მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103681.
ორლანდო | კარი მეოთხე
მერე ღრუბელი ჩრდილოეთით გავრცელდა.
Then the cloud spread north.
103682.
ორლანდო | კარი მეოთხე
საათმა მერვედ ჩამოჰკრა და ღრუბლის რამდენიმე არეული ფთილა პიკადილის თავზე შეცურდა.
With the eighth stroke, some hurrying tatters of cloud sprawled over Piccadilly.
103683.
ორლანდო | კარი მეოთხე
როცა საათმა მეცხრედ, მეათედ და მეთერთმეტედაც ჩამოჰკრა, უშველებელი შავი წყვდიადი გადაიჭიმა მთელი ლონდონის ცაზე.
As the ninth, tenth, and eleventh strokes struck, a huge blackness sprawled over the whole of London.
103684.
ორლანდო | კარი მეოთხე
როცა შუაღამის ნიშნად მეთორმეტედ ჩამოჰკრა საათმა, სრული წყვდიადი გამეფდა.
With the twelfth stroke of midnight, the darkness was complete.
103685.
ორლანდო | კარი მეოთხე
ქალაქი ღრუბლების ბობოქარმა ორომტრიალმა დაფარა.
A turbulent welter of cloud covered the city.
103686.
ორლანდო | კარი მეოთხე
სრული სიბნელე; სრული ეჭვი; სრული დაბნეულობა.
All was darkness; all was doubt; all was confusion.
103687.
ორლანდო | კარი მეოთხე
მეთვრამეტე საუკუნე დასრულდა.
The Eighteenth century was over.
103688.
ორლანდო | კარი მეოთხე
დაიწყო მეცხრამეტე საუკუნე.
The Nineteenth century had begun.
103689.
ორლანდო | კარი მეხუთე
უშველებელი ღრუბელი, მეცხრამეტე საუკუნის პირველსავე დღეს გადაიჭიმა არა მარტო ლონდონის, არამედ მთელი ბრიტანეთის კუნძულების თავზე.
The great cloud hung, not only over London, but over the whole of the British Isles on the first day of the nineteenth century.
103690.
ორლანდო | კარი მეხუთე
თითქოს ინგლისის ჰავამ ცვლილება განიცადა.
A change seemed to have come over the climate of England.
103691.
ორლანდო | კარი მეხუთე
მზე კი, რა თქმა უნდა, ანათებდა, ოღონდ ისე იყო გარემოცული ღრუბლებით, ჰაერი კი ისე იყო წყლით გაჯერებული, რომ მზის სხივებს ფერი დაეკარგა.
The sun shone, of course, but it was so girt about with clouds and the air was so saturated with water, that its beams were discoloured.
103692.
ორლანდო | კარი მეხუთე
ერთგვარად მქრალი იისფერი, ზაფრანისფერი და წითელი მოჰფენოდა მეთვრამეტე საუკუნის მომხიბვლელ პეიზაჟებს.
Purples, oranges, and reds of a dull sort took the place of the more positive landscapes of the eighteenth century.
103693.
ორლანდო | კარი მეხუთე
ამ მორღვეული და პირქუში ჩარდახის ქვეშ კომბოსტოს ხალასი მწვანე ჩამქრალი ჩანდა, თოვლის სიქათქათე – ტალახისფერი.
Under this bruised and sullen canopy the green of the cabbages was less intense, and the white of the snow was muddied.
103694.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ ამაზე უარესი ის იყო, რომ ტენმა ახლა ყველა სახლში შეაღწია.
But what was worse, damp now began to make its way into every house.
103695.
ორლანდო | კარი მეხუთე
ნესტი კი ყველა მტერზე უფრო ვერაგია, რადგან თუ მზე შეიძლება დარაბებით დავახშოთ და ყინვა ცხელ ბუხარში გამოვწვათ, ნესტი იმ დროს მოიპარება, როდესაც გვძინავს.
Damp is the most insidious of all enemies, for while the sun can be shut out by blinds, and the frost roasted by a hot fire, damp steals in while we sleep.
103696.
ორლანდო | კარი მეხუთე
ნესტი უჩინარია, უხილავია, ყველგან მსუფევი.
Damp is silent, imperceptible, ubiquitous.
103697.
ორლანდო | კარი მეხუთე
ნესტი შეშას ამოფუყავს, ჩაიდანს შეფიფქავს, რკინას ჟანგავს, ქვას ალპობს.
Damp swells the wood, furs the kettle, rusts the iron, rots the stone.
103698.
ორლანდო | კარი მეხუთე
სანამ რომელიმე კომოდს ან ნახშირის კალათას ხელს არ შევახებთ და ყველაფერი ერთიანად ხელში არ ჩაგვეფშვნება, მანამდე ეჭვიც არ გვიჩნდება, რომ ამ სენმა მოქმედება დაიწყო.
It is not until we pick up some chest of drawers, or coal scuttle, and the whole thing drops to pieces in our hands, that we suspect even that the disease is at work.
103699.
ორლანდო | კარი მეხუთე
ზუსტად ასევე უჩუმრად და უხილავად, ისე, რომ ამ ცვლილების ვერც დღე და ვერც საათი ვერავინ შენიშნა, ინგლისის წესდება შეიცვალა, მაგრამ არავის შეუმჩნევია.
Thus, stealthily and imperceptibly, none marking the exact day or hour of the change, the constitution of England was altered and nobody knew it.
103700.
ორლანდო | კარი მეხუთე
შედეგები კი ყველგან იგრძნობოდა.
Everywhere the effects were felt.