მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103541.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე რომ, ორლანდოსა და მისტერ პოუპს ათიოდე წუთის განმავლობაში წყვდიადში უწევდათ მგზავრობა და მერე, დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში – ისევ სინათლეში.
Thus for ten minutes Orlando and Mr Pope would travel in blackness; and then for about half a minute again in the light.
103542.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამან ორლანდოს ძალიან უცნაური განწყობა შეუქმნა.
A very strange state of mind was thus bred in Orlando.
103543.
ორლანდო | კარი მეოთხე
მომავალი ეპოქები დაინტერესდებიან ჩვენით, და რა სასტიკად შეშურდებათ!
Future ages will think of us with curiosity and envy me with fury.
103544.
ორლანდო | კარი მეოთხე
აქ ისევ საფარნე ბოძს მიადგნენ.
Here they came the lamp-post again.
103545.
ორლანდო | კარი მეოთხე
„არა, მაინც, რა უტვინო ჩერჩეტი ვარ!“ – გაიფიქრა.
"Still what a foolish wretch I am"! she thought.
103546.
ორლანდო | კარი მეოთხე
რა არის სახელი, რა არის დიდება – არც არაფერი.
There is no such thing as fame and glory.
103547.
ორლანდო | კარი მეოთხე
საუკუნეების მერე არც მე გავახსენდები ვინმეს და არც მისტერ პოუპი.
Ages to come will never cast a thought on me or on Mr Pope either.
103548.
ორლანდო | კარი მეოთხე
და მართლა საუკუნე რაღაა?
What’s an age, indeed?
103549.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდოს გააჟრჟოლა.
Orlando shivered.
103550.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ აი, ისევ ჩამობნელდა.
But here again was darkness.
103551.
ორლანდო | კარი მეოთხე
ისევ გაღვივდა ხიბლი.
The illusion revived again.
103552.
ორლანდო | კარი მეოთხე
„რა კეთილშობილი შუბლი აქვს“, – გაიფიქრა (სიბნელეში მისტერ პოუპის ბალიშზე მიყრდნობილი კუზი მის შუბლში აერია).
"How noble his brow is", she thought (mistaking a hump on a cushion for Mr Pope’s forehead in the darkness).
103553.
ორლანდო | კარი მეოთხე
რამოდენა გენიოსის ტვინს იტევს!
What a weight of genius lives in it!
103554.
ორლანდო | კარი მეოთხე
აქ ეტლი ერთხელ ძლიერ შეინჯღრა, რადგან პარკ ლეინზე ღრმულში ჩავარდა.
Here the coach gave a great lurch as it fell into a rut in Park Lane.
103555.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე ასხამდა ხოტბას ბალიშს მიყრდნობილ კუზს, ვიდრე ბერკლის მოედანზე მორიგ ქუჩის განათებას არ მიადგნენ და შეცდომა არ გააცნობიერა.
Thus she was apostrophizing the hump on the cushion when they drove beneath one of the street lamps in Berkeley Square and she realized her mistake.
103556.
ორლანდო | კარი მეოთხე
საცოდავი კაცი, – გაიფიქრა, – როგორ შემაცდინა!
"Wretched man", she thought, "how he has deceived me"!
103557.
ორლანდო | კარი მეოთხე
შენი კუზი მე შენი შუბლი მეგონა.
I took that hump for your forehead.
103558.
ორლანდო | კარი მეოთხე
ახლა კი, როცა წესიერად დაგინახე, თურმე რა არარაობა, რა უბადრუკი ყოფილხარ.
When I see you plain, how ignoble, how despicable you are!
103559.
ორლანდო | კარი მეოთხე
ისევ სიბნელეში აღმოჩნდნენ და ბრაზმა იკლო, ორლანდო ვეღარაფერს ხედავდა – მხოლოდ პოეტის მუხლებს.
Again they were in darkness and her anger became modified directly Orlando could see nothing but the poet’s knees.
103560.
ორლანდო | კარი მეოთხე
რადგან, რაგინდ უღირსი იყო, მე ხომ შენზე გაცილებით უღირსი ვარ?
For base as you may be, am I not still baser?