მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104081.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოს თუ უქნია რამე ასეთი?
Did Orlando do something like that?
104082.
ორლანდო | კარი მეექვსე
ჭეშმარიტება გვიბიძგებს განვაცხადოთ, რომ არა, არ უქნია.
Truth compels us to say no, she did not.
104083.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაშ, თუ ჩვენი ბიოგრაფიის მთავარ მოქმედ გმირს არც არავინ შეუყვარდება და არც არავის მოკლავს, არამედ მხოლოდ იფიქრებს და წარმოიდგენს, უფლება გვაქვს დავასკვნათ, რომ ეს ქალი თუ კაცი, არაფრით სჯობს ლეშს, და უნდა შევეშვათ.
If then, the subject of our biography will neither love nor kill, but will only think and imagine, we may conclude that woman or man is no better than a corpse and so leave her.
104084.
ორლანდო | კარი მეექვსე
ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ფანჯარაში გავიხედოთ.
The only resource now left us is to look out of the window.
104085.
ორლანდო | კარი მეექვსე
იქ ბეღურებს დაინახავდით; შოშიებს; რამდენიმე გვრიტს და ორიოდე ჭილყვავს.
There were sparrows; there were starlings; there were a number of doves, and one or two rooks.
104086.
ორლანდო | კარი მეექვსე
აი, ერთი ჭიაყელას პოულობს, მეორე – ლოკოკინას.
One finds a worm, another a snail.
104087.
ორლანდო | კარი მეექვსე
ერთი ტოტზე დაფარფატებს, მეორე კორდზე დაცუნცულებს.
One flutters to a branch, another takes a little run on the turf.
104088.
ორლანდო | კარი მეექვსე
მერე ლაქია გადაკვეთს შიდა ეზოს, მას მწვანე მაუდის წინსაფარი უკეთია.
Then a servant crosses the courtyard, wearing a green baize apron.
104089.
ორლანდო | კარი მეექვსე
სავარაუდოდ, რომელიღაც მოახლესთან გაუბამს სასიყვარულო ინტრიგა, მაგრამ, რაკი ვერანაირ ხილულ მტკიცებულებას ვერ მოვიპოვებთ აქ, შიდა ეზოში, ისღა დაგვრჩენია, უკეთესის იმედი ვიქონიოთ და თავი გავანებოთ.
Presumably he is engaged on some intrigue with one of the maids, but as no visible proof is offered us, in the courtyard, we can but hope for the best and leave it.
104090.
ორლანდო | კარი მეექვსე
ღრუბლები მიქრიან და ერთგვარ ფერთა ფორიაქს აფრქვევენ ქვემოთ, ბალახზე.
Clouds pass with some disturbance of the colour of the grass beneath.
104091.
ორლანდო | კარი მეექვსე
მზის საათი, როგორც ყოველთვის, მისთვის ჩვეული საიდუმლო ენით აღნუსხავს დროს.
The sun-dial registers the hour in its usual cryptic way.
104092.
ორლანდო | კარი მეექვსე
ისევ გვებადება ერთი-ორი შეკითხვა, ისე, ტყუილ-უბრალოდ, ისევ სიცოცხლეზე.
Our mind begins tossing up a question or two again, vainly, about this same life.
104093.
ორლანდო | კარი მეექვსე
სიცოცხლეო, – მღერის ის, ანთუ ღუღუნებს, როგორც ღუმელზე შემოდგმული ჩაიდანი.
Life, it sings, or croons rather, like a kettle on a hob.
104094.
ორლანდო | კარი მეექვსე
სიცოცხლეო, სიცოცხლეო, რა ხარ შენ?
Life, life, what art thou?
104095.
ორლანდო | კარი მეექვსე
სინათლე თუ სიბნელე, ლივრეიანი ლაქიის მაუდის წინსაფარი თუ შოშიის ჩრდილი ბალახზე?
Light or darkness, the baize apron of the under-footman or the shadow of the starling on the grass?
104096.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაშ ასე, შევუდგეთ დაკვირვებას ზაფხულის ამ დილას, როცა ყველა აყვავებულ ქლიავსა და ფუტკარს შეჰხარის.
Let us go, then, exploring, this summer morning, when all are adoring the plum blossom and the bee.
104097.
ორლანდო | კარი მეექვსე
რა არის სიცოცხლე? – ვაი რომ, არ ვიცით.
What life is? — alas, we don’t know.
104098.
ორლანდო | კარი მეექვსე
სკამი გასწია, მკლავები გაშალა, კალამი ხელიდან გააგდო, მივიდა ფანჯარასთან და შეჰყვირა: – მოვრჩი!
He pushed away her chair, stretched her arms, dropped her pen, came to the window, and exclaimed, "Done"!
104099.
ორლანდო | კარი მეექვსე
და კინაღამ მოცელილივით დავარდა ძირს იმ ზღაპრული ხედის შემხედვარე, რომელიც თვალწინ გადაეშალა.
She was almost felled to the ground by the extraordinary sight which now met her eyes.
104100.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეს იყო ბაღი და ჩიტები.
There was the garden and birds.