მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103461.
ორლანდო | კარი მეოთხე
სამი საათის შემდეგ მდაბალ რევერანსში დაიხარა და წამოვიდა.
After three hours, she curtseyed profoundly and left.
103462.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ, შესაძლოა, მკითხველმა ცოტა არ იყოს აღშფოთებულმა იკითხოს, რა მოხდა ამ შუალედში.
But what, the reader may ask with some exasperation, happened in between.
103463.
ორლანდო | კარი მეოთხე
სამი საათის განმავლობაში ამ ადამიანებმა ალბათ საოცრად ენამოსწრებულად, ღრმად და უაღრესად საინტერესოდ ისაუბრეს ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვან თემებზეო.
In three hours, such a company must have said the wittiest, the profoundest, the most interesting things in the world.
103464.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მათ საერთოდ არაფერი უთქვამთ.
But the fact appears to be that they said nothing.
103465.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასეთია უცნაური დახასიათება, რომელიც ყველა უბრწყინვალეს საზოგადოებას მიესადაგება, რაც კი სამყაროს უნახავს.
It is a curious characteristic which they share with all the most brilliant societies that the world has seen.
103466.
ორლანდო | კარი მეოთხე
მოხუცი მადამ დიუ დეფანი და მისი მეგობრები ორმოცდაათი წლის განმავლობაში უწყვეტლივ საუბრობდნენ.
Old Madame du Deffand and her friends talked for fifty years without stopping.
103467.
ორლანდო | კარი მეოთხე
და რა დარჩა ამ ყოველივედან?
And of it all, what remains?
103468.
ორლანდო | კარი მეოთხე
იქნებ სამიოდე ენამოსწრებული გამონათქვამი.
Perhaps three witty sayings.
103469.
ორლანდო | კარი მეოთხე
მასპინძელი ქალი თანამედროვეობის სიბილაა.
The hostess is a modern Sibyl.
103470.
ორლანდო | კარი მეოთხე
ის გრძნეულია, რომელიც სტუმრებს ერთგვარ ხიბლში ამყოფებს.
She is a witch who lays her guests under a spell.
103471.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეს ერთგვარი ილუზიაა (რაშიც არაფერია უარყოფითი, რადგან ილუზია ყველაზე ფასეული და აუცილებელი რამაა, ხოლო მასპინძელი ქალი, რომელსაც მისი შექმნის უნარი შესწევს, ამ სამყაროს უდიდესი ქველმოქმედია).
It is all an illusion (which is nothing against it, for illusions are the most valuable and necessary of all things, and the hostess who can create one is among the world’s greatest benefactors).
103472.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამით აიხსნება, რომ მადამ დიუ დეფანს სამად სამი ენამოსწრებული ფრაზაც კი არ უთქვამს ორმოცდაათი წლის განმავლობაში.
This serves to explain why Madame du Deffand said no more than three witty things in the course of fifty years.
103473.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამას ილუზიების გაფანტვა და სიმარტოვე მოჰყვა.
Disillusionment and desolation followed this.
103474.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთი სიტყვაც კი აღარ დასცდენია.
Not a word was uttered.
103475.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთხმად შეჰყვირეს მისმა მეგობრებმა.
Her friends cried with one accord.
103476.
ორლანდო | კარი მეოთხე
და ისიც დაემორჩილა.
And she obeyed.
103477.
ორლანდო | კარი მეოთხე
თითქმის ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მას აღარაფერი ღირსსახსოვარი აღარ უთქვამს და ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა.
For almost seventeen years she said nothing memorable and all went well.
103478.
ორლანდო | კარი მეოთხე
ილუზიის გადასაფარებელი ისევე შეურხევლად ეფინა მისი სტუმრების წრეს, როგორც ლედი „რ“-ისა.
The beautiful counterpane of illusion lay unbroken on her circle of guests as it lay unbroken on the circle of Lady R.
103479.
ორლანდო | კარი მეოთხე
სტუმრებს ეგონათ, ბედნიერები ვართ, ენამოსწრებულებიო, ეგონათ, რომ ბრძენკაცები იყვნენ, და როცა ასე ეგონათ, სხვებს კიდევ უფრო უმყარდებოდათ ეს აზრი.
The guests thought that they were happy, thought that they were witty, thought that they were profound, and, as they thought this, other people thought it still more strongly.
103480.
ორლანდო | კარი მეოთხე
და აი, ასე გავრცელდა ხმა, რომ არაფერია ლედი „რ“-ს შეკრებებზე მომხიბვლელი.
And so it got about that nothing was more delightful than one of Lady R.’s assemblies.