მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103861.
ორლანდო | კარი მეხუთე
თითქოს ანგელოზებმა თეთრი თითები გამოჰკრეს არფის სიმებს, და ორლანდოს მთელი არსება ღვთაებრივმა ჰარმონიამ განმსჭვალა.
It seemed as if angels were plucking harp-strings with white fingers and Orlando's whole being was pervaded by a seraphic harmony.
103862.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ ვის შეიძლება დაეყრდნოს?
But whom could she lean upon?
103863.
ორლანდო | კარი მეხუთე
ამ კითხვას უსვამდა შემოდგომის ბობოქარ ქარებს.
She asked that question of the wild autumn winds.
103864.
ორლანდო | კარი მეხუთე
რადგან უკვე ოქტომბერი დადგა.
For it was now October.
103865.
ორლანდო | კარი მეხუთე
მან ძალიან მაღალი წოდების დიდგვაროვანი ქალი შეირთო ცოლად და ბოლო წლებში რუმინეთში კურდღლებზე ნადირობით იქცევდა თავს.
He had married a very great lady and had hunted hares in Roumania these many years now.
103866.
ორლანდო | კარი მეხუთე
ამას ორლანდო კი არა, ეპოქის სული წარმოთქვამდა.
It was not Orlando who spoke, but the spirit of the age.
103867.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ, ვინც უნდა ყოფილიყო ის, პასუხი არავის გაუცია.
But whichever it was, nobody answered it.
103868.
ორლანდო | კარი მეხუთე
ჭილყვავები უთავბოლოდ გადადიოდნენ ყირაზე შემოდგომის იისფერ ღრუბლებში.
The rooks were tumbling pell-mell among the violet clouds of autumn.
103869.
ორლანდო | კარი მეხუთე
როგორც იქნა, წვიმა შეწყდა და ორლანდომ ბუმბულებიანი ქუდი დაიხურა, კოხტა, თასმებიანი ფეხსაცმელები ჩაიცვა და სადილის წინ სახეტიალოდ გავიდა გარეთ.
The rain had stopped at last which tempted Orlando to put on her plumed hat and her little stringed shoes and stroll out before dinner.
103870.
ორლანდო | კარი მეხუთე
„ყველას ჰყავს მეწყვილე, ჩემ გარდა, – მიეცა ისევ ფიქრს, როცა უნუგეშოდ მისეირნობდა შიდა ეზოში.
"Everyone is mated except myself", she mused, as she trailed disconsolately across the courtyard.
103871.
ორლანდო | კარი მეხუთე
იქ ჭილყვავები იყვნენ; კანუტსა და პიპინსაც კი – და მართალია, მათი კავშირები ცვალებადი იყო, მაინც, ამ საღამოს თითქოს ყოველ მათგანს ჰყავდა მეწყვილე.
There were the rooks; Canute and Pippin even — transitory as their alliances were, still each this evening seemed to have a partner.
103872.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაშინ, როცა მე ამ ყველაფრის ბატონ-პატრონი ვარ, სულ მარტო ვარ, მარტოხელა, არ მყავს მეწყვილე.
Whereas, I, who am mistress of it all, I am single, I am alone, I am mateless.
103873.
ორლანდო | კარი მეხუთე
ადრე ასეთი ფიქრები არასოდეს დაბადებია.
Such thoughts had never entered her head before.
103874.
ორლანდო | კარი მეხუთე
ადამიანს სჭირდება ვინმე, რომ დაეყრდნოს, თუნდაც მხოლოდ კარისკაცი იყოს.
One must lean on someone, she thought, if it is only on a porter.
103875.
ორლანდო | კარი მეხუთე
ასე რომ, მარტო შეუდგა პარკში უმისამართოდ ხეტიალს.
So she strayed out into the park alone.
103876.
ორლანდო | კარი მეხუთე
თავიდან ბორძიკით, რადგან დაძაბული ფიქრობდა, ხომ შეიძლება, ბრაკონიერი, ან მეტყევე, ან თუნდაც შიკრიკი შემხვდეს და გაოცდეს, რომ დიდგვაროვანი ქალბატონი სულ მარტოდმარტო დასეირნობსო.
She was faltering at first and apprehensive lest there might be poachers or gamekeepers or even errand-boys to marvel that a great lady should walk alone.
103877.
ორლანდო | კარი მეხუთე
ყოველ ნაბიჯზე გაფაციცებული იყურებოდა აქეთ-იქით, ვაითუ ვინმე მამაკაცი იმალება კურდღლისცოცხას ბუჩქებში ან ველურმა ძროხამ დახარა თავი ჩემს სარქენად გამზადებულმაო.
At every step she glanced nervously lest some male form should be hiding behind a furze bush or some savage cow be lowering its horns to toss her.
103878.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ მხოლოდ ჭილყვავები დაფარფატებდნენ ცაზე.
But there were only the rooks flaunting in the sky.
103879.
ორლანდო | კარი მეხუთე
ერთი მათგანის მოლურჯო-ფოლადისფერი ბუმბულის ღერი დაეცა მანანის ყვავილს.
A steel-blue plume from one of them fell among the heather.
103880.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდოს უყვარდა ველური ფრინველის ბუმბული.
Orlando loved wild birds’ feathers.