მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103701.
ორლანდო | კარი მეხუთე
შარვლებს მჭიდროდ ინასკვავდნენ კოჭებთან.
Tousers were fastened tight under the instep.
103702.
ორლანდო | კარი მეხუთე
კედლები და მაგიდები ქსოვილებით დაფარეს; არაფერი დარჩა შეუფუთავი.
Walls and tables were covered with cloth; nothing was left bare.
103703.
ორლანდო | კარი მეხუთე
ამას გარდაუვლად მოჰყვა საკვების ცვლილება.
Then a change of diet became essential.
103704.
ორლანდო | კარი მეხუთე
გამოიგონეს ფუნთუშები და ღვეზელები.
The muffin was invented and the pasty.
103705.
ორლანდო | კარი მეხუთე
შენობებს გარეთ – ასეთი იყო ტენის კიდევ ერთი ზემოქმედება – ჩვეულებრივმა სურომ არაჩვეულებრივ ზომებს მიაღწია.
Outside the buildings — it was another effect of the damp — ivy grew in unparalleled profusion.
103706.
ორლანდო | კარი მეხუთე
საძინებლებში, სადაც ბავშვები იბადებოდნენ, მქრქალი მწვანე შუქი აღწევდა.
What light penetrated to the bedrooms where children were born was naturally of an obfusc green.
103707.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ ცვლილება მხოლოდ გარეგანი როდი იყო.
But the change did not stop at outward things.
103708.
ორლანდო | კარი მეხუთე
ნესტმა შიგნითაც შემოაღწია.
The damp struck within.
103709.
ორლანდო | კარი მეხუთე
ადამიანებმა სუსხი გულით შეიგრძნეს; ნესტი მათ სულშიც იყო.
Men felt the chill in their hearts; the damp in their minds.
103710.
ორლანდო | კარი მეხუთე
სიყვარული, დაბადება და სიკვდილი ნაირ-ნაირი ლამაზი ფრაზებით შეფუთეს.
Love, birth, and death were all swaddled in a variety of fine phrases.
103711.
ორლანდო | კარი მეხუთე
სქესი სულ უფრო და უფრო დაშორიშორდა.
The sexes drew further and further apart.
103712.
ორლანდო | კარი მეხუთე
გულღია საუბარი მიუღებელი გახდა.
No open conversation was tolerated.
103713.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორივე მხარემ მტკიცედ გამოიმუშავა თავის დაძვრენის და სიმართლის მიჩქმალვის ჩვევა.
Evasions and concealments were sedulously practised on both sides.
103714.
ორლანდო | კარი მეხუთე
და ზუსტად ისე, როგორც სურო და მარადმწვანე მცენარეულობა ხარობდა ტენიან ნიადაგზე გარეთ, შინაც იგივე სახის ნაყოფიერი შობადობა დამკვიდრდა.
And just as the ivy and the evergreen rioted in the damp earth outside, so did the same fertility show itself within.
103715.
ორლანდო | კარი მეხუთე
რიგითი ქალის ცხოვრება მშობიარობების უწყვეტ წყებად იქცა.
The life of the average woman was a succession of childbirths.
103716.
ორლანდო | კარი მეხუთე
ქალი ცხრამეტი წლის თხოვდებოდა და ოცდაათი წლის ასაკში უკვე თხუთმეტი ან თვრამეტი შვილის დედა იყო; რადგან ტყუპები ჭარბობდნენ.
Women married at nineteen and had fifteen or eighteen children by the time she was thirty; for twins abounded.
103717.
ორლანდო | კარი მეხუთე
ასე შეიქმნა ბრიტანეთის იმპერია.
Thus the British Empire came into existence.
103718.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ, დაე, იუსებიუს ჩაბი იყოს ჩვენი მოწმე იმის ასახსნელად, თუ რამხელა ზეგავლენა იქონია ამან მგრძნობიარე კაცის გონებაზე, რომელმაც ვერაფერი გააწყო ამ ყოველივეს შესაჩერებლად.
But Eusebius Chubb shall be our witness to the effect this all had upon the mind of a sensitive man who could do nothing to stop it.
103719.
ორლანდო | კარი მეხუთე
მისი მემუარების ბოლოს წააწყდებით აბზაცს, სადაც ის აღწერს, თუ როგორ მიახრახნა ხუფი სამელნეს მას შემდეგ, რაც ოცდათხუთმეტი ფურცელი შეავსო ნაწერით ერთ დილას, „არაფრის შესახებ“ და ბაღში გავიდა სულის მოსათქმელად.
There is a passage towards the end of his memoirs where he describes how, after writing thirty-five folio pages one morning "all about nothing" he screwed the lid of his inkpot and went for a turn in his garden.
103720.
ორლანდო | კარი მეხუთე
მალე ბუჩქნარში გაიხლართა.
Soon he found himself involved in the shrubbery.