მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103561.
ორლანდო | კარი მეოთხე
შენ ხომ მე სულიერ საზრდოს მაძლევ, მიცავ, აფრთხობ ტყის მხეცებს, აშინებ ველურებს და ტანს თუთის აბრეშუმხვევიას ქსოვილით მიმოსავ.
It is you who nourish and protect me, you who scare the wild beast, frighten the savage and make me clothes of the silkworm’s wool.
103562.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუ მინდა, თაყვანი გცე, განა შენ თავად არ შემიქმენი შენივე ხატი, ცის თაღზე ამაღლებული?
If I want to worship, have you not provided me with an image of yourself and set it in the sky?
103563.
ორლანდო | კარი მეოთხე
განა ყველგან არ არის შენი მზრუნველობის სამხილები?
Are not evidences of your care everywhere?
103564.
ორლანდო | კარი მეოთხე
მომანიჭე შენი მსახურების, პატივისცემის, მორჩილების სიხარული.
Let it be all my joy to serve, honour, and obey you.
103565.
ორლანდო | კარი მეოთხე
აქ ისინი იმ დიდ ლამპიონს მიადგნენ, რომელიც პაკიდილის ცირკის კუთხეში ეკიდა.
Here they reached the big lamp-post at the corner of what is now Piccadilly Circus.
103566.
ორლანდო | კარი მეოთხე
შუქმა თვალი მოსჭრა ორლანდოს და დაინახა, გარდა ორიოდე მისივე სქესის დაცემული არსებისა, ორი უბადრუკი ჯუჯა უკაცრიელ, უდაბურ მიწაზე.
The light blazed in Orlando's eyes, and she saw, besides some degraded creatures of her own sex, two wretched pigmies on a stark desert land.
103567.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორივენი შიშვლები, მარტოკები, დაუცველები.
Both were naked, solitary, and defenceless.
103568.
ორლანდო | კარი მეოთხე
მისტერ პოუპს პირდაპირ შეხედა, და გაიფიქრა: „ორივე ერთნაირი ამაოებაა – ან შენ გეგონოს, რომ შეგიძლია ჩემი დაცვა, ან მე მეგონოს, რომ შემიძლია, თაყვანი გცე“.
Looking Mr Pope full in the face, "Both are equally vain", she thought; "for you to think you can protect me, or for me to think I can worship you".
103569.
ორლანდო | კარი მეოთხე
ჭეშმარიტების ნათელი უჩრდილოდ გვეცემა და ჭეშმარიტების ნათელი საშინლად არ გვიხდება არც ერთს.
The light of truth beats upon us without shadow, and the light of truth is damnably unbecoming to us both.
103570.
ორლანდო | კარი მეოთხე
შიგადაშიგ, ბნელი მონაკვეთები ლამპიონებს შორის უფრო ნათელი ჩანდა და თავად ლამპიონები უფრო მიმქრალი.
For some time the dark spaces between the lamps had been becoming brighter and the lamps themselves less bright.
103571.
ორლანდო | კარი მეოთხე
გენიოსი გაცილებით ჭირვეულია თავისი გამოვლინებებით და შეიძლება ერთბაშად ექვსი ან შვიდი სხივიც კი ერთიმეორის მიყოლებით გამოანათოს და მერე წყვდიადში ჩაეფლოს ერთი წლით ან სამუდამოდ.
Genius is much more capricious in its manifestations and may flash six or seven beams in quick succession and then lapse into darkness for a year or for ever.
103572.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდოს ბედმა გაუღიმა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გული გაუტყდა, რადგან ამის მერე მეტწილად გენიალური ადამიანების საზოგადოებაში დაიწყო ტრიალი.
It was happy for Orlando, though at first disappointing, that this should be so, for she now began to live much in the company of men of genius.
103573.
ორლანდო | კარი მეოთხე
ისინი არც იმდენად განსხვავდებოდნენ ჩვენგან, რამდენადაც გვგონია.
Nor were they so different from us as one might have supposed.
103574.
ორლანდო | კარი მეოთხე
აღმოჩნდა, რომ ედისონს, პოუპს, სვიფტს – ყველას უყვარდა ჩაი.
Addison, Pope, Swift, proved to be fond of tea.
103575.
ორლანდო | კარი მეოთხე
მათ ტალავრებიც უყვარდათ.
They liked arbours too.
103576.
ორლანდო | კარი მეოთხე
აგროვებდნენ ფერადი მინის ნამსხვრევებს.
They collected little bits of coloured glass.
103577.
ორლანდო | კარი მეოთხე
გიჟდებოდნენ გამოქვაბულებზე.
They adored grottos.
103578.
ორლანდო | კარი მეოთხე
დიდად ჩინ-მედლებსაც არ თაკილობდნენ.
Rank was not distasteful to them.
103579.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთ დღეს ქლიავისფერ კოსტიუმს იცვამდნენ, მეორე დღეს – თაგვისფერს.
They wore plumcoloured suits one day and grey another.
103580.
ორლანდო | კარი მეოთხე
მისტერ სვიფტს ხელჯოხი ჰქონდა.
Mr Swift had a cane.