მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103961.
ორლანდო | კარი მეხუთე
ცხენებს ეტლები შეაბეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარეთ გაეყვანათ.
Horses were put into carriages for the sole purpose of being taken out.
103962.
ორლანდო | კარი მეხუთე
ცარიელი ოთხადგილიანი ეტლები და ლანდოები განუწყვეტლივ აღმა-დაღმა დახრიგინებდნენ.
Empty barouches and landaus were trundled up and down incessantly.
103963.
ორლანდო | კარი მეხუთე
ქალაქი გაჩაღებული იყო.
The town was illuminated.
103964.
ორლანდო | კარი მეხუთე
ოქროს ზარდახშები უსაფრთხოდ დაიგმანა მინის ბუდეებში.
Gold caskets were securely sealed in glass cases.
103965.
ორლანდო | კარი მეხუთე
მონეტებს საგულდაგულოდ ინახავდნენ ქვების ქვეშ.
Coins were duly laid under stones.
103966.
ორლანდო | კარი მეხუთე
აშენდა საავადმყოფოები.
Hospitals were built.
103967.
ორლანდო | კარი მეხუთე
გაიხსნა ვირთაგვების და ბეღურების კლუბები.
Rat and Sparrow clubs were inaugurated.
103968.
ორლანდო | კარი მეხუთე
ბაზრობებზე ათობით თურქი ქალის სურაათი დაწვეს, უამრავი ავარა ბიჭის ფიტულთან ერთად, პირში ჩაჩრილი წარწერიანი ლენტებით „მე უნამუსო თაღლითი ვარ“.
Turkish women by the dozen were burnt in effigy in the market-place, together with scores of peasant boys with the label "I am a base Pretender".
103969.
ორლანდო | კარი მეხუთე
მალე ორლანდოსკენ მიმავალ გზაზე დედოფლის რამდენიმე კრემისფერი პონი გამოჩნდა ბრძანებით, იმავე ღამით ხლებოდა დედოფალს სადილად და ღამის გასათევად.
The Queen’s cream-coloured ponies were soon seen trotting up the avenue with a command to Orlando to dine and sleep with the Queen, that very same night.
103970.
ორლანდო | კარი მეხუთე
რადგან, როცა ბაზრობაზე კოცონებს აჩაღებდნენ, ის ბნელ ტყეებს აფარებდა თავს შელმერდინთან ერთად, განმარტოებით.
For when the bonfires were blazing in the marketplace, she was in the dark woods with Shelmerdine alone.
103971.
ორლანდო | კარი მეხუთე
ისეთი მშვენიერი ამინდი იდგა, რომ ხეებს უძრავად გაეშალათ ტოტები მათ თავზე.
So fine was the weather that the trees stretched their branches motionless above them.
103972.
ორლანდო | კარი მეხუთე
თუ ფოთოლი ჩამოვარდებოდა, წითლად და ოქროსფრად დაწინწკლული, ისე ნელა ეშვებოდა ძირს, რომ შეიძლება ნახევარ საათს გედევნებინათ თვალი, როგორ მოფარფატებდა, სანამ ორლანდოს ტერფზე არ დაეცემოდა და საბოლოოდ არ შეწყვეტდა რხევას.
If a leaf fell, it fell, spotted red and gold, so slowly that one could watch it for half an hour fluttering and falling till it came to rest at last, on Orlando’s foot.
103973.
ორლანდო | კარი მეხუთე
აქ აუცილებელია, განგიმარტოთ, რომ, როცა შელმერდინს სახელის პირველი მარცვლით მიმართავდა, ორლანდო ერთგვარ მეოცნებე, მოსიყვარულე, დამყოლ გუნებაზე იყო.
Here it must be explained, that when she called him by the first syllable of his first name, Orlando was in a dreamy, amorous, acquiescent mood.
103974.
ორლანდო | კარი მეხუთე
მაშინ შელმერდინი რქის კონცხის პაწია მოდელს აშენებდა ფიჩხით და ხმელი ფოთლებით და ერთი-ორი ლოკოკინას ნიჟარით, იქ, სადაც იმ დროს იყვნენ.
Then Shelmerdine would make a little model on the ground of the Cape with twigs and dead leaves and a snail shell or two.
103975.
ორლანდო | კარი მეხუთე
„აქ ჩრდილოეთია“, – ეტყოდა ხოლმე, – „იქ კი სამხრეთია“.
"Here’s the north", he would say, "There’s the south".
103976.
ორლანდო | კარი მეხუთე
ქარი სადღაც, აი, აქედან ამოვარდება.
The wind’s coming from hereabouts.
103977.
ორლანდო | კარი მეხუთე
ახლა ბრიგი დასავლეთისკენ მიცურავს.
Now the brig is sailing due west.
103978.
ორლანდო | კარი მეხუთე
აი, აქ, სადაც ბალახის ეს ნაგლეჯებია, გემი დინებაში შედის, რომელიც აღნიშნულია – აბა, სადაა ჩემი რუკა და კომპასები, ბოცმანო?
Here, where this bit of grass is, she enters the current which you’ll find marked — where’s my map and compasses, Bo’sun?
103979.
ორლანდო | კარი მეხუთე
ოო! გმადლობთ, ეგეც გამოგვადგება, სადაც ლოკოკინის ნიჟარაა.
Ah! thanks, that’ll do, where the snail shell is.
103980.
ორლანდო | კარი მეხუთე
გადადიოდა ნაპირზე; შავკანიანი ქალის მახეში ებმებოდა; განიცდიდა; პასუხს დაეძებდა; პასკალს კითხულობდა; ფილოსოფიური ნაშრომის დაწერა სურდა; ყიდულობდა მაიმუნს და ასე და ასე შემდეგ.
She went on shore; was trapped by a black woman; repented; reasoned it out; read Pascal; determined to write philosophy; bought a monkey and so on.