მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103781.
ორლანდო | კარი მეხუთე
სასახლე, ბაღი, ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო.
The house, the garden are precisely as they were.
103782.
ორლანდო | კარი მეხუთე
ერთ სკამსაც კი არ შეუცვლია ადგილი, ერთი სამშვენისიც კი არ გაყიდულა.
Not a chair has been moved, not a trinket sold.
103783.
ორლანდო | კარი მეხუთე
იგივე ბილიკებია, იგივე კორდები, იგივე ხეები და იგივე გუბე, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, იგივე კობრი ბინადრობს.
There are the same walks, the same lawns, the same trees, and the same pool, which, I dare say, has the same carp in it.
103784.
ორლანდო | კარი მეხუთე
ახლა დედოფალი ვიქტორიაა ტახტზე, და არა დედოფალი ელისაბედი, მაგრამ რა განსხვავებაა...
True, Queen Victoria is on the throne and not Queen Elizabeth, but what difference ...
103785.
ორლანდო | კარი მეხუთე
ვერ მოასწრო ფიქრმა ფორმის მიღება, რომ თითქოს მის გასაკიცხად, კარი ფართოდ გაიღო და ოთახში შემოაბიჯეს ბასკეტმა.
No sooner had the thought taken shape, than, as if to rebuke it, the door was flung wide and in marched Basket.
103786.
ორლანდო | კარი მეხუთე
ეს ალბათ ფრთის წვერის უხარისხობითაა გამოწვეულიო, ივარაუდა; ან გაიბზარა, ან ჭუჭყინია.
It was some infirmity of the quill, she supposed; it was split or dirty.
103787.
ორლანდო | კარი მეხუთე
ისევ ჩააწო მელანში.
She dipped it into ink again.
103788.
ორლანდო | კარი მეხუთე
ლაქა გადიდდა.
The blot increased.
103789.
ორლანდო | კარი მეხუთე
სცადა, გაეგრძელებინა რის თქმასაც აპირებდა.
She tried to go on with what she was saying.
103790.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაშინ ლაქა ფრთებით და ულვაშებით შეამკო, სანამ მრგვალთავა ურჩხულს არ დაამსგავსა, რაღაცას, ღამურასა და ვომბატს შორის.
Next she began to decorate the blot with wings and whiskers, till it became a round-headed monster, something between a bat and a wombat.
103791.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ, რაც შეეხება ლექსის თხზვას იმ დროს, როცა ოთახში ბასკეტი და ბართოლომიუ იყვნენ, შეუძლებელი იყო.
But as for writing poetry with Basket and Bartholomew in the room, it was impossible.
103792.
ორლანდო | კარი მეხუთე
ვერ მოასწრო სიტყვა „შეუძლებელის“ წარმოთქმა, რომ თავისდა გასაკვირად და შემაშფოთებლად, კალამი დაიგრიხა და ხვეულების გაკეთებას შეუდგა.
No sooner had she said "Impossible" than, to her astonishment and alarm, the pen began to curve and caracole.
103793.
ორლანდო | კარი მეხუთე
მთელი გვერდი შეივსო მწყობრი დახრილი ხელწერით გამოყვანილი ისეთი უგემოვნო ლექსით, რომლის მსგავსი არასოდეს წაეკითხა.
Her page was written in the neatest sloping hand with the most insipid verse she had ever read in her life.
103794.
ორლანდო | კარი მეხუთე
ასე წერდა შეუსვენებლივ, ვიდრე ბართოლომიუმ და ბასკეტმა ჯუჯღუნითა და კვნესა-ოხვრით ბუხარს ცეცხლი არ შეუკეთეს და ფუნთუშები არ გაიტანეს ოთახიდან.
She wrote without a stop as Bartholomew and Basket grunted and groaned about the room, mending the fire, picking up the muffins.
103795.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ აქ, უცაბედი მოძრაობით მელანი მთელ გვერდზე დაიღვარა და, ამრიგად, ნაწერი გაქრა ადამიანის თვალთაგან, სამუდამოდ, როგორც ორლანდო იმედოვნებდა.
But here, by an abrupt movement she spilt the ink ever the page and blotted it from human sight she hoped for ever.
103796.
ორლანდო | კარი მეხუთე
მთლიანად ცახცახმა აიტანა, მღელვარებამ.
She was all of a quiver, all of a stew.
103797.
ორლანდო | კარი მეხუთე
არაფერია იმაზე შემზარავი, როცა ხედავ, როგორ იღვრება მელანი ასე – უნებლიე შთაგონების ჩქერებად.
Nothing more repulsive could be than to see the ink flowing thus in cascades of involuntary inspiration.
103798.
ორლანდო | კარი მეხუთე
რა დაემართა?
What had happened to her?
103799.
ორლანდო | კარი მეხუთე
რა იყო ეს – ნესტი, ბართოლომიუ, ბასკეტი, თუ რა?
Was it the damp, was it Bartholomew, was it Basket, what was it?
103800.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ ოთახი ცარიელი.
But the room was empty.