მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103641.
ორლანდო | კარი მეოთხე
ბრაზის, მხიარულების და სიბრალულის უუცნაურესი ტანჯვით შეძრულმა, ერთბაშად ჩამოიხსნა ნიღაბი და აღიარა, რომ თავადაც ქალი იყო.
In the strangest torment of anger, merriment, and pity she flung off all disguise and admitted herself a woman.
103642.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამაზე ნელმა ისეთი ხარხარი ატეხა, რომელსაც ალბათ ქუჩის მეორე მხარესაც გაიგონებდნენ.
At this, Nell burst into such a roar of laughter as might have been heard across the way.
103643.
ორლანდო | კარი მეოთხე
ოდნავაც არ მწყენია ამის მოსმენა.
I’m by no means sorry to hear it.
103644.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუ ნაღდად გინდა იცოდე, როგორაა საქმე, გეტყვი, რომ საერთოდ არა ვარ მამაკაცების საზოგადოების გუნებაზე ამაღამ.
The plain Dunstable of the matter is, that I’m not in the mood for the society of the men to-night.
103645.
ორლანდო | კარი მეოთხე
რაკი ამჯერად, ჩვენ ორლანდოს ცხოვრებით ვართ დაინტერესებული, არაფერში გვჭირდება მეორე ქალბატონის თავგადასავლის მოთხრობა.
Since it is Orlando’s life that engages us at present, we need not relate the adventures of the other lady.
103646.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამ საცოდავ არსებებს, თავიანთი საკუთარი წრე ჰყავდათ, რომლის წევრადაც ახლა ორლანდოც მიიღეს.
These poor creatures, had a society of their own of which they now elected Orlando as a member.
103647.
ორლანდო | კარი მეოთხე
ყოველმა მათგანმა უამბო ის თავგადასავალი, რამაც იმჟამინდელი ცხოვრების წესისკენ უბიძგა.
Each would tell the story of the adventures which had landed her in her present way of life.
103648.
ორლანდო | კარი მეოთხე
რამდენიმე მათგანი გრაფის ქალიშვილი ყოფილა და ერთს კი პირადად მეფესთან ჰქონდა ისეთი ახლობლობა, წესით რომ არ უნდა ჰქონოდა.
Several were the daughters of earls and one was a good deal nearer than she should have been to the King’s person.
103649.
ორლანდო | კარი მეოთხე
არც ერთი არ იყო უკიდურესად ღარიბი და ისე გაუბედურებული, რომ რამე ბეჭედი ან ცხვირსახოცი არ ჰქონოდა ჯიბეში ნიშნად მაღალი წარმომავლობისა.
None was too wretched or too poor but to have some ring or handkerchief in her pocket which stood her in lieu of pedigree.
103650.
ორლანდო | კარი მეოთხე
მამაკაცის ფეხის ხმა ხომ არ მოისმა კიბიდან?
Is that not a man’s step on the stair?
103651.
ორლანდო | კარი მეოთხე
ქალებს არავითარი სურვილები არ გააჩნიათ, ამბობს ის კაცი და ნელის მისაღებ ოთახში შემოდის; მხოლოდ თვალთმაქცობენ.
Women have no desires, says this gentleman, coming into Nell’s parlour; only affectations.
103652.
ორლანდო | კარი მეოთხე
სურვილების გარეშე კი (ნელი მას მოემსახურა და კაცი წავიდა) მათი საუბრები არავის არ დააინტერესებდა.
Without desires (Nell has served him and he is gone) their conversation cannot be of the slightest interest to anyone.
103653.
ორლანდო | კარი მეოთხე
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ, როცა საპირისპირო სქესის მიმართ სტიმული აკლიათ, ქალებს აღარაფერი აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი.
It is well known, that when they lack the stimulus of the other sex, women can find nothing to say to each other.
103654.
ორლანდო | კარი მეოთხე
როცა მარტო რჩებიან, აღარ ლაპარაკობენ, მარტო იპორჭყნებიან.
When they are alone, they do not talk, they scratch.
103655.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ორლანდოს იმდროინდელი ცხოვრების ზუსტი და ზედმიწევნითი აღწერის დასრულება სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება.
But to give an exact and particular account of Orlando’s life at this time becomes more and more out of the question.
103656.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამოცანას მით უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ორლანდო იმხანად მოხერხებულად გრძნობდა თავს ხან ერთ და ხანაც მეორე ტანსაცმელში და ხშირად იცვლიდა მას.
The task is made still more difficult by the fact that Orlando found it convenient at this time to change frequently from one set of clothes to another.
103657.
ორლანდო | კარი მეოთხე
როგორც ჩანს, ორლანდოს სრულებით არ უჭირდა ამ ორი განსხვავებული როლის შეთავსება, რადგან მისი სქესი უფრო ხშირად იცვლებოდა, ვიდრე მათ შეუძლიათ წარმოიდგინონ, ვისაც მხოლოდ ერთი სქესის ტანსაცმელი სცმია.
Orlando had, it seems, no difficulty in sustaining the different parts, for her sex changed far more frequently than those who have worn only one set of clothing can conceive.
103658.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე რომ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ატარებდა დილას სქესის თვალსაზრისით დამაბნეველ ჩინურ ხალათში გამოწყობილი, თავის წიგნებში თავჩარგული.
So then one may sketch her spending her morning in a China robe of ambiguous gender among her books.
103659.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდოს მოუნდა, დაეყვირა: – ბრავო, ბრავო!
Orlando wanted to cry out, Bravo! Bravo!
103660.
ორლანდო | კარი მეოთხე
იქ იჯდა პატარა ლანდი დაბერილი ტუჩებით, სკამზე მოუსვენრად წრიალებდა, დაძაბული, ჭირვეული, აბეზარი.
There was the little shadow with the pouting lips, fidgeting this way and that on his chair, uneasy, petulant, officious.