მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104041.
ორლანდო | კარი მეექვსე
და სულმა გზა განაგრძო.
And so the spirit passed on.
104042.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო თითქმის სრულიად დარწმუნებული იყო, რომ, თუ ეპოქის სული მის გონებას და წარმოსახვას გულისყურით შეისწავლიდა, აუცილებლად აღმოაჩენდა რამე უაღრესად კონტრაბანდულს, რისთვისაც დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევდა.
Orlando was extremely doubtful whether, if the spirit had examined the contents of her mind carefully, it would have found something highly contraband for which she would have had to pay the full fine.
104043.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო კი ბეწვზე გადარჩა.
Orlando had only escaped by the skin of her teeth.
104044.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოს შვების ღრმა ოხვრა აღმოხდა, ან კი რა გასაკვირია, რადგან სასიკეთო გარიგება მწერალსა და ეპოქის სულს შორის განუზომლად ფაქიზი საკითხია.
Orlando heaved a deep sigh of relief, as, indeed, well she might, for the transaction between a writer and the spirit of the age is one of infinite delicacy.
104045.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ ისე გათვალა ყველაფერი, რომ უაღრესად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა; მას აღარც ეპოქასთან ბრძოლა მოუწევდა და არც დანებდებოდა მას.
Orlando had so ordered it that she was in an extremely happy position; she need neither fight her age, nor submit to it.
104046.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასე რომ, ახლა შეეძლო ეწერა, და დაწერა კიდეც.
Now, therefore, she could write, and write she did.
104047.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლა ნოემბერი იყო.
It was now November.
104048.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნოემბერს დეკემბერი მოჰყვება.
After November, comes December.
104049.
ორლანდო | კარი მეექვსე
მერე იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილი.
Then January, February, March, and April.
104050.
ორლანდო | კარი მეექვსე
აპრილის მერე მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო მოდის.
After April comes May, June, July, August follow.
104051.
ორლანდო | კარი მეექვსე
შემდეგ სექტემბერი.
Next is September.
104052.
ორლანდო | კარი მეექვსე
მერე ოქტომბერი და აი, ხედავთ, ისევ ნოემბერში დავბრუნდით, და მთელი წელიწადიც გასრულდა.
Then October, and so, behold, here we are back at November again, with a whole year accomplished.
104053.
ორლანდო | კარი მეექვსე
ბიოგრაფიის წერის ამგვარ ხერხს, თუმც გარკვეული ღირსებები აქვს, მაგრამ იქნებ ოდნავ მწირიცაა და მკითხველმა, შეიძლება გვისაყვედუროს.
This method of writing biography, though it has its merits, is a little bare, perhaps, and the reader may complain.
104054.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ რის მაქნისია ბიოგრაფი, როცა მისი აღსაწერი სუბიექტი ისეთი დილემის წინაშე დააყენებს, როგორიც ორლანდომ შეგვიქმნა ახლა?
But what can the biographer do when his subject has put him in the predicament into which Orlando has now put us?
104055.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყველა, ვისი აზრიც ფასეულად მიგვაჩნია, თანხმდება, რომ ერთადერთი მიზანშეწონილი თემა მწერლის თუ ბიოგრაფისთვის არის სიცოცხლე.
Life, it has been agreed by everyone whose opinion is worth consulting, is the only fit subject for novelist or biographer.
104056.
ორლანდო | კარი მეექვსე
იგივე ავტორიტეტები მივიდნენ აზრამდე, რომ სიცოცხლეს არაფერი ესაქმება სკამზე უმოქმედოდ ჯდომასთან და ფიქრთან.
Life, the same authorities have decided, has nothing whatever to do with sitting still in a chair and thinking.
104057.
ორლანდო | კარი მეექვსე
ფიქრი და ცხოვრება ისევე შორს არიან ერთმანეთისგან, როგორც ორი პოლუსი.
Thought and life are as the poles asunder.
104058.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამდენად – რაკი უმოქმედოდ სკამზე ჯდომა და ფიქრი ზუსტად ისაა, რასაც ორლანდო აკეთებს ახლა – ისღა დაგვრჩენია, თვეები და სეზონები ჩამოვთვალოთ.
Therefore — since sitting in a chair and thinking is precisely what Orlando is doing now — there is nothing for it but to recite the months and seasons
104059.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო კი გაუნძრევლად იჯდა.
Orlando sat still.
104060.
ორლანდო | კარი მეექვსე
ან პეპელა შემოფრენილიყო და მის სკამზე შემომჯდარიყო, ამაზეც შევძლებდით წერას.
Or if a butterfly had fluttered and settled on her chair, we could write about that.