მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104061.
ორლანდო | კარი მეექვსე
ან, წარმოიდგინეთ, რომ ორლანდო წამომდგარიყო და ბზიკი მოეკლა.
Or suppose Orlando had got up and killed a wasp.
104062.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაშინ ხომ დაუყოვნებლივ დავტაცებდით ხელს კალამს და წერას დავიწყებდით.
Then, at once, we could out with our pens and start writing.
104063.
ორლანდო | კარი მეექვსე
რადგან ეს უკვე სისხლისღვრა იქნებოდა, თუნდაც ერთი ბზიკისა.
For there would be blood shed, if only the blood of a wasp.
104064.
ორლანდო | კარი მეექვსე
სადაც სისხლია, იქვეა სიცოცხლეც.
Where there is blood there is life.
104065.
ორლანდო | კარი მეექვსე
და მართალია, ბზიკის მკვლელობა არაფერია ადამიანის მკვლელობასთან შედარებით, მაინც უფრო შესაფერისი თემაა მწერლის ან ბიოგრაფისთვის, ვიდრე ღრუბლებში ფრენა.
And if killing a wasp is the merest trifle compared with killing a man, still it is a fitter subject for novelist or biographer than this mere wool-gathering.
104066.
ორლანდო | კარი მეექვსე
შეიძლება დავიჩივლოთ კიდეც – რა იქნებოდა, ჩვენი პერსონაჟები მეტ გულისხმიერებას იჩენდნენ ბიოგრაფების მიმართ!
If only personages, we might complain, had more consideration for their biographers!
104067.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ორლანდო ქალი იყო – ლორდმა პალმერსტონმაც დაადასტურა ეს სულ ახლახან.
But Orlando was a woman — Lord Palmerston had just proved it.
104068.
ორლანდო | კარი მეექვსე
და ყველანი ვთანხმდებით, როცა ქალის ბიოგრაფიას ვწერთ, აღარ მოვითხოვოთ მოქმედება, და მოქმედება სიყვარულით ჩავანაცვლოთ.
And when we are writing the life of a woman, we may, it is agreed, waive our demand for action, and substitute love instead.
104069.
ორლანდო | კარი მეექვსე
სიყვარული კი, როგორც პოეტმა თქვა, უმთავრესია ქალის ცხოვრებაში.
Love, the poet has said, is the most important in woman’s life.
104070.
ორლანდო | კარი მეექვსე
და თუ წამით თვალს შევავლებთ ორლანდოს, როცა ის თავის საწერ მაგიდას მიუჯდება და წერს, უნდა ვაღიაროთ, რომ არ შობილა ქალი, ამ მოწოდებას უფრო რომ შვენოდეს.
And if we look for a moment at Orlando writing at her table, we must admit that never was there a woman more fitted for that calling.
104071.
ორლანდო | კარი მეექვსე
რა თქმა უნდა, რაკი ქალია, და თანაც ლამაზი, და თანაც ახალგაზრდა ქალი, სულ მალე დათმობს პრეტენზიას მწერლობაზე და ფიქრს დაიწყებს, უკიდურეს შემთხვევაში, თუნდაც ტყისმცველზე.
Surely, since she is a woman, and a beautiful woman, and a young woman, she will soon give over this pretence of writing and thinking and begin at least to think of a gamekeeper.
104072.
ორლანდო | კარი მეექვსე
და მერე პატარა ბარათს მისწერს და კვირა საღამოსთვის საიდუმლო პაემანს დაუნიშნავს და კვირა საღამოც მოვა.
And then she will write him a little note and make an assignation for Sunday dusk and Sunday dusk will come.
104073.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოც უეჭველია, ჩაიდენდა რამე ასეთს?
Surely Orlando must have done one of these things?
104074.
ორლანდო | კარი მეექვსე
ვაი რომ – და თუნდ ათასჯერ კიდევ, – ვაი რომ, არაფერი მსგავსი არ ჩაუდენია.
Alas — a thousand times, alas, she did none of them.
104075.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხომ არ მოგვიწევს იმის დაშვება, რომ ორლანდო ერთი იმ უზნეო ურჩხულთაგანია, რომელმაც არ იცის, რა არის სიყვარული?
Must it then be admitted that Orlando was one of those monsters of iniquity who do not know what is love?
104076.
ორლანდო | კარი მეექვსე
ძაღლებს კეთილად ექცეოდა, მეგობრების ერთგული იყო, განუზომელი ხელგაშლილობა გამოუვლენია ათობით მშიერი პოეტის მიმართ, პოეზიას ეტრფოდა.
She was kind to dogs, faithful to friends, generosity itself to a dozen starving poets, had a passion for poetry.
104077.
ორლანდო | კარი მეექვსე
როგორც მას მამაკაცი რომანისტები განსაზღვრავენ.
As the male novelists define it.
104078.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ სიყვარულს – არაფერი ესაქმება სიკეთესთან, ერთგულებასთან, ხელგაშლილობასთან ან პოეზიასთან.
But love — has nothing whatever to do with kindness, fidelity, generosity, or poetry.
104079.
ორლანდო | კარი მეექვსე
სიყვარული ნიშნავს ქალის ქვედაწელის გახდას და...
Love is slipping off woman’s petticoat and...
104080.
ორლანდო | კარი მეექვსე
თუმცა ყველამ ვიცით, რა არის სიყვარული.
But we all know what love is.