მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103441.
ორლანდო | კარი მეოთხე
ვინ დაიჯერებს ასეთ სისულელეს?
Who can credit such folly?
103442.
ორლანდო | კარი მეოთხე
ნიკ გრინთან მწარე გამოცდილებამ საერთოდ ვერ ასწავლა ჭკუა.
All her bitter experience with Nick Greene had taught her nothing.
103443.
ორლანდო | კარი მეოთხე
ადამიანს კი ალბათ უნდა სწამდეს რამის და რადგან, როგორც უკვე გითხარით, ორლანდოს არ სწამდა ჩვეულებრივი ღვთაებების, გულუბრყვილოდ მიენდო დიდ მოღვაწეებს – ოღონდ, გამორჩევით.
Something, perhaps, one must believe in, and as Orlando, we have said, had no belief in the usual divinities she bestowed her credulity upon great men — yet with a distinction.
103444.
ორლანდო | კარი მეოთხე
ადმირალები, სამხედროები, სახელმწიფო ფიგურები – სრულებით არ აღელვებდა.
Admirals, soldiers, statesmen, moved her not at all.
103445.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ დიდ მწერალზე ფიქრიც კი ისეთი ძლიერი რწმენით მსჭვალავდა, ლამის უხილავი ეგონა.
But the very thought of a great writer stirred her to such a pitch of belief that she almost believed him to be invisible.
103446.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდოს ფხიზელი ალღო ჰქონდა.
Orlando's instinct was a sound one.
103447.
ორლანდო | კარი მეოთხე
იქნებ ადამიანს მხოლოდ იმის შეიძლება სწამდეს ბოლომდე, რასაც ვერ ხედავს.
One can only believe entirely, perhaps, in what one cannot see.
103448.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეჭვი ეპარებოდა, რომ ფინჯანი მართლა ფაიფურის იყო, ან რომ გაზეთი იყო მართლა ქაღალდის.
That the cup was china, or the gazette paper, she doubted.
103449.
ორლანდო | კარი მეოთხე
როცა ლორდმა ო.-მ ერთ დღესაც უთხრა, წუხელ დრაიდენთან ერთად ვისადილეო, ორლანდომ კატეგორიულად არ დაუჯერა.
When Lord O. said one day that he had dined with Dryden the night before, Orlando flatly disbelieved him.
103450.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ლედი „რ.-ს“ წინკარი გენიოსების მისაღები ოთახის რეპუტაციით სარგებლობდა.
But, the Lady R.’s reception room had the reputation of being the antechamber to the room of genius.
103451.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეს ის ადგილი იყო, სადაც კაცები ქალებს ხვდებოდნენ, რათა საკმეველი ეკმიათ კედლის ნიშში ჩასმული გენიოსის ბიუსტისთვის.
It was the place where men and women met to swing censers to the bust of genius in a niche in the wall.
103452.
ორლანდო | კარი მეოთხე
იქ არაფერი ითქმოდა ისეთი, რაც ენამოსწრებული არ იყო.
Nothing was said inside that was not witty.
103453.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე რომ, ორლანდომ დიდი გულისფანცქალით შედგა ფეხი ამ ოთახში.
It was thus with great trepidation that Orlando entered the room.
103454.
ორლანდო | კარი მეოთხე
საზოგადოება უკვე შეკრებილი დახვდა, ბუხრის პირას ნახევარწრედ განლაგებული.
She found a company already assembled in a semicircle round the fire.
103455.
ორლანდო | კარი მეოთხე
ლედი „რ.“, ხანდაზმული ბანოვანი, შავგვრემანი, შავი მაქმანის მანდილით თავზე, დიდ სავარძელში დაბრძანებულიყო, შუაგულში.
Lady R., an oldish lady, of dark complexion, with a black lace mantilla on her head, was seated in a great arm-chair in the centre.
103456.
ორლანდო | კარი მეოთხე
რაკი ოდნავ ყურს აკლდა, ასე უკეთ შეეძლო საუბარი წარემართა მისგან ორივე მხარეს.
Thus being somewhat deaf, she could control the conversation on both sides of her.
103457.
ორლანდო | კარი მეოთხე
მისგან ორივე მხარეს კი იმ დროის ყველაზე წარჩინებული მამაკაცები და ქალბატონები ისხდნენ.
On both sides of her sat men and women of the highest distinction.
103458.
ორლანდო | კარი მეოთხე
როგორც ამბობენ, ყველა კაცი პრემიერ-მინისტრი იყო, და ყოველი ქალი, ამბობდნენ ჩურჩულით, რომელიღაც მეფის ყოფილი საყვარელი.
Every man, it was said, had been a Prime Minister and every woman, it was whispered, had been the mistress of a king.
103459.
ორლანდო | კარი მეოთხე
ყველა ბრწყინვალე და სახელმოხვეჭილი იყო.
All were brilliant, and all were famous.
103460.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ თავისი ადგილი ღრმა პატივისცემით, სიჩუმეში დაიკავა...
Orlando took her seat with a deep reverence in silence . . .