მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103521.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუკი უგუნურობაა ლომის ბუნაგში შეუიარაღებლად შესვლა, თუკი უგუნურობაა ატლანტის ოკეანის ნიჩბიანი ნავით გადაცურვა, თუკი უგუნურობაა სენტ-პოლის ტაძრის კენწეროზე ცალ ფეხზე დგომა, გაცილებით დიდი უგუნურობაა პოეტთან ერთად შინ მარტო წასვლა.
If it is rash to walk into a lion’s den unarmed, rash to navigate the Atlantic in a rowing boat, rash to stand on one foot on the top of St Paul’s, it is still more rash to go home alone with a poet.
103522.
ორლანდო | კარი მეოთხე
პოეტი ატლანტის ოკეანეს და ლომს უდრის ერთად აღებულს.
A poet is Atlantic and lion in one.
103523.
ორლანდო | კარი მეოთხე
იმ დროს, როცა ერთი გვახრჩობს, მეორე ცოცხლად გვხრავს.
While one drowns us the other buries us alive.
103524.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუ კბილებს გადავურჩებით, ტალღებს მივენდობით.
If we survive the teeth, we succumb to the waves.
103525.
ორლანდო | კარი მეოთხე
კაცი, რომელიც ილუზიებს ამსხვრევს, ორივეა –მხეციც და წარღვნაც.
A man who can destroy illusions is both beast and flood.
103526.
ორლანდო | კარი მეოთხე
ილუზიები იგივეა სულისთვის, რაც ატმოსფეროა დედამიწისთვის.
Illusions are to the soul what atmosphere is to the earth.
103527.
ორლანდო | კარი მეოთხე
შემოაცალეთ ნაზი ატმოსფერო და მცენარე კვდება, ფერები ქრება.
Roll up that tender air and the plant dies, the colour fades.
103528.
ორლანდო | კარი მეოთხე
დედამიწა, რომელზეც ვდგავართ, გამომწვარი წიდაა.
The earth we stand on is a parched cinder.
103529.
ორლანდო | კარი მეოთხე
ცეცხლმოდებული რიყის ქვა გვიწვავს ფეხებს.
The fiery cobbles scorch our feet.
103530.
ორლანდო | კარი მეოთხე
ჭეშმარიტება ბოლოს გვიღებს.
By the truth we are undone.
103531.
ორლანდო | კარი მეოთხე
სიცოცხლე ზმანებაა.
Life is a dream.
103532.
ორლანდო | კარი მეოთხე
ჩვენ სიარული გვკლავს.
It is waking that kills us.
103533.
ორლანდო | კარი მეოთხე
ის, ვინც ზმანებას გვართმევს, სიცოცხლეს გვართმევს.
He who robs us of our dreams robs us of our life.
103534.
ორლანდო | კარი მეოთხე
ხოლო ამ შემთხვევაში, სანამ ეტლი ბლექფრაიერზში მდებარე სახლს მიადგებოდა, ორლანდო, წესით, ნაცარტუტის გროვად უნდა ქცეულიყო.
On this showing, however, Orlando should have been a heap of cinders by the time the chariot drew up at her house in Blackfriars.
103535.
ორლანდო | კარი მეოთხე
და რომ ის ჯერ კიდევ საღ-სალამათი იყო, თუმც კი არაქათგამოცლილი, მთლიანად იმ ფაქტს უნდა მიეწეროს, რაზეც თქვენი ყურადღება ადრეც მივაპყარით თხრობისას.
That she was still flesh and blood, though certainly exhausted, is entirely due to a fact to which we drew attention earlier in the narrative.
103536.
ორლანდო | კარი მეოთხე
რაც ნაკლებს ვხედავთ, მით მეტს ვირწმუნებთ.
The less we see the more we believe.
103537.
ორლანდო | კარი მეოთხე
ქუჩები მეიფეარსა და ბლექფრაიერზს შორის იმ დროს არ იყო უნაკლოდ განათებული.
The streets that lie between Mayfair and Blackfriars were at that time very imperfectly lit.
103538.
ორლანდო | კარი მეოთხე
მართალია, დედოფალი ელისაბედის ეპოქაში ქუჩის განათება ბევრად გაუმჯობესდა.
True, the lighting was a great improvement upon that of the Elizabethan age.
103539.
ორლანდო | კარი მეოთხე
განათების ბოძებზე ნავთის ლამპები ეკიდა, ერთმანეთისგან ასე, ყოველი ორასი იარდის მანძილზე.
Lamp-posts lit with oil-lamps occurred every two hundred yards or so.
103540.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ მათ შორის კარგა დიდი მონაკვეთები უკუნ სიბნელეს მოეცვა.
But between lay a considerable stretch of pitch darkness.