მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103761.
ორლანდო | კარი მეხუთე
და ორლანდო, დალიანდაგებულ საბანში გახვეული, ახლა ცხელი ფუნთუშების ლანგარს მიუჯდა.
And wrapped in a damask bed quilt, to a dish of muffins Orlando now sat down.
103762.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდოს მოაგონდა, რომ სწორედ ამ ოთახში მოხდა ის ამბავი, დედოფალი ელისაბედი ლუდის ტოლჩით ხელში, ბუხრის პირას რომ იდგა განზე გადგმული ფეხებით და უცაბედად დააბერტყა მაგიდაზე.
It was in this very room, she remembered, that Queen Elizabeth had stood astride the fireplace with a flagon of beer in her hand, which she suddenly dashed on the table.
103763.
ორლანდო | კარი მეხუთე
ტოლჩა მაგრად დაეხეთქა მაგიდას: მისი კვალი დღემდე არ გამქრალიყო.
And down came the flagon on the table: there was the mark of it still.
103764.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ, როცა ორლანდო ფეხზე წამოიჭრა საბანი გაებლანდა და ისევ სავარძელში ჩავარდა და შეიკურთხა.
But when Orlando leapt to her feet the quilt tripped her up, and she fell back in her arm-chair with a curse.
103765.
ორლანდო | კარი მეხუთე
ხვალ ალბათ ოცი იარდი შავი ბომბაზინის, ან მეტის ყიდვა მოუწევდა ქვედატანის შესაკერად.
Tomorrow she would have to buy twenty yards or more of black bombazine, she supposed, to make a skirt.
103766.
ორლანდო | კარი მეხუთე
და მერე (აქ ის გაწითლდა), კრინოლინის ყიდვა და მერე (აქ ის გაწითლდა) ბავშვის დაწნული საწოლის, და მერე, ისევ კრინოლინის და ასე შემდეგ...
And then (here she blushed), she would have to buy a crinoline, and then (here she blushed) a bassinette, and then another crinoline, and so on ...
103767.
ორლანდო | კარი მეხუთე
ალმური ჩნდებოდა და ქრებოდა თავმდაბლობის და სირცხვილის სრულიად ენითაუწერელი მომხიბვლელობის მონაცვლეობით.
The blushes came and went with the most exquisite iteration of modesty and shame imaginable.
103768.
ორლანდო | კარი მეხუთე
მის ღაწვებზე ეპოქის სულის ქროლვას ამოიკითხავდით, ხან მხურვალეს, ხან ცივს.
One might see the spirit of the age blowing, now hot, now cold, upon her cheeks.
103769.
ორლანდო | კარი მეხუთე
ამის გამართლება ორლანდოს გაურკვეველ მდგომარეობაში (ჯერ ხომ მისი სქესიც სადავო იყო) და უწესო ცხოვრებაში უნდა ვეძიოთ, რომელსაც ადრე ეწეოდა.
Orlando's ambiguous position must excuse her (even her sex was still in dispute) and the irregular life she had lived before.
103770.
ორლანდო | კარი მეხუთე
ბოლოს ლოყებს ადრინდელივით უცვლელი ფერი დაუბრუნდა და გეგონებოდათ, ეპოქის სული – თუკი საერთოდ არსებობს ასეთი რამ – დროებით ძილს მისცემიაო.
At length the colour on her cheeks resumed its stability and it seemed as if the spirit of the age — if such indeed it were — lay dormant for a time.
103771.
ორლანდო | კარი მეხუთე
ახლა უკვე იმდენ წელს დაატარებდა ისეთ სახიფათო ვითარებებში, რომ ბევრი გვერდი დალაქავდა, ზოგიც – ამოხეული იყო.
She had carried this about with her for so many years now, and in such hazardous circumstances, that many of the pages were stained, some were torn.
103772.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდომ პირველ გვერდზე გადაშალა და თარიღი წაიკითხა, 1586 წელი, საკუთარი, ბიჭური ხელით გამოყვანილი.
Orlando turned back to the first page and read the date, 1586, written in her own boyish hand.
103773.
ორლანდო | კარი მეხუთე
უკვე ბოლო სამასი წელი იყო, რაც ამ ხელნაწერზე მუშაობდა.
She had been working at it for close three hundred years now.
103774.
ორლანდო | კარი მეხუთე
დასრულების დრო დადგა.
It was time to make an end.
103775.
ორლანდო | კარი მეხუთე
ვიდრე ფურცლავდა და უღრმავდებოდა და ახტებოდა და ფიქრობდა და კითხულობდა, დაასკვნა, ამდენი წლის განმავლობაში თითქმის არ გამოვცვლილვარო.
Meanwhile she began turning and dipping and skipping and thinking as she read, how very little she had changed all these years.
103776.
ორლანდო | კარი მეხუთე
პირქუში ბიჭი იყო, სიკვდილზე შეყვარებული, როგორც ბიჭებს ახასიათებთ.
He had been a gloomy boy, in love with death, as boys are.
103777.
ორლანდო | კარი მეხუთე
ხან პროზაში ცდიდა თავს და ხან დრამაში.
Sometimes she had tried prose and sometimes she had tried drama.
103778.
ორლანდო | კარი მეხუთე
და მაინც, მთელი ამდენი ცვლილების გადატანის მიუხედავად, ძირეულად არ შეცვლილა.
Yet through all these changes she had remained, she reflected, fundamentally the same.
103779.
ორლანდო | კარი მეხუთე
იგივე დარჩა– ოდინდელივით სევდანარევ ფიქრებში ჩაძირული, ოდინდელივით ცხოველების და ბუნების და წელიწადის დროთა მოტრფიალე.
She had the same brooding meditative temper, the same love of animals and nature, the same passion for the country and the seasons.
103780.
ორლანდო | კარი მეხუთე
წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, – „არაფერი შეცვლილა“.
She got up and went to the window, "nothing has changed".