მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103581.
ორლანდო | კარი მეოთხე
თავიდან ძალიან აწუხებდა, რომ ასეთ წვრილმანებზე ამახვილებდა ყურადღებას, და წიგნაკს აწარმოებდა, რომელშიც მათ დაუვიწყარ გამონათქვამებს იწერდა, მაგრამ ის გვერდი ცარიელი დარჩა.
At first, she was annoyed with herself for noticing such trifles, and kept a book in which to write down their memorable sayings, but the page remained empty.
103582.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუმცა ასეა თუ ისე, მთავარი ისაა, რომ ორლანდო სულიერად გამოცოცხლდა და ერთობოდა დიდებულ წვეულებებზე მოსაწვევი ბარათების გადაფხრეწით.
All the same, Orlando's spirits revived, and she took to tearing up her cards of invitation to great parties.
103583.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუ მკითხველი აქ გადახედავს „კულულის გატაცებას“, „სპექტეიტორს“, „გულივერის მოგზაურობას“, ის ზუსტად ჩასწვდება ამ იდუმალებით მოცული სიტყვების მნიშვნელობას.
If the reader will here refer to the "Rape of the Lock", to the "Spectator", to "Gulliver’s Travels", he will understand precisely what these mysterious words may mean.
103584.
ორლანდო | კარი მეოთხე
და მართლაც, ჟამთააღმწერლებს გაცილებით ნაკლები ჯაფა დაადგებათ, თუკი მკითხველი გაითვალისწინებს ამ რჩევას.
Indeed, biographers might save themselves all their labours if readers would only take this advice.
103585.
ორლანდო | კარი მეოთხე
ჩვენ ვხვდებით, თითქოს საკუთარი ყურით გაგვეგონოს, როგორ იელვა მისტერ პოუპის ენამ ხვლიკივით, როგორ აენთო თვალები, აუცახცახდა ხელი, როგორ უყვარდა, როგორ ცრუობდა, და რარიგ ძლიერ იტანჯებოდა.
We know as if we heard him how Mr Pope’s tongue flickered like a lizard’s, how his eyes flashed, how his hand trembled, how he loved, how he lied, how he suffered.
103586.
ორლანდო | კარი მეოთხე
მოკლედ, მწერლის სულის ყოველი საიდუმლო, მისი ცხოვრების ყოველი გამოცდილება; მისი გონების ყველა უნარი მსხვილი ასოებითაა ჩაწერილი მის ნაწარმოებებში.
In short, every secret of a writer’s soul, every experience of his life; every quality of his mind is written large in his works.
103587.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე რომ, მას მერე, რაც „კულულის გატაცებიდან” ორიოდე გვერდი წავიკითხეთ, უკვე ზუსტად ვიცით, რამ გაახალისა ასე ძალიან და ასე ძალიან რამ დააფრთხო და ასე რამ აულეწა ლოყები და რამ აუბრჭყვიალა თვალები იმ შუადღეს.
So, now that we have read a page or two of the "Rape of the Lock", we know exactly why he was so much amused and so much frightened and so very bright-cheeked and bright-eyed that afternoon.
103588.
ორლანდო | კარი მეოთხე
იმ დროს მისიზ ნელიმ კარზე მიუკაკუნა და ამცნო, რომ მის ბრწყინვალებას მისტერ ედისონი ელოდებოდა.
Mrs Nelly then knocked at the door to say that Mr Addison waited on her Ladyship.
103589.
ორლანდო | კარი მეოთხე
შემოვიდა მისტერ ედისონი.
In came Mr Addison.
103590.
ორლანდო | კარი მეოთხე
მე ქალი ლამაზ, რომანტიკულ ცხოველად მიმაჩნია, რომელიც შეიძლება მორთო ბეწვეულით, მოკაზმო ფრინველის ფრთებით, მარგალიტებითა და ალმასებით, ძვირფასი ლითონებითა და აბრეშუმით შეამკო.
I consider woman as a beautiful, romantic animal, that may be adorned with furs and feathers, pearls and diamonds, ores and silks.
103591.
ორლანდო | კარი მეოთხე
ზღვაში უნდა მოვიპოვოთ ნიჟარები და კლდეებში პატიოსანი თვლები და ბუნების ყოველმა კუთხემ უნდა გაიღოს თავისი წილი იმ ქმნილების მოსართავად, რომელიც მისი ყველაზე სრულყოფილი ქმნილებაა.
The sea shall be searched for shells, and the rocks for gems, and every part of nature furnish out its share towards the embellishment of a creature that is the most consummate work of it.
103592.
ორლანდო | კარი მეოთხე
კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ.
Look once more.
103593.
ორლანდო | კარი მეოთხე
განა წინდის ყოველი ნაკეცის ჩათვლით, სრულიად გამჭვირვალედ არ ვხედავთ?
Is he not clear to the very wrinkle in his stocking?
103594.
ორლანდო | კარი მეოთხე
ყველაფერი ნათელია.
All is clear.
103595.
ორლანდო | კარი მეოთხე
და როდესაც მისტერ ედისონმა თქვა თავისი სათქმელი, კარზე შემაშფოთებლად დააკაკუნეს და მისტერ სვიფტი, რომელსაც ასეთი ახირებული ჩვევები აქვს, კარში შემოვა გაუფრთხილებლად.
And when Mr Addison has said his say, there is a terrific rap at the door, and Mr Swift, who had these arbitrary ways with him, walks in unannounced.
103596.
ორლანდო | კარი მეოთხე
მოიცათ, აბა სად არის „გულივერის მოგზაურობა“?
Wait, where is "Gulliver’s Travels"?
103597.
ორლანდო | კარი მეოთხე
აი, აგერაა!
Here it is!
103598.
ორლანდო | კარი მეოთხე
მოდი, ერთი ნაწყვეტი ამოვიკითხოთ მისი ჰაუიჰნჰნმებთან მოგზაურობიდან.
Let us read a passage from the voyage to the Houyhnhnms.
103599.
ორლანდო | კარი მეოთხე
სრულიად ჯანმრთელი გახლდით, როგორც სხეულებრივ, ისე სულიერად; არც მეგობრის ღალატს თუ ცვალებადობას გადავყრივარ.
I enjoyed perfect Health of Body and Mind; I did not find the Treachery or Inconstancy of a Friend.
103600.
ორლანდო | კარი მეოთხე
არ მჭირდებოდა ფარი თაღლითობის თუ ჩაგვრისგან დასაცავად.
I wanted no Fence against Fraud or Oppression.