მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103821.
ორლანდო | კარი მეხუთე
მერე მოეჩვენა, რომ მთელი დედამიწა ოქროთი იყო შემოსალტული.
It now seemed to her that the whole world was ringed with gold.
103822.
ორლანდო | კარი მეხუთე
სასადილოდ გავიდა.
She went in to dinner.
103823.
ორლანდო | კარი მეხუთე
ეკლესიაში წავიდა.
She went to church.
103824.
ორლანდო | კარი მეხუთე
საითაც გაიხედა, ყველგან საქორწინო ბეჭდებს ხედავდა.
Wedding rings were everywhere she looked .
103825.
ორლანდო | კარი მეხუთე
გარეთ გავიდა.
She drove out.
103826.
ორლანდო | კარი მეხუთე
ოქრო ან ტომპაკი , თხელი, სქელი, სადა, გლუვი – ყველას ხელზე უბრწყინავდა.
Gold, or pinchbeck, thin, thick, plain, smooth, they glowed on every hand.
103827.
ორლანდო | კარი მეხუთე
საიუველირო მაღაზიები საქორწინო ბეჭდებით იყო სავსე.
Wedding rings filled the jewellers’ shops.
103828.
ორლანდო | კარი მეხუთე
ამავე დროს, ორლანდომ შენიშნა, რომ ქალაქელებს ახალი ჩვევები გასჩენოდათ.
At the same time, Orlando began to notice a new habit among the town people.
103829.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდოს ბევრი წყვილი დაუფრთხია თავისი მათრახის წვერით და მერე სიცილით გასცლია იქაურობას.
Orlando had flicked many a couple with the tip of her whip and laughed and passed on.
103830.
ორლანდო | კარი მეხუთე
ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.
Now, all that was changed.
103831.
ორლანდო | კარი მეხუთე
ქალს მარჯვენა ხელი აუცილებლად კაცის მარცხენა მკლავში ჰქონდა გაყრილი და კაცს მტკიცედ ჩაებღუჯა ქალის თითები.
The woman’s right hand was invariably passed through the man’s left and her fingers were firmly gripped by his.
103832.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდოს ისღა დარჩენოდა, ეფიქრა, რომ კაცობრიობამ რაღაც ახალი აღმოჩენა გააკეთა.
Orlando could only suppose that some new discovery had been made about the race.
103833.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდომ გვრიტებს და კურდღლებს და მწევრებს გადაავლო თვალი.
Orlando looked at the doves and the rabbits and the elk-hounds.
103834.
ორლანდო | კარი მეხუთე
არც ველურ ცხოველებში შეინიშნებოდა რამე, მარადიული კავშირის მაგვარი.
There was no indissoluble alliance among the brutes that she could see.
103835.
ორლანდო | კარი მეხუთე
ნუთუ ეს დედოფალი ვიქტორია, ან ლორდი მელბურნი იყო?
Could it be Queen Victoria then, or Lord Melbourne?
103836.
ორლანდო | კარი მეხუთე
ნუთუ მათ მიუძღოდათ წვლილი ქორწინების ამ დიად აღმოჩენაში?
Was it from them that the great discovery of marriage proceeded?
103837.
ორლანდო | კარი მეხუთე
თუმცა, ამბობენ, რომ დედოფალს ძაღლები უყვარს, ლორდ მელბურნს კი – ქალებიო.
Yet the Queen, was said to be fond of dogs, and Lord Melbourne was said to be fond of women.
103838.
ორლანდო | კარი მეხუთე
თუმცა მის ამ განსჯას თან ისეთი ზრიალი და ჟრჟოლა ახლდა მტკივან თითში, რომ ძლივს უყრიდა აზრებს თავს.
Her ruminations, however, were accompanied by such a tingling and twanging of the afflicted finger that she could scarcely keep her ideas in order.
103839.
ორლანდო | კარი მეხუთე
ამ აზრებმა მოახლე გოგოს ოცნებებივით გათანგეს და მინაბეს.
These thoughts were languishing and ogling like a housemaid’s fancies.
103840.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდო გაწითლდა.
Orlando blushed.