მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103421.
ორლანდო | კარი მეოთხე
სპანიელმა წინა თათი ასწია თანაგრძნობის ნიშნად.
The spaniel raised her forepaw in token of sympathy.
103422.
ორლანდო | კარი მეოთხე
სპანიელმა ალოკა ორლანდო.
The spaniel licked Orlando.
103423.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ კი ხელი გადაუსვა სპანიელს.
Orlando stroked the spaniel with her hand.
103424.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ აკოცა სპანიელს.
Orlando kissed the spaniel.
103425.
ორლანდო | კარი მეოთხე
მოკლედ, მათ შორის ისეთი გულწრფელი თანაგრძნობა არსებობდა, როგორიც ძაღლსა და მის ქალბატონს შორის შეიძლება არსებობდეს.
In short, there was the truest sympathy between them that can be between a dog and its mistress.
103426.
ორლანდო | კარი მეოთხე
და მაინც, იმასაც ვერ უარვყოფთ, რომ ცხოველების უტყვობა დიდი დაბრკოლებაა დახვეწილი ურთიერთობისთვის.
And yet it cannot be denied that the dumbness of animals is a great impediment to the refinements of intercourse.
103427.
ორლანდო | კარი მეოთხე
მცივა.
I’m cold.
103428.
ორლანდო | კარი მეოთხე
უბედური ვარ.
I’m unhappy.
103429.
ორლანდო | კარი მეოთხე
მშია.
I’m hungry.
103430.
ორლანდო | კარი მეოთხე
თაგვი დავიჭირე.
I’ve caught a mouse.
103431.
ორლანდო | კარი მეოთხე
ძვალი დავმარხე.
I’ve buried a bone.
103432.
ორლანდო | კარი მეოთხე
გთხოვ, ცხვირზე მაკოცე.
Please kiss my nose.
103433.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ეს არ კმაროდა.
But it was not enough.
103434.
ორლანდო | კარი მეოთხე
როგორ გარდაიქმნა თრობა ზიზღად ასე მალე, მხოლოდ იმ ვარაუდით შეიძლება აიხსნას, რომ იდუმალი შემადგენლობა, სახელად საზოგადოება, თავისთავად არც აბსოლუტურად ცუდია და არც კარგი.
How, in so short a time, the intoxication brcame disgust we will only seek to explain by supposing that this mysterious composition which we call society, is nothing absolutely good or bad in itself.
103435.
ორლანდო | კარი მეოთხე
ლაპარაკის უნარსაც დიდი როლი ენიჭება ამ ყველაფერში.
That the faculty of speech has much to do with it.
103436.
ორლანდო | კარი მეოთხე
ბრწყინვალე გონება შეიძლება ენით აუწერლად მოსაწყენი იყოს.
Brilliant wit can be tedious beyond description.
103437.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ამას პოეტებს მივანდობთ, ჩვენ კი თხრობას გავაგრძელებთ.
But to the poets we leave it, and go on with our story.
103438.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ მეორე წინდაც პირველის გზას გაუყენა და ცოტა არ იყოს დათრგუნული გაემართა დასაძინებლად.
Orlando threw the second stocking after the first and went to bed dismally enough.
103439.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადრინდელივით, მეტისმეტად ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო.
But again as it turned out, she was too hasty in coming to her conclusions.
103440.
ორლანდო | კარი მეოთხე
ედისონი, დრაიდენი, პოუპი, თქვა მან და კაკაოს ხეზე მიუთითა.
Addison, Dryden, Pope, he had said, pointing to the Cocoa Tree.