მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103481.
ორლანდო | კარი მეოთხე
ყველას შურდა მათი, ვისაც იქ იწვევდნენ.
Everyone envied those who were invited.
103482.
ორლანდო | კარი მეოთხე
ალბათ მესამედ იყო ორლანდო იქ მისული, როცა ერთი ინციდენტი მოხდა.
For about the third time Orlando went there a certain incident occurred.
103483.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო ჯერ კიდევ იმ ხიბლის გავლენას განიცდიდა, რომ ამქვეყნად უბრწყინვალესი ეპიგრამების მსმენელი იყო.
Orlando was still under the illusion that she was listening to the most brilliant epigrams in the world.
103484.
ორლანდო | კარი მეოთხე
მხოლოდ იმას ამბობდა, ცოტა არ იყოს გრძლად, როგორ გაუარა ნიკრისის ქარებმა მარცხენა ფეხზე და როგორ შეუტია მარჯვენაზე.
She was only saying, at some length, how the gout had left his left leg and gone to his right.
103485.
ორლანდო | კარი მეოთხე
ბილი „რ.“-ს საკუთარი თავივით ვიცნობ.
I know Billy R. as well as I know myself.
103486.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამ დროს კარი გაიღო და ერთი ჩია კაცი შემოვიდა, რომლის სახელსა და გვარს ორლანდომ ყური ვერ მოჰკრა.
At this time the door opened and a little gentleman entered whose name Orlando did not catch.
103487.
ორლანდო | კარი მეოთხე
მალე უცნაურად არასასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
Soon a curiously disagreeable sensation came over her.
103488.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუ მათი გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, სხვებსაც იგივე გრძნობა დაეუფლათ.
To judge from their faces, the rest began to feel it as well.
103489.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთმა ჯენტლმენმა თქვა, ორპირი ქარი ქრისო.
One gentleman said there was a draught.
103490.
ორლანდო | კარი მეოთხე
მარკიზა „ს“-მ თქვა, ვაიმე, მგონი, კატაა ტახტის ქვეშო.
The Marchioness of C. said a cat must be under the sofa.
103491.
ორლანდო | კარი მეოთხე
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ნელ-ნელა ყველას თვალი აეხილა საამური ზმანების შემდეგ და ვერაფერი დაინახეს იაფფასიანი პირსაბანისა და ჭუჭყიანი გადასაფარებლის გარდა.
It was as if their eyes were being slowly opened after a pleasant dream and nothing met them but a cheap wash-stand and a dirty counterpane.
103492.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ გენერალი ისევ განაგრძობდა ლაპარაკს და მისტერ „ლ.“ ისევ იხსენებდა რაღაცას.
Still the General talked and still Mr L. remembered something.
103493.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ სულ უფრო და უფრო აშკარა გახდა, რა წითელი კისერი ჰქონდა გენერალს და რა მელოტი თავი მისტერ „ლ.“-ს.
But it became more and more apparent how red the General’s neck was, how bald Mr L.’s head was.
103494.
ორლანდო | კარი მეოთხე
ხოლო იმაზე მოსაწყენი და უმნიშვნელო, რაზეც ისინი საუბრობდნენ, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
As for what they said — nothing more tedious and trivial could be imagined.
103495.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორივე ჯენტლმენმა შეწყვიტა ლაპარაკი.
Both gentlemen stopped talking.
103496.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეს გამონათქვამები იმდენად საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მათ განმეორება არ სჭირდება და, ამას გარდა, შეგიძლიათ, ყოველი მათგანი მის გამოქვეყნებულ ნაშრომებში იხილოთ..
These sayings are too well known to require repetition, and besides, they are all to be found in his published works.
103497.
ორლანდო | კარი მეოთხე
საზოგადოება სრულიად აირია.
The company was thrown into complete dismay.
103498.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთი ასეთი ბრძნული გამონათქვამიც კი უკვე ძალიან ცუდია; მაგრამ სამი, ერთიმეორის მიყოლებით, ერთსა და იმავე საღამოს!?
One such saying was bad enough; but three, one after another, on the same evening!
103499.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამას ვერც ერთი საზოგადოება ვერ გადაიტანს.
No society could survive it.
103500.
ორლანდო | კარი მეოთხე
„მისტერ პოუპ“, – უთხრა მოხუცმა ლედი „რ.“-მ და ხმა გესლიანი მრისხანებით აუკანკალდა, – „თქვენ ტკბებით საკუთარი ენამოსწრებულობით“!
"Mr Pope", said old Lady R. in a voice trembling with sarcastic fury, "you are pleased to be witty".