მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103841.
ორლანდო | კარი მეხუთე
სხვა გზა აღარ დარჩა – უნდა იყიდოს ის საძაგელი რგოლი და დანარჩენებივით ატაროს.
There was nothing for it but to buy one of those ugly bands and wear it like the rest.
103842.
ორლანდო | კარი მეხუთე
ასეც მოიქცა, დარცხვენილმა ჩამოიცვა თითზე, ფარდის ჩრდილს მოფარებულმა; მაგრამ არანაირი შვება არ უგრძნია.
This she did, slipping it, overcome with shame, upon her finger hidden in the shadow of a curtain; but without avail.
103843.
ორლანდო | კარი მეხუთე
ჩხვლეტა კიდევ უფრო გაუმძაფრდა თითში, მეტი გააფთრებით, ვიდრე ადრე.
The tingling persisted more violently in her finger, more indignantly than ever.
103844.
ორლანდო | კარი მეხუთე
იმ ღამით წამითაც არ სძინებია.
She did not sleep a wink that night.
103845.
ორლანდო | კარი მეხუთე
რადგან, როგორც ჩანს – და ორლანდოს შემთხვევა ამას ადასტურებდა – ვწერთ არა თითებით, არამედ მთელი არსებით.
For it would seem — Orlando's case proved it — that we write, not with the fingers, but with the whole person.
103846.
ორლანდო | კარი მეხუთე
ძარღვი, რომელიც კალამს მართავს, ჩვენი არსებობის ყოველ ნერვშია ჩახვეული, გულში ძვრება, ღვიძლს ხვრეტს.
The nerve which controls the pen winds itself about every fibre of our being, threads the heart, pierces the liver.
103847.
ორლანდო | კარი მეხუთე
იძულებული გახდა, ბოლოს და ბოლოს, განეხილა ყველაზე ხელაღებული მკურნალობის ხერხი, ანუ, სრულად და მორჩილად დანებებოდა ეპოქის სულს, და შეერთო ქმარი.
She was forced at length to consider the most desperate of remedies, which was to yield completely and submissively to the spirit of the age, and take a husband.
103848.
ორლანდო | კარი მეხუთე
როცა ერცჰერცოგის ეტლის ბორბლების ხმა მინელდა, შეძახილი, რომელიც უმალ მოსწყდა ორლანდოს ბაგეს, იყო „სიცოცხლე! სატრფო!“ და არა „სიცოცხლე! ქმარი“!
When the sound of the Archduke’s chariot wheels died away, the cry that rose to Orlando's lips was "Life! A Lover"! not "Life! A Husband"!
103849.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდო, ბუნებრივია, უფრო დედოფალი ელისაბედის სულისკვეთებისკენ იხრებოდა, რესტავრაციის სულისკვეთებისკენ, მეთვრამეტე საუკუნის სულისკვეთებისკენ და, ამდენად, თითქმის არ ჰქონდა წარმოდგენა, რა შეიცვალა საუკუნიდან საუკუნემდე.
Orlando had inclined herself naturally to the Elizabethan spirit, to the Restoration spirit, to the spirit of the eighteenth century, and had in consequence scarcely been aware of the change from one age to the other.
103850.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის სულისკვეთება მასში უკიდურეს ანტიპათიას ბადებდა და ამიტომაც სძლია მას, გატეხა, და ისე აცნობიერებდა თავის მარცხს ამის ხელში, როგორც არასდროს ადრე.
But the spirit of the nineteenth century was antipathetic to her in the extreme, and thus it took her and broke her, and she was aware of her defeat at its hands as she had never been before.
103851.
ორლანდო | კარი მეხუთე
რადგან სრულიად სავარაუდოა, რომ ადამიანის სულს რომელიღაც დროში აქვს ადგილი მიჩენილი; ერთნი ერთი ეპოქისთვის არიან გაჩენილები, მეორენი – სხვისთვის.
For it is probable that the human spirit has its place in time assigned to it; some are born of this age, some of other age.
103852.
ორლანდო | კარი მეხუთე
და ახლა, როცა ორლანდო ზრდასრული ქალი იყო, ანუ ოცდაათ წელს უკვე ორიოდე წლით გადასცდა, ხასიათის თვისებები ჩამოუყალიბდა, და მათი უკუღმა დატრიალება აუტანელი იქნებოდა.
And now that Orlando was grown a woman, a year or two past thirty indeed, the lines of her character were fixed, and to bend them the wrong way was intolerable.
103853.
ორლანდო | კარი მეხუთე
ასე რომ, იდგა მგლოვიარედ სასტუმრო ოთახის ფანჯარასთან (ასე მონათლა ბართოლომიუმ ბიბლიოთეკა) კრინოლინით შებოჭილი, რომელიც მორჩილად მოირგო.
So she stood mournfully at the drawing-room window (Bartholomew had so christened the library) dragged down by the crinoline which she had submissively adopted.
103854.
ორლანდო | კარი მეხუთე
ეს უფრო მძიმე და უფრო შეუხედავი კაბა იყო, ვიდრე რაც კი ოდესმე სცმია.
It was heavier and more drab than any dress she had yet worn.
103855.
ორლანდო | კარი მეხუთე
არც ერთს ასე არ შეუბორკავს მოძრაობისას.
None had ever so impeded her movements.
103856.
ორლანდო | კარი მეხუთე
ამიერიდან ვეღარც ძაღლებთან ერთად ისეირნებდა ბაღში, ვეღარც მსუბუქად აირბენდა გორაკამდე.
No longer could she stride through the garden with her dogs, or run lightly to the high mound.
103857.
ორლანდო | კარი მეხუთე
ქვედაკაბები ნოტიო ფოთლებს და ჩალას იკრავდნენ.
Her skirts collected damp leaves and straw.
103858.
ორლანდო | კარი მეხუთე
თხელი ფეხსაცმელები უმალ ტენით იჟღინთებოდა და ტალახით ილესებოდა.
The thin shoes were quickly soaked and mud-caked.
103859.
ორლანდო | კარი მეხუთე
კუნთებმა მოქნილობა დაკარგეს.
Her muscles had lost their pliancy.
103860.
ორლანდო | კარი მეხუთე
გრძნობდა, რამხელა შვება იქნებოდა, ვინმეს მიყრდნობოდა; დამჯდარიყო; დაწოლილიყო; და აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს აღარ ამდგარიყო.
It would be a comfort, she felt, to lean; to sit down; yes, to lie down; never, never, never to get up again.