მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104021.
ორლანდო | კარი მეექვსე
სამელნეს შეხედა.
She looked at the ink pot.
104022.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნუთუ გაბედა?
Did she dare?
104023.
ორლანდო | კარი მეექვსე
არა, ვერ გაბედავს.
No, she will not dare.
104024.
ორლანდო | კარი მეექვსე
არა. არ შეუძლია.
No, she can not.
104025.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაშ რა უნდა ქნას?
What should she do then?
104026.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ამაზე უკეთ რომ ცხოვრებაში არასოდეს უგრძვნია თავი?
But she had never felt better in her life.
104027.
ორლანდო | კარი მეექვსე
„ჯანდაბას ყველაფერი“! – შეჰყვირა ძველებური შემართებით.
"Hang it all"! she cried, with a touch of her old spirit.
104028.
ორლანდო | კარი მეექვსე
„აბა, დავიწყოთ“! და ორლანდომ კალამი სამელნეში ჩააწო.
"Here goes"! And Orlando plunged her pen deep in the ink.
104029.
ორლანდო | კარი მეექვსე
საშინლად გაუკვირდა, რომ ამას აფეთქება არ მოჰყოლია.
To her enormous surprise, there was no explosion.
104030.
ორლანდო | კარი მეექვსე
კალმის წვერი ამოაძრო.
She drew the nib out.
104031.
ორლანდო | კარი მეექვსე
სველი იყო, ოღონდ არ წვეთავდა.
It was wet, but not dripping.
104032.
ორლანდო | კარი მეექვსე
წერას შეუდგა.
She started writing.
104033.
ორლანდო | კარი მეექვსე
სიტყვები, თუმც ოდნავი შეყოვნებით, მაგრამ მაინც ჩნდებოდნენ.
The words were a little long in coming, but come they did.
104034.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეჰ! მაგრამ ნეტა ჰქონდა კი რამე აზრი?
Ah! but did they make sense?
104035.
ორლანდო | კარი მეექვსე
დაეჭვდა, შიშმა მოიცვა.
She wondered, a panic coming over her.
104036.
ორლანდო | კარი მეექვსე
წაიკითხა: მერე მივადექი მდელოს, სადაც ნორჩ ბალახს ღვინას თავჩაქინდრული ზანზალაკები აფერმკრთალებდა, უცხო, პირქუშ, ასპიტისებრ ყვავილს ეგვიპტელი ასულივით მქრქალი იისფერი ეხურა მანდილი.
She read: And then I came to a field where the springing grass Was dulled by the hanging cups of fritillaries, Sullen and foreign-looking, the snaky flower, Scarfed in dull purple, like Egyptian girls.
104037.
ორლანდო | კარი მეექვსე
წერის დროს რაღაცა ძალა იგრძნო, რომელიც თითქოს ზურგს უკანიდან ადევნებდა თვალს და როცა დაწერა „ეგვიპტელი ასული“, ამ ძალამ უთხრა, შეწყვიტეო.
As she wrote she felt some power watching over her shoulder, and when she had written "Egyptian girls", the power told her to stop.
104038.
ორლანდო | კარი მეექვსე
არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ადამიანის სულის ყველაზე ბნელით მოცულ გამოხატულებებს ვეხებით.
Remember we are dealing with the most obscure manifestations of the human spirit.
104039.
ორლანდო | კარი მეექვსე
როგორც ამბობ, შენი ქმარი კონცხზე ყოფილა, არა?
You have a husband at the Cape, you say?
104040.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაშ კარგი, საკმარისიაო.
Ah, well, that’s enough.