მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103801.
ორლანდო | კარი მეხუთე
პასუხიც არავის გაუცია, თუ პასუხად სუროს ფოთლებიდან ჩამოვარდნილი წვიმის წვეთებს არ ჩავთვლით.
No one answered her, unless the dripping of the rain in the ivy could be taken for an answer.
103802.
ორლანდო | კარი მეხუთე
ამასობაში ფანჯარასთან მდგომ ორლანდოს მთელ ტანში უცნაური ჩხვლეტის და თრთოლის მაგვარი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს თვითონ ათასობით დაჭიმული სიმი იყო, და ზედ ბრიზი თუ აფორიაქებული თითები უკრავდნენ გამებს.
Meanwhile, Orlando became conscious, as she stood at the window, of an extraordinary tingling and vibration all over her, as if she were made of a thousand wires upon which some breeze or errant fingers were playing scales.
103803.
ორლანდო | კარი მეხუთე
ახლა ფეხის თითებში დაუარა ჟრუანტელმა; მერე მთელ ხერხემალში.
Now her toes tingled; now her marrow.
103804.
ორლანდო | კარი მეხუთე
თეძოს ძვლებშიც უცნაურზე უცნაური შეგრძნება დაეუფლა.
She had the queerest sensations about the thigh bones.
103805.
ორლანდო | კარი მეხუთე
მკლავები ისე ამღერდნენ და აჟღრიალდნენ, როგორც ტელეგრაფის მავთულები დაიწყებენ ჟღრიალს ოციოდე წლის შემდეგ.
Her arms sang and twanged as the telegraph wires would be singing and twanging in twenty years or so.
103806.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ მთელმა ამ აგზნებამ თანდათან თითქოს ხელებში მოიყარა თავი.
But all this agitation seemed at length to concentrate in her hands.
103807.
ორლანდო | კარი მეხუთე
და როცა ხელი ასწია, რომ დაენახა, რამ გამოიწვია ასეთი აგზნება, ვერაფერი დაინახა – ვერაფერი, გარდა ერთადერთი უშველებელი ზურმუხტისა, რომელიც დედოფალმა ელისაბედმა უსახსოვრა.
And when she raised it to see what caused this agitation, she saw nothing — nothing but the vast solitary emerald which Queen Elizabeth had given her.
103808.
ორლანდო | კარი მეხუთე
„და ნუთუ ეს საკმარისი არ არის“? – ჰკითხა თავის თავს.
"And is that not enough"? she asked herself.
103809.
ორლანდო | კარი მეხუთე
სულ ცოტა, ათი ათასი ფუნტი ეღირებოდა.
It was worth ten thousand pounds at least.
103810.
ორლანდო | კარი მეხუთე
ჟრჟოლამ კი, ყოვლად აუხსნელი გზებით, თითქოს უთხრა, არა, ეს საკმარისი არ არისო.
The vibration seemed, in the oddest way to say "No, that is not enough".
103811.
ორლანდო | კარი მეხუთე
ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ადამიანის სულის სრულიად ბნელით მოცულ გამოვლინებასთან გვაქვს საქმე.
But remember we are dealing with some of the darkest manifestations of the human soul.
103812.
ორლანდო | კარი მეხუთე
საბრალო ორლანდოს საშინლად შერცხვა მარცხენა ხელის არათითის გამო ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რატომ.
Poor Orlando felt positively ashamed of the second finger of her left hand without in the least knowing why.
103813.
ორლანდო | კარი მეხუთე
სწორედ იმწამს, ბართოლომიუ შემოვიდა და ჰკითხა, რომელი კაბა გამოგიღოთ სადილობისთვისო.
At this moment, Bartholomew came in to ask which dress she should lay out for dinner.
103814.
ორლანდო | კარი მეხუთე
„მიჩვენე შენი ბეჭედი, ბართოლომიუ“, – უთხრა ორლანდომ და ხელი გაუწოდა ბეჭდის გამოსართმევად.
"Let me look at your ring, Bartholomew", Orlando said, stretching her hand to take it.
103815.
ორლანდო | კარი მეხუთე
ამაზე ბართოლომიუმ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს რომელიღაც თაღლითი სწვდომოდეს მკერდში.
At this, Bartholomew made a movement as if she had been struck in the breast by a rogue.
103816.
ორლანდო | კარი მეხუთე
„არა“, – თქვა მტკიცედ, – დიდ ქალბატონს შეუძლია შეხედოს, თუ სურს.
"No", she said, with resolute dignity, her Ladyship might look if she pleased.
103817.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ, რაც შეეხება საქორწინო ბეჭდის მოხსნას, ვერც არქიეპისკოპოსი, ვერც რომის პაპი და ვერც თავად ტახტზე მჯდომი დედოფალი ვიქტორია აიძულებს ამის გაკეთებას.
But as for taking off her wedding ring, not the Archbishop nor the Pope nor Queen Victoria on her throne could force her to do that.
103818.
ორლანდო | კარი მეხუთე
ჩემმა თომასმა გამიკეთა ეს ბეჭედი ოცდახუთი წლის, ექვსი თვის და სამი კვირის წინათ; ამ ბეჭდით მძინავს; ამით ვშრომობ; ამით ვრეცხავ; ამით ვლოცულობ; და იმედი მაქვს, ამით დავიმარხები.
My Thomas had put it on my finger twenty-five years, six months, three weeks ago; I have slept in it; work in it; wash in it; pray in it; and propose to be buried in it.
103819.
ორლანდო | კარი მეხუთე
„ღმერთო, შენ გვიშველე“, – თქვა ორლანდომ, რომელიც ფანჯარასთან იდგა და მტრედებს და მათ ანცობას უცქერდა, – „რა სამყაროში ვცხოვრობთ“!
"Heaven help us", said Orlando, standing at the window and watching the pigeons at their pranks, "what a world we live in"!
103820.
ორლანდო | კარი მეხუთე
სამყაროს ჩახლართულობა აოცებდა.
World's complexities amazed her.