მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104121.
ორლანდო | კარი მეექვსე
ან, იქნებ მისტერ ლ.-მ ათი დღე ტ.-სთან კი არა, რ.-სთან გაატარა.
Mr L. might have stayed ten days with R. instead of T.
104122.
ორლანდო | კარი მეექვსე
მერე მისტერ პოუპი მოვიდოდა!
Then Mr Pope would come in.
104123.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ მისტერ პოუპი ხომ გარდაცვლილია.
But Mr Pope was dead.
104124.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნეტავი დღეს ვინ არიან დიდი მოაზროვნეებიო, გაიფიქრა – მაგრამ ეს ხომ ის კითხვა არ გახლდათ, რომელიც შეიძლება მებარგულს დაუსვას ადამიანმა, ასე რომ, გზა განაგრძო.
Who were the wits now, she wondered — but that was not a question one could put to a porter, and so she moved on.
104125.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლა ყურთასმენა წაიღეს ცხენების თავებზე გამობმულმა უთვალავმა ზანზალაკებმა.
Her ears were now distracted by the jingling of innumerable bells on the heads of horses.
104126.
ორლანდო | კარი მეექვსე
უუცნაურესი პატარა ბორბლებიანი ყუთები ჩაემწკრივებინათ ტროტუარებთან.
The strangest little boxes on wheels were drawn up by the pavement.
104127.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო სტრენდისკენ გაემართა.
Orlando walked out into the Strand.
104128.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ კიდევ უფრო დიდი ღრიანცელი იდგა.
There the uproar was even worse.
104129.
ორლანდო | კარი მეექვსე
უცნაურად გადახლართულიყვნენ ყველა ზომის ტრანსპორტში შებმული ხალასჯიშიანი თუ საფორნე ცხენები, რომელთაგან ზოგი დიდგვაროვან ხანდაზმულ მანდილოსანს მიაქროლებდა სადღაც, სხვები კი იატაკიდან ჭერამდე აბრეშუმის ცილინდრიანი, ულვაშებიანი მამაკაცებით იყო გადაჭედილი.
Vehicles of all sizes, drawn by blood horses and by dray horses, conveying one solitary dowager or crowded to the top by whiskered men in silk hats, were inextricably mixed.
104130.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოს თვალს, სუფთა საწერი ქაღალდის ყურებას რომ შესჩვეოდა ამდენი ხნის განმავლობაში, შემაშფოთებლად ეხამუშა ამდენი ეტლის, ურიკის, ომნიბუსის დანახვა.
Carriages, carts, and omnibuses seemed to her eyes, so long used to the look of a plain sheet of foolscap, alarmingly at loggerheads.
104131.
ორლანდო | კარი მეექვსე
ტროტუარის ყოველი კუთხე-კუნჭული ხალხით იყო გადავსებული.
Every inch of the pavement was crowded.
104132.
ორლანდო | კარი მეექვსე
ტროტუარის განაპირას კაცები იდგნენ.
Along the edge of the pavement stood men.
104133.
ორლანდო | კარი მეექვსე
კუთხეებში ქალები მიმსხდარიყვნენ გაზაფხულის ყვავილებით დატვირთულ უშველებელ კალათებთან და გაჰკიოდნენ.
At corners, women sat beside great baskets of spring flowers and bawled.
104134.
ორლანდო | კარი მეექვსე
ბიჭებიც, ტანზე მიკრული გაზეთებით ხელში, მიმორბოდნენ ცხენების ცხვირწინ აქეთ და იქით და ისინიც გაჰყვიროდნენ: „კატასტროფა„!
Boys running in and out of the horses’ noses, holding newspapers to their bodies, bawled too, "Disaster"!
104135.
ორლანდო | კარი მეექვსე
თავიდან ორლანდომ ივარაუდა, ალბათ სახელმწიფოს კრიზისს დავამთხვიე ლონდონში ჩამოსვლაო; მაგრამ ვერ იტყოდა, გარდატეხა სასიკეთო იყო თუ სამწუხარო.
At first Orlando supposed that she had arrived in London at some moment of national crisis; but whether it was happy or tragic, she could not tell.
104136.
ორლანდო | კარი მეექვსე
შეშფოთებული აკვირდებოდა ადამიანების სახეებს.
She looked anxiously at people’s faces.
104137.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ეს კიდევ უფრო აბნევდა.
But that confused her still more.
104138.
ორლანდო | კარი მეექვსე
აი, სასოწარკვეთილებით მოცულმა კაცმა ჩამოიარა, ისე ებუტბუტებოდა საკუთარ თავს, თითქოს რაღაც საშინელი უბედურების ამბავი შეეტყო.
Here would come by a man sunk in despair, muttering to himself as if he knew some terrible sorrow.
104139.
ორლანდო | კარი მეექვსე
უკან მსუქანი, მხიარული იერის ახალგაზრდა კაცი მიჰყვა, მუჯლუგუნი წაჰკრა და გაიკვლია გზა, თითქოს რაღაც დიდ დღესასწაულზე მიიჩქაროდა.
Past him would nudge a fat, jolly-faced fellow, shouldering his way along as if it were a festival for all the world.
104140.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდომ კი დაასკვნა, რომ ამ ყველაფერში არც რითმა იყო და არც რაიმე აზრი.
Indeed, she came to the conclusion that there was neither rhyme nor reason in any of it.