მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103601.
ორლანდო | კარი მეოთხე
აქ არც ექიმი იყო ჩემი ჯანმრთელობის გასანადგურებლად და არც ვექილი ჩემი ქონების გასანიავებლად.
Here was neither Doctor to destroy my Body, nor Lawyer to ruin my Fortune.
103602.
ორლანდო | კარი მეოთხე
არაფერია იმაზე უბრალო, ვიდრე ფიცხი მამაკაცი.
Nothing can be plainer than that violent man.
103603.
ორლანდო | კარი მეოთხე
ისეთი უხეშია და ამ დროს ისეთი სუფთა; ისეთი სასტიკია, და ისეთი კეთილი; ამრეზით დასცინის მთელ ქვეყანას და ამ დროს ბავშვივით ენას უჩლექს პატარა გოგოს, და მოკვდება, განა შეიძლება ამაში ეჭვი შევიტანოთ?
He is so coarse and yet so clean; so brutal, yet so kind; scorns the whole world, yet talks baby language to a girl, and will die, can we doubt it?
103604.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე რომ, ორლანდომ ყველას ჩამოუსხა ჩაი.
So Orlando poured out tea for them all.
103605.
ორლანდო | კარი მეოთხე
თანაც ისინი ძალიან ენამოსწრებულები იყვნენ და ასწავლეს ორლანდოს, რა არის მთავარი სტილში, ანუ ხმის ბუნებრივი მოდულაცია მეტყველებისას.
They were very witty, too and taught Orlando the most important part of style, which is the natural run of the voice in speaking.
103606.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუმცა კი მთელი მათი ენამოსწრებულობა მათსავე წიგნებშია თავმოყრილი.
But their wit is all in their books.
103607.
ორლანდო | კარი მეოთხე
მისი სტილიც შეიცვალა ოდნავ და რამდენიმე მშვენიერი, გონებამახვილური ლექსი და რამდენიმე პერსონაჟიც კი შეთხზა პროზაში.
Her style changed somewhat, and she wrote some very pleasant, witty verses and characters in prose.
103608.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე გადიოდა დრო და ხშირად ესმოდათ, როგორ ეუბნებოდა ორლანდო თავის თავს საოცარი ემოციით, რომელიც ალბათ მსმენელს ერთგვარ ეჭვს უღვივებდა.
Thus time ran on, and Orlando could often be heard saying to herself with an emphasis which might, perhaps, make the hearer a little suspicious.
103609.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ვითარებამ მალე აიძულა, უფრო გულდასმით შეეხედა ამ ყველაფრისთვის.
But circumstances soon forced her to consider the matter more narrowly.
103610.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩაის უსხამდა მისტერ პოუპს, ის კი, როგორც ზემოთ ციტირებული პოეტური ნაწყვეტიდან ყველა მიხვდება, თვალგაბრწყინებული იჯდა სავარძელში ორლანდოს გვერდით.
One day she was pouring out tea for Mr Pope while, as anyone can tell from the verses quoted above, he sat very bright-eyed in a chair by Orlando's side.
103611.
ორლანდო | კარი მეოთხე
„ღმერთო“, – გაიფიქრა მან, – „როგორ შეშურდებათ ჩემი მომავალი თაობის ქალებს“!
"Lord", she thought, "how women in ages to come will envy me"!
103612.
ორლანდო | კარი მეოთხე
და მაინც, – აქ შეყოვნდა; რადგან მისტერ პოუპს მისი ყურადღება სჭირდებოდა.
And yet — she paused; for Mr Pope needed her attention.
103613.
ორლანდო | კარი მეოთხე
და მაინც, მოდი, ჩვენ დავასრულოთ მისი ფიქრები – როცა ვინმე ამბობს, როგორ შეშურდებათ ჩემი მომავალ ეპოქებშიო, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროს ისინი უკიდურესად დაძაბულები არიან.
And yet — let us finish her thought for her — when anybody says "How future ages will envy me", it is safe to say that they are extremely uneasy at the present moment.
103614.
ორლანდო | კარი მეოთხე
ჯერ ერთი, ორლანდო ვერ იტანდა ჩაის.
For one thing, Orlando had a hatred of tea.
103615.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეს ყველაფერი, რასაც ახლა შეძლებისდაგვარად ჩურჩულით ვამბობთ, შეიძლება უკვე სხვებმაც იციან.
All this, we say, whisper it as low as we can, may have leaked out by now.
103616.
ორლანდო | კარი მეოთხე
მართალია, ამ ტაეპმა შემდგომში დიდი დახვეწა განიცადა, მაგრამ თავდაპირველი ვერსიაც საკმარისად შთამბეჭდავი გახლდათ.
Much polish was afterwards bestowed on this line, but even in the original it was striking enough.
103617.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ ამაზე რევერანსით უპასუხა.
Orlando received it with a curtsey.
103618.
ორლანდო | კარი მეოთხე
გრილმა სიომ თავისი გაიტანა.
The cool breezes did their work.
103619.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ თავისდა გასაოცრად აღმოაჩინა, რომ მარტო დარჩენამ უდიდესი შვება მოჰგვარა.
To her amazement Orlando found that she was hugely relieved to find herself alone.
103620.
ორლანდო | კარი მეოთხე
უეჭველია, ეს ხედი ერთი-ორ ინციდენტს ამოუტივტივებდა გონებაში.
No doubt the sight put her in mind of one or two incidents.