuade herself to get into bed, and there she would lie.
103404.
ორლანდო | კარი მეოთხე
და მაინც, რით იყო ასე აფორიაქებული?
And what was all this stir about?
103405.
ორლანდო | კარი მეოთხე
არაფერი ახსოვდა მეორე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ იმწამიერი და აღტაცება ძლიერი იყო.
Nothing remained over the next day, yet the excitement of the moment was intense.
103406.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამრიგად, იძულებულები ვართ დავასკვნათ, რომ საზოგადოება რაღაც ისეთი უცნაური ნაყენია, ოსტატი დიასახლისები ცხლად რომ გვიმასპინძლდებიან ხოლმე საშობაოდ და რომლის გემოც იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეაზავებ და აურევ ერთმანეთში თორმეტ სხვადასხვა შემადგენელს.
Thus we are forced to conclude that society is one of those brews such as skilled housekeepers serve hot about Christmas time, whose flavour depends upon the proper mixing and stirring of a dozen different ingredients.
103407.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთიც რომ გამოაკლოთ, უკვე უგემური ხდება.
Take one out, and it is in itself insipid.
103408.
ორლანდო | კარი მეოთხე
შეურევ თუ არა ერთმანეთში, უმალ ყველაზე მაცთუნებელ სურნელებებს გამოსცემენ.
Stir them all together and they combine to give off the most seductive of scents.
103409.
ორლანდო | კარი მეოთხე
და მაინც, ეს თრობა, ეს ცთუნებები, არანაირად არ ემორჩილება ჩვენს ანალიზს.
Yet this intoxication, this seductiveness, entirely evade our analysis.
103410.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუმცა საზოგადოება ერთსა და იმავე დროს ყველაფერია, და თან – არაფერი.
At one and the same time, therefore, society is everything and - nothing.
103411.
ორლანდო | კარი მეოთხე
საზოგადოება ამქვეყნად ყველაზე ძლიერი მონაჩმახია, და საზოგადოება არც არსებობს, როგორც ასეთი...
Society is the most powerful concoction in the world and society has no existence whatsoever.
103412.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასეთ ურჩხულებს მარტო პოეტები და რომანისტები თუ გაუმკლავდებიან.
Such monsters the poets and the novelists alone can deal with.
103413.
ორლანდო | კარი მეოთხე
ჩვენს წინამორბედებს მივბაძავთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ საზოგადოება დედოფალი ანას მბრძანებლობის დროს უმაგალითო ბრწყინვალებისა გახლდათ.
Following the example of our predecessors, therefore, we will only say that society in the reign of Queen Anne was of unparalleled brilliance.
103414.
ორლანდო | კარი მეოთხე
მამები ვაჟიშვილებს არიგებდნენ ჭკუას, დედები – ქალიშვილებს.
Fathers instructed their sons, mothers their daughters.
103415.
ორლანდო | კარი მეოთხე
განათლება არ იყო სრულყოფილი არც ერთი სქესისთვის.
No education was complete for either sex.
103416.
ორლანდო | კარი მეოთხე
რაკი ორლანდომ დედოფალი ელისაბედის ქება იმით დაიმსახურა, თუ როგორ გაუწოდა ვარდის წყლით სავსე თასი, როცა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის საკმარისად იყო დახელოვნებული ამ გამოცდის ჩასაბარებლად.
Since Orlando had won the praise of Queen Elizabeth for the way she handed a bowl of rose water as a boy, it must be supposed that she was sufficiently expert to pass muster.
103417.
ორლანდო | კარი მეოთხე
სულ არ მადარდებს, თუკი არც ერთ სულიერს აღარ შევხვდები ჩემს სიცოცხლეში!
I don’t care if I never meet another soul as long as I live.
103418.
ორლანდო | კარი მეოთხე
შეჰყვირა და ცრემლად დაიღვარა.
She cried, bursting into tears.
103419.
ორლანდო | კარი მეოთხე
უთვალავი მოტრფიალე ჰყავდა, მაგრამ ცხოვრება, გაურბოდა მას.
Lovers she had in plenty, but life, escaped her.
103420.
ორლანდო | კარი მეოთხე
ნუთუ ეს არის, რასაც ადამიანები სიცოცხლეს უწოდებენ?
Is this what people call life?