მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103981.
ორლანდო | კარი მეხუთე
ზანგი ქალები მაცთუნებლად ლამაზები არიან, არა?
Negresses are seductive, aren’t they?
103982.
ორლანდო | კარი მეხუთე
შელმერდინი, რომელიც ამ დროს უყვებოდა, როგორ გამოელიათ ორცხობილები, გაკვირვებული და აღტაცებული რჩებოდა ორლანდოს საოცარი მიხვედრილობით.
Shelmerdine having told her that the supply of biscuits now gave out, he was surprised and delighted to find how well Orlando had taken his meaning.
103983.
ორლანდო | კარი მეხუთე
ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ მამაკაცი არ ხარ?
Are you positive you aren’t a man?
103984.
ორლანდო | კარი მეხუთე
ჰკითხავდა ხოლმე შეშფოთებული, და ორლანდო ბანს აძლევდა.
He would ask anxiously, and Orlando would echo.
103985.
ორლანდო | კარი მეხუთე
და განაგრძობდნენ ხოლმე ასე საუბარს, ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ერთმანეთის შეცნობას, რაც საუბრის უმთავრეს ხელოვნებად იქცა ეპოქაში, როცა სიტყვის მარაგი ყოველდღიურად შეიზღუდა აზრებთან შედარებით.
And so they would go on talking or rather, understanding eachother, which has become the main art of speech in an age when words are growing daily so scanty in comparison with ideas.
103986.
ორლანდო | კარი მეხუთე
საიდანაც გამომდინარეობს, რომ მარტო სტილის უბადლო დიდოსტატებს ძალუძთ სიმართლის თქმა, ასე რომ, როცა ვინმე ერთმარცვლიან მარტივ მწერალს გადაეყრება, შეიძლება დაასკვნას, რომ ის საცოდავი კაცი იტყუება.
And from this it follows that only the most profound masters of style can tell the truth, and when one meets a simple one-syllable writer, one may conclude, that the poor man is lying.
103987.
ორლანდო | კარი მეხუთე
მერე, როცა ორლანდოს შემოდგომის ფოთლები თითქმის მთლიანად დაუფარავდა ტერფებს, წამოდგებოდა და სრულიად მარტო შედიოდა ტყის სიღრმეში სასეირნოდ.
Then, when Orlando's feet were fairly covered with autumn leaves, he would rise and stroll away into the heart of the woods in solitude.
103988.
ორლანდო | კარი მეხუთე
ასე გაატარეს რვა თუ ცხრა დღე.
Eight or nine days had been spent thus.
103989.
ორლანდო | კარი მეხუთე
მას მეორე ფოთოლი მოჰყვა, მეორეს – მესამე.
A second leaf followed it and then a third.
103990.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდოს გააჟრჟოლა და გაფითრდა.
Orlando shivered and turned pale.
103991.
ორლანდო | კარი მეხუთე
ქარი ამოვარდა.
It was the wind.
103992.
ორლანდო | კარი მეხუთე
შელმერდინი – მაგრამ ახლა უფრო მართებული იქნება ის ბონთროპად მოვიხსენიოთ – ფეხზე წამოიჭრა.
Shelmerdine — but it would be more proper now to call him Bonthrop — leapt to his feet.
103993.
ორლანდო | კარი მეხუთე
„ქარი“! – შეჰყვირა მან.
"The wind"! he cried.
103994.
ორლანდო | კარი მეხუთე
ერთად გაიქცნენ ტყეში.
Together they ran through the woods.
103995.
ორლანდო | კარი მეხუთე
ზარები დარეკეს.
Bells were rung.
103996.
ორლანდო | კარი მეხუთე
ხალხს მოუხმეს.
People were summoned.
103997.
ორლანდო | კარი მეხუთე
ბოლოს, მისტერ დაპერიც გამოჩნდა, ხელით იჭერდა ქარში აფრიალებული ჰალსტუხის ბოლოებს და იკითხა, ლოცვანი სად არისო.
At length there was Mr Dupper catching at the ends of his tie and asking where was the prayer book.
103998.
ორლანდო | კარი მეხუთე
ყველაფერი მოძრაობდა და ირეოდა.
All was movement and confusion.
103999.
ორლანდო | კარი მეხუთე
და ყველა ფეხზე წამოდგა, როცა ორგანმა დაიგუგუნა და ელვა აციმციმდა და წვიმის თქეში დაიღვარა.
And up they rose with the organ booming and the lightning playing and the rain pouring.
104000.
ორლანდო | კარი მეხუთე
ორლანდო შინ შევიდა.
Orlando went in.