მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103941.
ორლანდო | კარი მეხუთე
გემი ზოგჯერ ჩაძირულა და მხოლოდ ის გადარჩენილა ტივზე მჯდომი ორიოდე ორცხობილას იმედად.
Sometimes the ship had sunk, and he had been left the only survivor on a raft with a biscuit.
103942.
ორლანდო | კარი მეხუთე
„ახალგაზრდა კაცი დღეს, მე მგონი, უკეთესს ვერაფერს გააკეთებს“, – თქვა მორცხვად და რამდენიმე კოვზი ხენდროს ჯემი გადაიღო.
"It’s about all a fellow can do nowadays", he said sheepishly, and helped himself to great spoonfuls of strawberry jam.
103943.
ორლანდო | კარი მეხუთე
ზის და საყვარელ პიტნის კანფეტებს წუწნის, გემის აფრებს ტკაცატკუცი გააქვს და ცაზე ვარსკვლავები რიალებენ, ის კი ღრიალით გასცემს მოკლე ბრძანებებს, ეს დინებაზე მიუშვით, ის ბორტიდან გადააგდეთო.
He is sucking peppermints, for which he had a passion, while the masts snapped and the stars reeled and he roared brief orders to cut this adrift, to heave that overboard.
103944.
ორლანდო | კარი მეხუთე
„მე ქალი ვარ“, – გაიფიქრა მან, – როგორც იქნა, ნამდვილი ქალი.
"I am a woman", she thought, "a real woman, at last".
103945.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდომ გულითადი მადლობა უძღვნა ბორთროპს იმისთვის, რომ ასეთი იშვიათი და მოულოდნელი სიამოვნება მიანიჭა.
She thanked Bonthrop from the bottom of her heart for having given her this rare and unexpected delight.
103946.
ორლანდო | კარი მეხუთე
მარცხენა კოჭი სტკიოდა, თორემ მაშინვე კალთაში ჩაუსკუპდებოდა მას.
Had she not been lame in the left foot, she would have sat upon his knee.
103947.
ორლანდო | კარი მეხუთე
ასე ლაპარაკობდნენ ორი ან მეტი საათის განმავლობაში, იქნებ რქის კონცხზე.
So they talked two hours or more, perhaps about Cape Horn.
103948.
ორლანდო | კარი მეხუთე
ისე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, რომ ნებისმიერი რამ შეეძლოთ ეთქვათ, რაც იგივეა, რომ არაფერი ეთქვათ საერთოდ, ან ისეთი სისულელეები ეთქვათ, ისეთი პროზაული, როგორიცაა, მაგალითად, როგორ უნდა მომზადდეს ომლეტი.
They knew each other so well that they could say anything, which is tantamount to saying nothing, or saying such stupid, prosy things as how to cook an omelette.
103949.
ორლანდო | კარი მეხუთე
ამ მიზეზთა გამო, აქ ჩვენ დიდ სიცარიელეს დავტოვებთ, რაც იმის მანიშნებლად უნდა მიიჩნიოთ, რომ ეს სივრცე ყელამდეა შევსებული.
For which reasons we leave a great blank here, which must be taken to indicate that the space is filled to repletion.
103950.
ორლანდო | კარი მეხუთე
ქვემოთ ორი პოლიციელი მოსულიყო დედოფლის განკარგულებით.
There was a couple of Peelers downstairs with a warrant from the Queen.
103951.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაშინ ოთახში ბოთლისფერ უნიფორმებში, თეძოებთან ხელკეტებით აღჭურვილი ორი პოლიციელი შემოვიდა და სმენაზე გაიჭიმნენ.
Two officers in bottlegreen uniforms with truncheons at their hips then entered the room and stood at attention.
103952.
ორლანდო | კარი მეხუთე
როგორც დავალებული ჰქონდათ, ყველა ფორმალობის დაცვით, ორლანდოს პირადად გადასცეს ხელში ფრიად შთამბეჭდავი სახის სასამართლო დადგენილება.
Formalities being over, they gave into Orlando’s own hands, as their commission was, a legal document of some very impressive sort.
103953.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდომ საბუთს სწრაფად გადაავლო თვალი და მერე, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი გააყოლა ტექსტს და ხმამაღლა წაიკითხა შემდეგი ფაქტები, რომლებიც საქმის არსებით მხარეს შეეხებოდა.
Orlando ran her eyes through the document and then, using the first finger of her right hand as pointer, read out the following facts as being most germane to the matter.
103954.
ორლანდო | კარი მეხუთე
„სასამართლო დავები დასრულებულია“, – წაიკითხა ხმამაღლა, – ზოგი ჩემს სასარგებლოდ, მაგალითად, ეს ... სხვები კი – არა.
"The lawsuits are settled", she read out ... "some in my favour, as for example this" ... others not.
103955.
ორლანდო | კარი მეხუთე
თურქული ქორწინება ანულირებულია (მე ელჩი ვიყავი კონსტანტინოპოლში, შელ, – აუხსნა).
Turkish marriage annulled ("I was ambassador in Constantinople, Shel", she explained).
103956.
ორლანდო | კარი მეხუთე
შვილები უკანონოდ გამოაცხადეს (მაბრალებდნენ, რომ ესპანელი მოცეკვავე პეპიტასგან სამი ვაჟი შემეძინა).
Children pronounced illegitimate, (they said I had three sons by Pepita, a Spanish dancer).
103957.
ორლანდო | კარი მეხუთე
და სქესი? რას ამბობენ ჩემს სქესზე?
Sex? what about sex?
103958.
ორლანდო | კარი მეხუთე
„ჩემი სქესი“, – და ორლანდომ სრული სერიოზულობით წაიკითხა, – „ოფიციალურად ცხადდება უდავოდ და ყოველგვარ ეჭვგარეშე (სწორედ ამას არ გეუბნებოდი ახლა, შელ?) მდედრობითად“.
"My sex", she read out with some solemnity, "is pronounced indisputably, and beyond the shadow of a doubt (what I was telling you a moment ago, Shel?), female".
103959.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაგრამ აქ მოთმინება დაკარგა სამართლებრივი მრავალსიტყვაობის გამო და თქვა: – „ოღონდ ქორწინების არარსებობა და მემკვიდრეების არყოლა გამორიცხულია, ასე რომ, დანარჩენი შეიძლება წაკითხულად მივიჩნიოთ“.
But here she grew impatient with this legal verbiage, and said, "but there won’t be any default of marriage, nor of heirs either, so the rest can be taken as read".
103960.
ორლანდო | კარი მეხუთე
როცა სასამართლო პროცესის დასკვნა საყოველთაოდ ცნობილი გახდა (ხმები ხომ გაცილებით სწრაფად დაფრინავდა, ვიდრე ტელეგრაფი, რომელმაც ის დღეს ჩაანაცვლა), მთელმა ქალაქმა მოილხინა.
When the result of the lawsuit was made known (and rumour flew much quicker than the telegraph which has supplanted it), the whole town was filled with rejoicings.