მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104161.
ორლანდო | კარი მეექვსე
მოკლედ, ვიქტორიანული ეპოქის ყველაზე გავლენიანი კრიტიკოსი იყო.
He was, in short, the most influential critic of the Victorian age.
104162.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნუთუ ეს ის აბეზარი, დაუოკებელი ახალგაზრდა კაცი იყო, ორლანდოს ხალიჩები რომ ამოუწვა, იტალიურ ბუხარში ყველი შებრაწა და სასაცილო ამბებს უყვებოდა მარლოსა და სხვებზე, და ვისთან ერთადაც ათი დღიდან ცხრაჯერ შეესწრო მზის ამოსვლას?
Could this be the plaguy, restless fellow who had burnt Orlando's carpets, and toasted cheese in the Italian fireplace and told such merry stories of Marlowe and the rest that they had seen the sun rise nine nights out of ten?
104163.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ვიდრე ორლანდო გაკვირვებული ფიქრობდა, ნიკოლას გრინმა კიდევ ერთხელ მდაბლად დაუკრა თავი და ჰკითხა, პატივს ხომ არ დამდებთ და ლანჩზე ხომ არ დამეწვევითო.
But even as she marvelled, he made another bow, and asked her whether she would honour him by lunching with him?
104164.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეს მდაბალი თავის დაკვრა ცოტა არ იყოს, ეზედმეტა, მაგრამ კეთილშობილი აღზრდის იმიტაცია ნამდვილად დამაჯერებლი იყო.
The bow was a thought overdone perhaps, but the imitation of fine breeding was creditable.
104165.
ორლანდო | კარი მეექვსე
გრინმა ხელთათმანები კოხტად ჩამოდო გვერდით, მაგიდაზე.
Green laid his gloves neatly on the table beside him.
104166.
ორლანდო | კარი მეექვსე
და მაინც, ორლანდო ვერ იჯერებდა, რომ ეს იგივე კაცი იყო.
Still she could hardly believe that he was the same man.
104167.
ორლანდო | კარი მეექვსე
ფრჩხილები სუფთად მოვლილი; მაშინ, როცა ოდესღაც ერთი დუიმი სიგრძისა ჰქონდა.
His nails were clean; where they used to be an inch long.
104168.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნიკაპი გაპარსული; მაშინ, როცა ოდესღაც შავი წვერი ჰქონდა მოშვებული.
His chin was shaved; where a black beard used to sprout.
104169.
ორლანდო | კარი მეექვსე
ოქროს სამაჯე საკინძებს ატარებდა; მაშინ, როცა ოდესღაც გაცრეცილი ტილოს პერანგის სამაჯეები ბულიონში ჰქონდა ამოსვრილი.
He wore gold sleeve-links; where his ragged linen used to dip in the broth.
104170.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეჰ! – თქვა მისტერ გრინმა და ნაზად ამოიოხრა.
"Ah!" Mr Green said, heaving a little sigh.
104171.
ორლანდო | კარი მეექვსე
ჩემო ძვირფასო ქალბატონო, ლიტერატურის დიადი დღეები წარსულს ჩაბარდა.
My dear lady, the great days of literature are over.
104172.
ორლანდო | კარი მეექვსე
მარლო, შექსპირი, ბენ ჯონსონი – აი, ნამდვილი გიგანტები.
Marlowe, Shakespeare, Ben Jonson — those were real giants.
104173.
ორლანდო | კარი მეექვსე
დრაიდენი, პოუპი, ედისონი კი – ნამდვილი გმირები.
Dryden, Pope, Addison — real heroes.
104174.
ორლანდო | კარი მეექვსე
და ვის ხელში დაგვტოვეს?
And whom have they left us?
104175.
ორლანდო | კარი მეექვსე
სიმართლე კი ის გახლავთ, – განაგრძო და ჭიქა ღვინით აივსო, – რომ ყველა ჩვენი ახალგაზრდა მწერალი წიგნის გამსაღებელზეა დამოკიდებული.
"The truth of it is", he go on, pouring himself a glass of wine, "that all our young writers are in the pay of the booksellers".
104176.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნებისმიერ ნაგავს ამოქექავენ, ოღონდაც მკერავის ქვითრები გაისტუმრონ.
They turn out any trash that serves to pay their tailor’s bills.
104177.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეს ეპოქა მანერული მეტაფორებით და უხეში ექსპერიმენტებით გამოირჩევა – აბა ელისაბედის ეპოქაში ვინ მოითმენდა ამას.
It an age marked by precious conceits and wild experiments — none of which the Elizabethans would have tolerated for an instant.
104178.
ორლანდო | კარი მეექვსე
არა, ჩემო ძვირფასო ქალბატონო, დიადი დღეები წარსულს ჩაბარდა.
No, my dear lady, the great days are over.
104179.
ორლანდო | კარი მეექვსე
წარსული უნდა დავაფასოთ; პატივი მივაგოთ იმ მწერლებს – ჯერ კიდევ შემორჩა ორიოდე – ვინც სიძველეს ირჩევს მოდელად.
We must cherish the past; honour those writers — there are still a few left of ‘em — who take antiquity for their model.
104180.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნამდვილად მზად იყო დაეფიცა, რომ დღეს ზუსტად იმავეს ამბობდა, რასაც სამასი წლის წინათ.
Indeed she could have sworn that she had heard him say the very same things three hundred years ago.