მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103881.
ორლანდო | კარი მეხუთე
აგროვებდა კიდეც მათ, როცა პატარა ბიჭი იყო.
She had used to collect them as a little boy.
103882.
ორლანდო | კარი მეხუთე
ფრთა აიღო და ქუდში გაირჭო.
She picked feather up and stuck it in her hat.
103883.
ორლანდო | კარი მეხუთე
ჰაერმა ერთგვარად გაუქარვა მძიმე განწყობა და გამოცოცხლდა.
The air blew upon her spirit somewhat and revived it.
103884.
ორლანდო | კარი მეხუთე
ჭილყვავები ბზრიალებდნენ და რიალებდნენ მის თავს ზემოთ და მოელვარე ბუმბულები ერთიმეორის მიყოლებით ცვიოდა ციდან იისფერ ჰაერში.
As the rooks went whirling and wheeling above her head and feather after feather fell gleaming through the purplish air.
103885.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდო მისდევდა მათ, მისი გრძელი მოსასხამი კი უკან ფრიალით მიჰყვებოდა ჭაობის გადაღმა, ზემოთ, გორაკისკენ.
Orlando followed them, her long cloak floating behind her, over the moor, up the hill.
103886.
ორლანდო | კარი მეხუთე
უკვე წლები იყო, რაც ასე შორს არ უსეირნია.
She had not walked so far for years.
103887.
ორლანდო | კარი მეხუთე
ექვსი ბუმბული ბალახიდან აკრიფა, თითებს შორის მოიქცია და ტუჩებზე მიიდო.
Six feathers had she picked from the grass and drawn between her fingers and pressed to her lips.
103888.
ორლანდო | კარი მეხუთე
უნდოდა, მისი სრიალა, ლაპლაპა ზედაპირი შეეგრძნო და ამ დროს დაინახა მთის ფერდობზე აბრდღვიალებული ვერცხლისფერი გუბე, იდუმალი, როგორც ტბა, რომელშიც სერ ბედივიარმა მეფე არტურის ხმალი ჩააგდო.
She wanted to feel their smooth, glinting plumage, when she saw, gleaming on the hill-side, a silver pool, mysterious as the lake into which Sir Bedivere flung the sword of King Arthur.
103889.
ორლანდო | კარი მეხუთე
ერთადერთი ბუმბული ათრთოლდა ჰაერში და ტბის შუაგულში ჩავარდა.
A single feather quivered in the air and fell into the middle of the lake.
103890.
ორლანდო | კარი მეხუთე
და ორლანდო რაღაც უცნაური ნეტარებით აღივსო.
Then, some strange ecstasy came over Orlando.
103891.
ორლანდო | კარი მეხუთე
ნაბიჯს აუჩქარა; გაიქცა; წაიქცა; მანანის უხეშმა ფესვებმა ძირს დასცა.
She quickened her pace; she ran; she tripped; the tough heather roots flung her to the ground.
103892.
ორლანდო | კარი მეხუთე
კოჭი გაიტეხა.
Her ankle was broken.
103893.
ორლანდო | კარი მეხუთე
ფეხზე ვეღარ წამოდგა.
She could not rise.
103894.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ სიამოვნებდა ასე წოლა.
But there she lay content.
103895.
ორლანდო | კარი მეხუთე
ნესტოები ჭაობის მირტის და გრაკლის სურნელით აევსო.
The scent of the bog myrtle and the meadow-sweet was in her nostrils.
103896.
ორლანდო | კარი მეხუთე
ყურში ჭილყვავების ხრინწიანი ხარხარი ჩაესმოდა.
The rooks’ hoarse laughter was in her ears.
103897.
ორლანდო | კარი მეხუთე
„მე ვიპოვე ჩემი მეწყვილე“, – ბუტბუტებდა ჩუმად.
"I have found my mate", she murmured.
103898.
ორლანდო | კარი მეხუთე
მე ბუნების საცოლე ვარ.
I am nature’s bride.
103899.
ორლანდო | კარი მეხუთე
მე აქ ვიწვები.
Here will I lie.
103900.
ორლანდო | კარი მეხუთე
მე დაფნაზე უფრო მწვანე გვირგვინს მივაგენი.
I have found a greener laurel than the bay.