მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103741.
ორლანდო | კარი მეხუთე
დიახ, ის ისევ იქ იყო, ისევ უშფოთველად ასხივებდა დღის ნათელში.
Yes, there it was, still beaming placidly in a light.
103742.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდომ გადაწყვიტა, უკან აღარ მიეხედა.
Orlando was determined not to look back again.
103743.
ორლანდო | კარი მეხუთე
მან უკვე იგრძნო, რა დუნედ დაიწყო სისხლმა დენა სისხლძარღვებში.
Already she felt the tides of her blood run sluggishly.
103744.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ, რაც კიდევ უფრო უცნაურია, ალმური, თვალში საცემი, ლოყებზე მოედო, როცა ბუკინგემის სასახლეს ჩაუარა და თვალები თითქოს უზენაესმა ძალამ იძულებით დაახრევინა ძირს, საკუთარი მუხლებისკენ.
But what was more peculiar a blush, vivid, overspread her cheeks as she passed Buckingham Palace and her eyes seemed forced by a superior power down upon her knees.
103745.
ორლანდო | კარი მეხუთე
უცაბედად აღმოაჩინა და შეკრთა, რომ შავი ბრიჯი ეცვა.
Suddenly she saw with a start that she was wearing black breeches.
103746.
ორლანდო | კარი მეხუთე
სიმხურვალემ მანამდე არ გადაუარა, სანამ თავისი სოფლის სასახლეს არ მიადგა.
She never ceased blushing till she had reached her country house.
103747.
ორლანდო | კარი მეხუთე
დაქვრივებულ მისიზ ბართოლომიუს (რომელმაც კეთილი მისიზ გრიმზდიჩის ადგილი დაიკავა, როგორც მსახურთუხუცესმა) აუხსნა, სუსხმა შემაწუხაო.
She explained to the Widow Bartholomew (who had succeeded good old Grimsditch as housekeeper) that she felt chilly.
103748.
ორლანდო | კარი მეხუთე
ჩვენ ხო ყველანი ასე ვართ, ქ’ბატონო, – უთხრა ქვრივმა და გულიანად ამოიოხრა,
"So do we all, m’lady", said the Widow, heaving a profound sigh.
103749.
ორლანდო | კარი მეხუთე
„კედლებსაც ოფლმა დაასხა“, – განაგრძო უცნაური, მგლოვიარე თვითკმაყოფილებით, რაც სრული სიმართლე გახლდათ, რადგან საკმარისი იყო, ხელი მიგედოთ მუხით შეფიცრულ კედელზე, რომ თითების ანაბეჭდი ზედ დარჩებოდა.
"The walls is sweating", she said, with a curious, lugubrious complacency, and sure enough, she had only to lay her hand on the oak panels for the finger-prints to be marked there.
103750.
ორლანდო | კარი მეხუთე
სურომ ისე უსაშველოდ იხარა, რომ ბევრი ფანჯარა დაგმანეს.
The ivy had grown so profusely that many windows were now sealed up.
103751.
ორლანდო | კარი მეხუთე
სამზარეულოში ისე ბნელოდა, რომ ჩაიდანს თუშფალანგისგან ძლივს გაარჩევდით.
The kitchen was so dark that they could scarcely tell a kettle from a cullender.
103752.
ორლანდო | კარი მეხუთე
საბრალო შავი კატა ერთხელ ნახშირში არევიათ და ნიჩბით შეუგდიათ გავარვარებულ ბუხარში.
A poor black cat had been mistaken for coals and shovelled on the fire.
103753.
ორლანდო | კარი მეხუთე
მოახლეების უმეტესობას უკვე სამ- ან ოთხფენიანი წითელი შალის ქვედატანები ეცვათ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ აგვისტო იყო.
Most of the maids were already wearing three or four red-flannel petticoats, though the month was August still.
103754.
ორლანდო | კარი მეხუთე
ღვთისნიერ ქალს გაუბედაობა დაეტყო და გაწითლდა.
The good woman hesitated and blushed.
103755.
ორლანდო | კარი მეხუთე
მისიზ ბართოლომიუმ თავი დააქნია.
Mrs Bartholomew nodded.
103756.
ორლანდო | კარი მეხუთე
უკვე ცრემლად იღვრებოდა, ოღონდ, თან ტიროდა და თან იღიმებოდა.
The tears were already running down her cheeks, but as she wept she smiled.
103757.
ორლანდო | კარი მეხუთე
რადგან ტირილი სიამოვნებას ჰგვრიდა.
For it was pleasant to weep.
103758.
ორლანდო | კარი მეხუთე
განა ყველანი სუსტი ქალები არ იყვნენ?
Were they not all of them weak women?
103759.
ორლანდო | კარი მეხუთე
იცვამდნენ კრინოლინს, რომ უკეთ დაეფარათ სინამდვილე; დიდი სინამდვილე; ერთადერთი სინამდვილე; თუმცა კი, სავალალო სინამდვილე.
They were wearing crinolines the better to conceal the fact; the great fact; the only fact; but, nevertheless, the deplorable fact.
103760.
ორლანდო | კარი მეხუთე
თხუთმეტი ან ოცი შვილის გაჩენა, და თანაც ისე, რომ თავმდაბალი ქალების უმეტესობას ცხოვრების გატარება იმის უარყოფაში უწევდათ, რაც წელიწადის ერთ დღეს მაინც, თავისთავად გაცხადდებოდა.
To bear fifteen or twenty children indeed, so that most of a modest woman’s life was spent, after all, in denying what, on one day at least of every year, was made obvious.