მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104001.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო შინ შევიდა.
Orlando went indoors.
104002.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყველაფერი გარინდულიყო.
Everything was completely still.
104003.
ორლანდო | კარი მეექვსე
აი, სამელნე: აი, კალამი; მისი პოემის ხელნაწერიც იქვე იდო, შუაგზაზე შეწყვეტილი, როცა მარადისობისთვის აპირებდა პატივის მიგებას.
There was the ink pot: there was the pen; there was the manuscript of her poem, broken off in the middle of a tribute to eternity.
104004.
ორლანდო | კარი მეექვსე
ის იყო, უნდა ეთქვა, არაფერი იცვლებაო, რომ ბასკეტმა და ბართოლომიუმ გააწყვეტინეს სიტყვა.
She had been about to say, when Basket and Bartholomew interrupted, nothing changes.
104005.
ორლანდო | კარი მეექვსე
მერე კი, სულ რაღაც სამწამ-ნახევარში, ყველაფერი შეიცვალა – ფეხი მოიტეხა, შეუყვარდა და შელმერდინზე დაიწერა ჯვარი.
And then, in the space of three seconds and a half, everything had changed — she had broken her ankle, fallen in love, married Shelmerdine.
104006.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამის დასტურად თითზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა.
There was the wedding ring on her finger to prove it.
104007.
ორლანდო | კარი მეექვსე
მართალია, ეს ბეჭედი თვითონ გაიკეთა, სანამ შელმერდინს შეხვდებოდა, მაგრამ იმ დროს სრულიად გამოუსადეგარი იყო.
It was true that she had put this ring herself before she met Shelmerdine, but that had proved worse than useless.
104008.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლა კი ცრუმორწმუნე ადამიანის მოკრძალებით ატრიალებდა და ატრიალებდა ბეჭედს, ფრთხილობდა, შემთხვევით თითის სახსარზე არ ჩამისრიალდესო.
She now turned the ring round and round, with superstitious reverence, taking care lest it should slip past the joint of her finger.
104009.
ორლანდო | კარი მეექვსე
საქორწინო ბეჭედი მარცხენა ხელის არათითზე უნდა ეკეთოს, – თქვა, როგორც ბავშვმა, გულისყურით რომ იმეორებს გაკვეთილს, – სხვა შემთხვევაში აზრი ეკარგება.
"The wedding ring has to be put on the third finger of the left hand", she said, like a child cautiously repeating its lesson, "for it to be of any use at all".
104010.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასე ლაპარაკობდა ხმამაღლა, და ის კი არა, მედიდურადაც, რაც საერთოდ არ სჩვეოდა, თითქოს უნდოდა, ვინმე ისეთს გაეგონა, ვისი კეთილგანწყობის მოპოვებაც სურდა.
She spoke thus, aloud and rather more pompously than was her wont, as if she wished someone whose good opinion she desired to overhear her.
104011.
ორლანდო | კარი მეექვსე
სინამდვილეში კი, ახლა, როცა, როგორც იქნა, მოახერხა ფიქრებისთვის თავის მოყრა, აინტერესებდა, როგორ იმოქმედა მისმა საქციელმა ეპოქის სულზე.
Indeed, she had in mind, now that she was at last able to collect her thoughts, the effect that her behaviour would have had upon the spirit of the age.
104012.
ორლანდო | კარი მეექვსე
ერთი სული ჰქონდა გაეგო, მოიწონებდა თუ არა მის გადადგმულ ნაბიჯს – შელმერდინთან ნიშნობას და ჯვრისწერას.
She was extremely anxious to be informed whether the steps she had taken in the matter of getting engaged to Shelmerdine and marrying him met with its approval.
104013.
ორლანდო | კარი მეექვსე
უდავოა – თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა.
She was certainly feeling more herself.
104014.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაინც, ეჭვი ღრღნიდა.
Yet, she had her doubts.
104015.
ორლანდო | კარი მეექვსე
კი, გათხოვილი ნამდვილად იყო; მაგრამ, თუ ქმარი ყოველთვის ზღვაშია გასული რქის კონცხის ირგვლივ სანაოსნოდ, გათხოვილი ხარ?
She was married, true; but if one’s husband was always sailing round Cape Horn, was it marriage?
104016.
ორლანდო | კარი მეექვსე
თუ ქმარი მოგწონს, გათხოვილი ხარ?
If you like your husband, are you married?
104017.
ორლანდო | კარი მეექვსე
თუ სხვა ადამიანებიც მოგწონს, გათხოვილი ხარ?
If you like other people, are you married?
104018.
ორლანდო | კარი მეექვსე
ბოლოს და ბოლოს, თუ შენი ყველაზე დიდი ნატვრა ამქვეყნად პოეზიის წერაა, გათხოვილი ხარ?
And finally, if you still wish, more than anything in the whole world, to write poetry, are you married?
104019.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოს ეჭვი ღრღნიდა.
Orlando had his doubts.
104020.
ორლანდო | კარი მეექვსე
დახედა ბეჭედს.
She looked at the ring.