მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104181.
ორლანდო | კარი მეექვსე
გვარები, რა თქმა უნდა, სხვა იყო, მაგრამ სულისკვეთება არ შეცვლილა.
The names were different, of course, but the spirit was the same.
104182.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნიკ გრინი არ შეცვლილა.
Nick Greene had not changed.
104183.
ორლანდო | კარი მეექვსე
თუმცა, რაღაც ცვლილება მაინც იგრძნობოდა.
And yet, some change there was.
104184.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეს ხომ ოდესღაც ციცერონი იყოო, გაიფიქრა ორლანდომ.
Iit had been Cicero once, Orlando thought.
104185.
ორლანდო | კარი მეექვსე
გასუქდა; მაგრამ უკვე ხომ სამოცდაათიოდე წლის იქნება.
He had grown plump; but he was a man verging on seventy.
104186.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეტყობა, ლიტერატურა შემოსავლიანი საქმე გამხდარაო.
Literature had been a prosperous pursuit evidently.
104187.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ სადღაც გამქრალიყო ოდინდელი დაუოკებლობა, მხიარულება.
But somehow the old restless, vivacity had gone.
104188.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყოველ წამს გაიძახოდა, ჩემი ძვირფასი პოუპი თუ ჩემი სახელმოხვეჭილი მეგობარი ედისონიო.
He mentioned, "my dear friend Pope" or "my illustrious friend Addison" every other second.
104189.
ორლანდო | კარი მეექვსე
როგორც ჩანს, ერჩივნა, მისივე საკუთარ სისხლით ნათესავების საქმეებზე და გამონათქვამებზე ელაპარაკა, ვიდრე პოეტების სკანდალებზე, რასაც ოდესღაც აკეთებდა.
It seemed, to enlighten her about the doings and sayings of her own blood relations rather than tell her, as he used to do, scandal about the poets.
104190.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო უნებურად იმედგაცრუებული დარჩა.
Orlando was unaccountably disappointed.
104191.
ორლანდო | კარი მეექვსე
„ხელნაწერი“! – თქვა სერ ნიკოლასმა და ოქროს პენსნე დაიკოსა ცხვირზე.
"A manuscript"! said Sir Nicholas, putting on his nose a gold pince-nez.
104192.
ორლანდო | კარი მეექვსე
რა საინტერესოა, არაჩვეულებრივად საინტერესოა!
How interesting, how excessively interesting!
104193.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნება მიბოძეთ, გადავხედო.
Permit me to look at it.’
104194.
ორლანდო | კარი მეექვსე
და კიდევ ერთხელ, სულ რაღაც სამასი წლის შუალედით, ნიკოლას გრინმა აიღო პოემა, ყავის ფინჯნებსა და ლიქიორის სირჩებს შორის მოათავსა და კითხვას შეუდგა.
And once more, after an interval of some three hundred years, Nicholas Greene took a poem and, laying it down among the coffee cups and the liqueur glasses, began to read it.
104195.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ამჯერად მისი ვერდიქტი ძლიერ განსხვავდებოდა ადრინდელისგან.
But now his verdict was very different from what it had been then.
104196.
ორლანდო | კარი მეექვსე
როცა ხელნაწერს ფურცლავდა, თქვა, პოემამ ედისონის „კატო“ მომაგონაო.
It reminded him, he said as he turned over the pages, of Addison’s "Cato".
104197.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ თანამედროვეობის არანაირი კვალი არ შეინიშნება.
There is no trace in it of the modern spirit.
104198.
ორლანდო | კარი მეექვსე
ნაწარმოები ჭეშმარიტების, ბუნების, ადამიანის გულის კარნახითაა შექმნილი, რაც მართლაც დიდი იშვიათობაა ამ დაუდევარი ექსცენტრიკულობის ეპოქაში.
The is composed with a regard to truth, to nature, to the dictates of the human heart, which was rare indeed, in these days of unscrupulous eccentricity.
104199.
ორლანდო | კარი მეექვსე
რასაკვირველია, დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს.
It must, of course, be published instantly.
104200.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო მართლა ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა.
Really Orlando did not know what he meant.