მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103721.
ორლანდო | კარი მეხუთე
ფოთლების ურიცხვი რაოდენობა შრიალებდა და ლაპლაპებდა მის თავზე.
Innumerable leaves creaked and glistened above his head.
103722.
ორლანდო | კარი მეხუთე
ეჩვენებოდა, რომ მილიონობით ასეთივე ფოთლის ნეშომპალას თელავდა ფეხქვეშ.
He seemed to himself to crush the mould of a million more under his feet.
103723.
ორლანდო | კარი მეხუთე
ბაღის კიდეში ნოტიო კოცონიდან ხშირი კვამლი ხრჩოლავდა.
Thick smoke exuded from a damp bonfire at the end of the garden.
103724.
ორლანდო | კარი მეხუთე
გაიფიქრა, არ არსებობს კოცონი ამ ქვეყანაზე, რომელიც შეძლებს ამ აურაცხელი მცენარეულის მიერ შექმნილი დაბრკოლების შთანთქმასო.
He reflected that no fire on earth could ever hope to consume that vast vegetable encumbrance.
103725.
ორლანდო | კარი მეხუთე
საითაც გაიხედა, მცენარეების სიუხვე ხვდებოდა.
Wherever he looked, vegetation was rampant.
103726.
ორლანდო | კარი მეხუთე
კრუხები განუწყვეტლივ დებდნენ გაუგებარი შეფერილობის კვერცხებს.
Hens laid incessantly eggs of no special tint.
103727.
ორლანდო | კარი მეხუთე
მერე ცას ახედა.
Then he looked upwards into the sky.
103728.
ორლანდო | კარი მეხუთე
განა თავად ზეცამ, ანუ სამოთხის უზარმაზარმა ზედაპირმა, რომელიც ცად გვევლინება, თავად არ მიგვითითა, რომ ღვთაებრივი იერარქია თანახმაა?
Did not heaven itself, or that great frontispiece of heaven, which is the sky, indicate the assent of the heavenly hierarchy?
103729.
ორლანდო | კარი მეხუთე
იგი შინ შევიდა, ზემოთ მოყვანილი აბზაცი დაწერა, თავი გაზის ღუმელში შეყო, და როცა მოგვიანებით იპოვეს, მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.
He went indoors, wrote the passage quoted above, laid his head in a gas oven, and when they found him later he was past revival.
103730.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ ბოლოს ისიც იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ დროება შეიცვალა.
Even she, at length, was forced to acknowledge that times were changed.
103731.
ორლანდო | კარი მეხუთე
ერთ ნაშუადღევს, საუკუნის დასაწყისში, როცა სენტ-ჯეიმსის პარკში თავისი ძველი შეფიცრული ეტლით მგზავრობდა.
One afternoon in the early part of the century she was driving through St James’s Park in her old panelled coach.
103732.
ორლანდო | კარი მეხუთე
ასეთი სანახაობა ისე ეუცნაურა მეთვრამეტე საუკუნის უღრუბლო და მუდამ ერთნაირ ჰავას ნაჩვევს, რომ შუშა ჩამოსწია და ყურადღებით დააკვირდა.
Such a sight was sufficiently strange after the clear and uniform skies of the eighteenth century to cause her to pull the window down and look at it.
103733.
ორლანდო | კარი მეხუთე
მოიისფრო-ყავისფერმა და ფლამინგოსფერმა ღრუბლებმა ერთგვარი სიტკბონარევი სევდით აღავსო.
The puce and flamingo clouds made her think with a pleasurable anguish.
103734.
ორლანდო | კარი მეხუთე
მას ცხოვრებაში არასოდეს უნახავს არაფერი მსგავსი – ერთდროულად ასეთი უხამსი, ასეთი ამაზრზენი და თან ასეთი მონუმენტური.
She had never, in all her life, seen anything at once so indecent, so hideous, and so monumental.
103735.
ორლანდო | კარი მეხუთე
შესაძლოა, და მართლაც ალბათ ასე იყო, ეს წყლით გაჯერებულ ჰაერზე მზის ზემოქმედებამ გამოიწვია.
It might, and indeed it must be, the effect of the sun on the water-logged air.
103736.
ორლანდო | კარი მეხუთე
ის გაქრებოდა პირველივე ბრიზის დაბერვისთანავე; მაგრამ მაინც, როცა გვერდით ჩაუარა, ისე გამოიყურებოდა, თითქოს სამუდამო არსებობისთვის იყო შექმნილი.
It would vanish with the first breeze that blew; but for all that, it looked, as she drove past, as if it were destined to endure for ever.
103737.
ორლანდო | კარი მეხუთე
ისევ, ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ვერა ქარი, ვერა წვიმა, მზე თუ ჭექა-ქუხილი ვერასოდეს შეძლებდა ამ თვალისმომჭრელი გროვის განადგურებას.
She felt that no wind, rain, sun, or thunder, could ever demolish that garish erection.
103738.
ორლანდო | კარი მეხუთე
მხოლოდ ცხვირები თუ აუჭრელდებოდათ და საყვირებს თუ მოედებოდა ჟანგი.
Only the noses would mottle and the trumpets would rust.
103739.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ იქვე დარჩებოდნენ, აღმოსავლეთისკენ, დასავლეთისკენ, სამხრეთისკენ და ჩრდილოეთისკენ ხელგაშვერილები, სამარადჟამოდ.
But there they would remain, pointing east, west, south, and north, eternally.
103740.
ორლანდო | კარი მეხუთე
როცა ეტლი კონსტიტუციის აღმართს შეუდგა, ორლანდომ უკან მიიხედა.
Orlando looked back as her coach swept up Constitution Hill.