მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104141.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყოველ კაცსა და ყოველი ქალს მხოლოდ თავის საკუთარი საქმე აღელვებდა.
Each man and each woman was bent on his own affairs.
104142.
ორლანდო | კარი მეექვსე
და სად იყო მისი ადგილი?
And where was her place?
104143.
ორლანდო | კარი მეექვსე
გზა დაუფიქრებლად განაგრძო, აუყვა ერთ ქუჩას, დაუყვა მეორეს.
She walked on without thinking, up one street and down another.
104144.
ორლანდო | კარი მეექვსე
მერე კი დიდ, ღია მოედნებზე გავიდა, სადაც შუაში შავი, ლაპლაპა, ბოლომდე ღილკილოშეკრული მსუქანი მამაკაცების ქანდაკებები და ყალყზე შემდგარი გაჭენებული საბრძოლო ცხენები და სვეტები აზიდულიყო და შადრევნები ჩუხჩუხებდა და მტრედები დაფარფატებდნენ.
Then she came to great open squares with black shiny, tightly buttoned statues of fat men in the middle, and war horses prancing, and columns rising and fountains falling and pigeons fluttering.
104145.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასე იარა და იარა ტროტუარებზე სახლებს შორის, სანამ ძალიან არ მოშივდა, და რაღაცამ, გულთან ახლოს, უსაყვედურა, რატომ დამივიწყეო.
So she walked and walked along pavements between houses until she felt very hungry, and something fluttering above her heart rebuked her with having forgotten all about it.
104146.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეს მისი ხელნაწერი იყო.
It was her manuscript.
104147.
ორლანდო | კარი მეექვსე
საკუთარმა უგულისყურობამ შეაცბუნა.
She was confounded at her own neglect.
104148.
ორლანდო | კარი მეექვსე
ადგილზე გაქვავდა.
She stopped dead where she stood.
104149.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეტლი არსად ჩანდა.
No coach was in sight.
104150.
ორლანდო | კარი მეექვსე
ქუჩა, ფართო და ლამაზი, უცნაურად უკაცრიელი იყო.
The street, which was wide and handsome, was singularly empty.
104151.
ორლანდო | კარი მეექვსე
მხოლოდ ერთი ხანდაზმული მამაკაცი მოემართებოდა.
Only one elderly gentleman was approaching.
104152.
ორლანდო | კარი მეექვსე
როცა მიუახლოვდა, ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ადრე, ოდესღაც შეხვედროდა.
As he came nearer, she felt certain that she had met him at some time or other.
104153.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ სად?
But where?
104154.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნუთუ შეიძლება ეს ჯენტლმენი, ასეთი კოპწია, ასეთი წარმოსადეგი, ხელში კოხტა ხელჯოხითა და საყელოს ღილკილოში გაჩრილი ყვავილით, ვარდისფერი, მსუქანი ლოყებითა და დავარცხნილი თეთრი ულვაშით, ნუთუ შეიძლება.
Could it be that this gentleman, so neat, so portly, with a cane in his hand and a flower in his button-hole, with a pink, plump cheeks, and combed white moustaches, could it be.
104155.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოს ძველისძველი მეგობარი, ნიკ გრინი!
Orlando's very old friend, Nick Greene!
104156.
ორლანდო | კარი მეექვსე
სწორედ ამ დროს, მანაც შეხედა ორლანდოს, მასაც გაახსენდა და იცნო ის.
At the same time he looked at Orlando; remembered her; recognized her.
104157.
ორლანდო | კარი მეექვსე
„ლედი ორლანდო“! – შესძახა და აბრეშუმის ქუდი მოიშვლიპა თავიდან.
"The Lady Orlando"! he cried, sweeping his silk hat.
104158.
ორლანდო | კარი მეექვსე
„სერ ნიკოლას“! – აღმოხდა ორლანდოს.
"Sir Nicholas"! Orlando exclaimed.
104159.
ორლანდო | კარი მეექვსე
კიდევ ერთხელ დაუკრა თავი იმის ნიშნად, რომ არ შემცდარა.
With another bow, he acknowledged that he was not mistaken.
104160.
ორლანდო | კარი მეექვსე
ათობით ტომის ავტორი იყო.
He was the author of a score of volumes.