მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103501.
ორლანდო | კარი მეოთხე
მისტერ პოუპი გაწითლდა.
Mr Pope flushed red.
103502.
ორლანდო | კარი მეოთხე
არც ერთს არ დასცდენია არც ერთი სიტყვა.
Nobody spoke a word.
103503.
ორლანდო | კარი მეოთხე
ყველანი სამარისებურ სიჩუმეში ისხდნენ ოციოდე წუთის განმავლობაში.
They sat in dead silence some twenty minutes.
103504.
ორლანდო | კარი მეოთხე
მერე კი, ერთიმეორის მიყოლებით ფეხზე წამოდგნენ და ოთახიდან გაიძურწნენ.
Then, one by one, they rose and slunk from the room.
103505.
ორლანდო | კარი მეოთხე
საეჭვო იყო, დაბრუნდებოდნენ თუ არა ოდესმე უკან.
That they would ever come back was doubtful.
103506.
ორლანდო | კარი მეოთხე
ისმოდა, როგორ გასძახოდნენ მეეტლეებს მეჩირაღდნე ბიჭები საუთ ოდლის ქუჩაზე.
Link-boys could be heard calling their coaches all down South Audley Street.
103507.
ორლანდო | კარი მეოთხე
კარი გაჯახუნდა.
Door was slammed.
103508.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეტლები ადგილიდან დაიძრა.
Carriages drove off.
103509.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო მისტერ პოუპის გვერდით აღმოჩნდა კიბეზე.
Orlando found herself next to Mr Pope on the staircase.
103510.
ორლანდო | კარი მეოთხე
მის პოუპის გაძვალტყავებულ და მახინჯ სხეულს ნაირ-ნაირი გრძნობები არყევდა.
His lean and misshapen frame was shaken by a variety of emotions.
103511.
ორლანდო | კარი მეოთხე
თვალებით ღვარძლის, მრისხანების, ტრიუმფის, მახვილგონიერების და შიშის ისრებს აკვესებდა (ფოთოლივით ცახცახებდა).
Darts of malice, rage, triumph, wit, and terror (he was shaking like a leaf) shot from his eyes.
103512.
ორლანდო | კარი მეოთხე
უკანა ფეხებზე ჩაცუცქულ რომელიღაც ქვეწარმავალს ჰგავდა, ცეცხლოვანი ანთრაკით შუბლზე.
He looked like some squat reptile set with a burning topaz in its forehead.
103513.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამავე დროს საბრალო ორლანდო უცნაურზე უცნაური გრძნობების ტალღამ მოიცვა.
At the same time, the strangest tempest of emotion seized now upon the pitiful Orlando.
103514.
ორლანდო | კარი მეოთხე
ილუზიების სრული მარცხი, რაც სულ რაღაც ერთი საათის წინ განიცადა, ადამიანს ხან საით გადააქანებს და ხან საით.
A disillusionment so complete as that inflicted not an hour ago leaves the man rocking from side to side.
103515.
ორლანდო | კარი მეოთხე
ყველაფერი ათჯერ უფრო თვალში საცემად და მძაფრად ეჩვენება, ვიდრე ადრე.
Everything appears ten times more bare and stark than before.
103516.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეს წამი უკიდურესი საფრთხის შემცველია ადამიანის სულისთვის.
It is a moment fraught with the highest danger for the human spirit.
103517.
ორლანდო | კარი მეოთხე
ქალები მონაზვნებად აღიკვეცებიან და კაცები მღვდლები ხდებიან ასეთ წამებში.
Women turn nuns and men priests in such moments.
103518.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასეთ წამებში მდიდარი კაცები მთელ თავიანთ ქონებას უანდერძებენ სხვებს; და ბედნიერები ყელს იღადრავენ ხორცის საჭრელი დანით.
In such moments, rich men sign away their wealth to others; and happy men cut their throats with carving knives.
103519.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ამაზე გაცილებით უგუნური საქციელი უნდა ჩაედინა, და ჩაიდინა კიდეც.
But there was a rasher thing still for her to do, and this she did.
103520.
ორლანდო | კარი მეოთხე
მან მისტერ პოუპი შინ მიიპატიჟა თავისთან.
She invited Mr Pope to come home with her.