მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103661.
ორლანდო | კარი მეოთხე
იქვე იყო წელში მოხრილი ქალის ლანდი, მოკაკვული თითი ფინჯანში რომ ჩაეყო, რათა ეგრძნო, რამდენად ღრმად ესხა ჩაი, რადგან ბრმა გახლდათ.
There was the bent female shadow, crooking a finger in the cup to feel how deep the tea was, for she was blind.
103662.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო ისე გაერთო ამ სანახაობით, რომ აღარ გახსენებია იმაზე ფიქრი, როგორ შეშურდებოდათ მისი მომავალ თაობებს.
So absorbed was Orlando in the sight, that she forgot to think how future ages would have envied her.
103663.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო იმითაც კმაყოფილი იყო, რომ ემზირა და ემზირა.
Orlando was content to gaze and gaze.
103664.
ორლანდო | კარი მეოთხე
ბოლოს მისტერ ბაზველი წამოდგა.
At length Mr Boswell rose.
103665.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთ ღამეს, მორიგი ხეტიალის მერე შინ დაბრუნებული ორლანდო საძინებელ ოთახში ავიდა.
She came home one night after one of these saunterings and mounted to her bedroom.
103666.
ორლანდო | კარი მეოთხე
გაიხადა მაქმანებიანი პალტო და პერანგის და ბრიჯის ამარა დადგა ფანჯარასთან.
She took off her laced coat and stood there in shirt and breeches at the window.
103667.
ორლანდო | კარი მეოთხე
ქალაქის თავზე თეთრი ბურუსი ჩამოწვა, რადგან შუა ზამთარი იყო და იმ ღამით განსაკუთრებით ყინავდა.
A white haze lay over the town, for it was a frosty night in midwinter.
103668.
ორლანდო | კარი მეოთხე
დასავლეთით მეიფეარის ქუჩები და მოედნები ერთიანი კრიალა ნათებით გასხივოსნებულიყო.
In the west the streets and squares of Mayfair shone out in one clear radiance.
103669.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამ უშფოთველ და მწყობრ ხედს ზემოდან ვარსკვლავები წამოსდგომოდნენ, ბრწყინავდნენ კეთილად, მტკიცედ, უღრუბლო ციდან.
Upon this serene and orderly prospect the stars looked down, glittering, positive, hard, from a cloudless sky.
103670.
ორლანდო | კარი მეოთხე
ატმოსფეროს უკიდურეს სიკრიალეში ყოველი სახურავის ყოველი ზოლი, ყოველი საკვამურის ყოველი ხუფი ხილული იყო.
In the extreme clearness of the atmosphere the line of every roof, the cowl of every chimney, was perceptible.
103671.
ორლანდო | კარი მეოთხე
ქუჩაზე დაფენილი რიყის ქვებიც კი მკვეთრად განირჩეოდა ერთმანეთისგან.
Even the cobbles in the streets showed distinct one from another.
103672.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ ეს მოწესრიგებული სანახაობა უნებურად შეადარა უწესრიგოდ ჩახვავებულ და ჩაფეხვილ შემოგარენს, რომელიც ოდესღაც, დედოფალი ელისაბედის მეფობისას, ლონდონის სიტის წარმოადგენდა.
Orlando could not help comparing this orderly scene with the irregular and huddled purlieus which had been the city of London in the reign of Queen Elizabeth.
103673.
ორლანდო | კარი მეოთხე
აქა-იქ, ერთ-ერთ შემაღლებაზე, რომელიც ლონდონის თავზე წამოზიდულიყო, უფოთლო სახრჩობელას ხე იდგა, ზედ ადამიანის გვამით, რომ დამპალიყო ან გამომწვარიყო ჯვარზე გაკრული.
Here and there, on one of the hills which rose above London, was a stark gallows tree, with a corpse nailed to rot or parch on its cross.
103674.
ორლანდო | კარი მეოთხე
ახლა კი – ორლანდო ფანჯარაში გადაეყუდა – განათებული, მოწესრიგებული, უშფოთველი იყო ქალაქი.
Now — Orlando leant out of her window — the city was light, order, and serenity.
103675.
ორლანდო | კარი მეოთხე
რიყის ქვებზე ყრუდ ისმოდა ეტლის დგანდგარი.
There was the faint rattle of a coach on the cobbles.
103676.
ორლანდო | კარი მეოთხე
გაიგონა შორიდან მომავალი ღამის დარაჯის შეძახილი: – სუსხიანი დილის თორმეტი საათია.
She heard the far-away cry of the night watchman —"Just twelve o’clock on a frosty morning".
103677.
ორლანდო | კარი მეოთხე
ძლივს მოასწრო ამ სიტყვების წარმოთქმა, რომ შუაღამის ნიშნად პირველად ჩამოჰკრა საათმა.
No sooner had the words left his lips than the first stroke of midnight sounded.
103678.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ მაშინ პირველად შენიშნა, როგორ შეცურდა მომცრო ღრუბელი სენტ-პოლის გუმბათს უკან.
Orlando then for the first time noticed a small cloud gathered behind the dome of St Paul’s.
103679.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამასთან ერთად მსუბუქი ბრიზი ამოვარდა და როცა საათმა მეექვსედ ჩამოჰკრა შუაღამის ნიშნად, ცა აღმოსავლეთით მთლიანად უსწორმასწოროდ მოძრავმა წყვდიადმა მოიცვა.
At the same time a light breeze rose and by the time the sixth stroke of midnight had struck the whole of the eastern sky was covered with an irregular moving darkness.
103680.
ორლანდო | კარი მეოთხე
ხოლო დასავლეთით და ჩრდილოეთით ცა ძველებურად მოწმენდილი იყო.
Though the sky to the west and north stayed clear as ever.