მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103901.
ორლანდო | კარი მეხუთე
შუბლი მუდამ გრილი მექნება.
My forehead will be cool always.
103902.
ორლანდო | კარი მეხუთე
აქ ველური ფრინველების ბუმბულებია: ჭოტის, უფეხურასი.
These are wild birds’ feathers — the eagle-owl’s, the nightjar’s.
103903.
ორლანდო | კარი მეხუთე
და სიზმრებიც ველური დამესიზმრება.
I shall dream wild dreams.
103904.
ორლანდო | კარი მეხუთე
ხელზე საქორწინო ბეჭედს არ გავიკეთებ, – განაგრძო ფიქრი და ბეჭედი წაიძრო თითიდან.
My hands shall wear no wedding ring,’ she continued thinking, slipping the ring from her finger.
103905.
ორლანდო | კარი მეხუთე
ფესვები შემომეწნება თითებზე.
The roots shall twine about my fingers.
103906.
ორლანდო | კარი მეხუთე
საუკუნეების განმავლობაში დავეძებდი ბედნიერებას და ვერ ვპოვე; ვესწრაფოდი დიდებას და დავკარგე; სიყვარულს და ვერ შევიცანი; სიცოცხლეს – და აი, ვხედავ, სიკვდილი უკეთესია.
I have sought happiness through many ages and not found it; fame and missed it; love and not known it; life — and behold, death is better.
103907.
ორლანდო | კარი მეხუთე
მრავალი მამაკაცი შემიცნია და მრავალი ქალი, ვერც ერთს ვერ გავუგე.
I have known many men and many women, none have I understood.
103908.
ორლანდო | კარი მეხუთე
აჯობებს, ასე ვიწვე აქ და მხოლოდ ცა მეხუროს ქუდად – როგორც იმ ბოშამ მითხრა წლების წინ.
It is better that I should lie here with only the sky above me — as the gipsy told me years ago.
103909.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდომ პირდაპირ ზემოთ აიხედა, გასაოცარ ოქროს ქაფში, რომელშიც ღრუბლები შეთქვეფილიყვნენ, და მეორე წამს შიგ ბილიკი გაარჩია, და აქლემები, ერთ მწკრივად რომ მიუყვებოდნენ კლდოვან უდაბნოს წითელი ქვიშის ღრუბლებში.
Orlando looked straight up into the marvellous golden foam into which the clouds had churned themselves, and saw next moment a track in it, and camels passing in single file through the rocky desert among clouds of red sand.
103910.
ორლანდო | კარი მეხუთე
მერე, როცა აქლემებმა ჩაიარეს, მხოლოდ მთებიღა შემორჩა, ძალიან მაღალი, ნაპრალოვანი, და კლდის ქონგურები.
Then, when the camels had passed, there were only mountains, very high and full of clefts and with pinnacles of rock.
103911.
ორლანდო | კარი მეხუთე
ასე შეიცვალა ცა და თვალები უნებლიეთ დაუშვა ძირს და უფრო ძირს, სანამ წვიმით ჩამუქებულ მიწას არ მისწვდა მზერა და დაინახა სამხრეთის დიუნების ვეება კუზები, ტალღასავით რომ მილივლივებდნენ სანაპიროს გასწვრივ.
So the sky changed and her eyes slowly lowered themselves down and down till they came to the rain-darkened earth and saw the great hump of the South Downs, flowing in one wave along the coast.
103912.
ორლანდო | კარი მეხუთე
სადაც ხმელეთმა პირი გახსნა, იქ ზღვა იყო, ზღვაში გემები მიცურავდნენ.
Where the land parted, there was the sea, the sea with ships passing.
103913.
ორლანდო | კარი მეხუთე
საქონელიც დაინახა, მუქ მინდვრებზე მიმოფანტული, ცხვრები და ძროხები.
She saw, too, cattle sprinkled on the dark fields, sheep and cows.
103914.
ორლანდო | კარი მეხუთე
ცხენი თითქმის თავზე ადგა.
The horse was almost on her.
103915.
ორლანდო | კარი მეხუთე
იგი წამოჯდა, წელგამართული.
She sat upright.
103916.
ორლანდო | კარი მეხუთე
ის შეცბა.
He started.
103917.
ორლანდო | კარი მეხუთე
ცხენი შედგა.
The horse stopped.
103918.
ორლანდო | კარი მეხუთე
„ქალბატონო“, – შეჰყვირა კაცმა, მიწაზე ჩამოხტა, – „თქვენ დაშავებული ხართ“!
"Madam", the man cried, leaping to the ground, "you’re hurt"!
103919.
ორლანდო | კარი მეხუთე
„მე გარდავიცვალე, სერ“! – მიუგო ორლანდომ.
"I’m dead, sir"! Orlando replied.
103920.
ორლანდო | კარი მეხუთე
რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი დაინიშნენ.
A few minutes later, they became engaged.