მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104101.
ორლანდო | კარი მეექვსე
სამყარო ჩვეულებრივად აგრძელებდა არსებობას.
The world was going on as usual.
104102.
ორლანდო | კარი მეექვსე
„და რომც მოვმკვდარიყავი, მაინც იგივე იქნებოდა“! – შესძახა მან.
"And if I were dead, it would be just the same"! she exclaimed.
104103.
ორლანდო | კარი მეექვსე
ერთ წამს შედგა და მშვენიერ, უდარდელ სანახაობას მიაჩერდა გაფართოებული თვალებით.
For a moment she stood looking at the fair, indifferent spectacle with staring eyes.
104104.
ორლანდო | კარი მეექვსე
ბოლოს გონს მოვიდა.
At length she was revived.
104105.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხელნაწერმა, რომელსაც გულთან ახლოს ინახავდა, ფრთხიალი და ფეთქვა ატეხა, ცოცხალ არსებასავით.
The manuscript which reposed near her heart began shuffling and beating as if it were a living thing.
104106.
ორლანდო | კარი მეექვსე
აუცილებლად უნდა წაეკითხათ.
It must be read.
104107.
ორლანდო | კარი მეექვსე
თუ არ წაიკითხავდნენ, მის უბეში ამოხდებოდა სული.
It would die in her bosom if it were not read.
104108.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ ცხოვრებაში პირველად იგრძნო ბრაზი ბუნების მიმართ.
For the first time in her life Orlando turned with violence against nature.
104109.
ორლანდო | კარი მეექვსე
მწევრები და ვარდის ბუჩქები უხვად ეხვია გარს.
Elk-hounds and rose bushes were about her in profusion.
104110.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ მწევრებს და ვარდის ბუჩქებს ხომ არც ერთს არ შეეძლო კითხვა.
But elk-hounds and rose bushes can none of them read.
104111.
ორლანდო | კარი მეექვსე
განგების ამ სავალალო დაუდევრობაზე აქამდე არასოდეს დაფიქრებულა.
It is a lamentable oversight on the part of Providence which had never struck her before.
104112.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ ზარი დარეკა.
Orlando rang the bell.
104113.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ ბრძანება გასცა, დაუყოვნებლივ მიეგვარათ ეტლი – ეტლი, ლონდონში გასამგზავრებლად.
Orlando ordered the carriage to take her to London at once.
104114.
ორლანდო | კარი მეექვსე
„ქალბატონო, ჯერ კიდე შეილება, მატარებელს მიუსწროთ, თორმეტს რო ოცი აკლია“, – უთხრა ბასკეტმა.
"There’s just time to catch the train, it is eleven forty, M’Lady", said Basket.
104115.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოს ჯერ არ ჰქონდა გაცნობიერებული ორთქლმავლის, ამ ახალი აღმოჩენის არსებობა.
Orlando had not yet realized the new invention of the steam engine.
104116.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ მხოლოდ ის შენიშნა, რომ ის ძალიან გამჭვარტლული იყო და საშინლად გრუხუნებდა.
Orlando noticed only that it was extremely smutty and rattled horribly.
104117.
ორლანდო | კარი მეექვსე
ფიქრებში ჩაფლული, მატარებელმა ისე გააქროლა ლონდონისკენ, რომ სულ რაღაც ერთ საათში უკვე ჩერინგ ქროსის ბაქანზე იდგა და არ იცოდა, სად წასულიყო.
Lost in thought, she was whirled up to London in something less than an hour and stood on the platform at Charing Cross, not knowing where to go.
104118.
ორლანდო | კარი მეექვსე
მისი ძველი სახლი ბლექფრაიერზში, სადაც უამრავი ტკბილად მოსაგონარი დღე გაატარა მეთვრამეტე საუკუნეში, ახლა გაყიდული იყო, ნაწილი ხსნის არმიამ შეიძინა და ნაწილი – ქოლგების ფაბრიკამ.
The old house at Blackfriars, where she had spent so many pleasant days in the eighteenth century, was now sold, part to the Salvation Army, part to an umbrella factory.
104119.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ სხვა სახლი იყიდა მეიფეარში.
She had bought another house in Mayfair.
104120.
ორლანდო | კარი მეექვსე
დიდი-დიდი, ნიკრისის ქარებმა თუ გადაინაცვლა გენერლის მარცხენა ფეხიდან მარჯვენაზე.
The gout might have shifted from the General’s left leg to his right, perhaps.