მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103621.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო დიდებული ტირიფის ჩრდილში ჩამოჯდა და ღრმად ჩაიძირა ფიქრებში.
Orlando sat herself down in profound meditation beneath a fine willow tree.
103622.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე იჯდა, სანამ ცა ვარსკვლავებით არ მოიჭედა.
There she sat till the sky was full of stars.
103623.
ორლანდო | კარი მეოთხე
შემდეგ წამოდგა, შემოტრიალდა, გეზი სახლისკენ აიღო, შევიდა თავის საძინებელ ოთახში და კარი გადარაზა.
Then she rose, turned, and went into the house, where she sought her bedroom and locked the door.
103624.
ორლანდო | კარი მეოთხე
მერე კარადა გააღო, რომელშიც ჯერ კიდევ მრავლად ეკიდა ის ტანსაცმელი, იმ დროს რომ ეცვა, როდესაც გემოვნებიანი მამაკაცი იყო.
Now she opened a cupboard in which hung still many of the clothes she had worn as a young man of fashion.
103625.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამოირჩია შავი ხავერდის კოსტიუმი, მდიდრულად გაწყობილი ვენეციური მაქმანებით.
She chose a black velvet suit richly trimmed with Venetian lace.
103626.
ორლანდო | კარი მეოთხე
მართალია, მოდიდან ოდნავ გამოსულიყო, მაგრამ უზადოდ მოერგო ტანზე.
It was a little out of fashion, indeed, but it fitted her to perfection.
103627.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთხანს სარკის წინ იტრიალა, სანამ არ დარწმუნდა, რომ ქალის სქელი ფუშფუშა ქვედატანები არ უბორკავდა ფეხების ლაღ მოძრაობას და ამის შემდეგ უჩუმრად გავიდა სახლიდან გარეთ.
She took a turn or two before the mirror to make sure that her petticoats had not lost her the freedom of her legs, and then let herself secretly out of doors.
103628.
ორლანდო | კარი მეოთხე
ადრეული აპრილის ნათელი ღამე იდგა.
It was a fine night early in April.
103629.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასეთი უნდა იყოს საზოგადოება, ასეთი უნდა იყოს მეგობრობა, ასეთი უნდა იყოს სიყვარული?
That society should be, that friendship should be, that love should be.
103630.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო სწორედ ლესტერ სკვეარს მიადგა, როცა ამ აზრამდე მივიდა.
Orlando entered Leicester Square as she made these observations.
103631.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ ქუდი მოიშვლიპა თავიდან მის წინაშე, როგორც თავაზიანობა მოითხოვს მაღალი საზოგადოების ბანოვანთან შეხვედრისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
Orlando swept her hat off to her in the manner of a gallant paying his addresses to a lady of fashion in a public place.
103632.
ორლანდო | კარი მეოთხე
ფეხზე წამოდგა.
She rose.
103633.
ორლანდო | კარი მეოთხე
რადგან – საჭირო კია ხაზი გავუსვათ ამას?
For — need we stress the point?
103634.
ორლანდო | კარი მეოთხე
ის იმ მოდგმისა იყო, ვინც ყოველ ღამით აკრიალებს თავის საქონელს, რომ საერთო დახლზე გამოფინოს ყველაზე მდიდარი მუშტრის მოლოდინში.
She was of the tribe which nightly burnishes their wares, and sets them in order on the common counter to wait the highest bidder.
103635.
ორლანდო | კარი მეოთხე
ის ორლანდოს თავისი სახლისკენ გაუძღვა ჯერარდ სტრიტზე, სადაც ოთახს ქირაობდა.
She led Orlando to the room in Gerrard Street which was her lodging.
103636.
ორლანდო | კარი მეოთხე
იმან, რომ თუმც მსუბუქად, მაგრამ მაინც, მავედრებელივით ეყრდნობოდა მკლავზე, ორლანდოში ის გრძნობები გააღვივა, მამაკაცს რომ შვენის.
To feel her hanging lightly yet like a suppliant on her arm, roused in Orlando all the feelings which become a man.
103637.
ორლანდო | კარი მეოთხე
ის კაცივით გამოიყურებოდა, კაცივით შეიგრძნობდა, კაცივით ლაპარაკობდა.
She looked, she felt, she talked like a man.
103638.
ორლანდო | კარი მეოთხე
სიყალბე ორლანდოს ზიზღს იწვევდა; სიმართლე კი სიბრალულს უღვივებდა.
The deception roused Orlando's scorn; the truth roused her pity.
103639.
ორლანდო | კარი მეოთხე
როცა პირველში მეორე გამოჩნდა, უცნაურზე უცნაური გრძნობების ნაზავმა იფეთქა, იმდენად, რომ აღარ იცოდა, ეცინა თუ ეტირა.
One thing showing through the other bred the oddest assortment of feeling, so that she did not know whether to laugh or to cry.
103640.
ორლანდო | კარი მეოთხე
როცა ყველაფერს მორჩა, გამზადებული გამოვიდა – მაგრამ აქ ორლანდომ მეტი ვეღარ მოითმინა.
When all was ready, out she came, prepared — but here Orlando could stand it no longer.