მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104201.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხელნაწერს მუდამ კაბის უბეში ინახავდა.
She had always carried her manuscripts about with her in the bosom of her dress.
104202.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამ აზრმა საგრძნობლად გაახალისა სერ ნიკოლასი.
The idea tickled Sir Nicholas considerably.
104203.
ორლანდო | კარი მეექვსე
„როიალტიზე არ გიფიქრიათ“? – ჰკითხა მან.
"But what about royalties"? he asked.
104204.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოს მაშინვე ბაკინგემის სასახლე და იქ მცხოვრები პირქუში მბრძანებლები ამოუტივტივდა გონებაში.
Orlando’s mind flew to Buckingham Palace and some dusky potentates who happened to be staying there.
104205.
ორლანდო | კარი მეექვსე
იმას გულისხმობდა, რომ ბატონები ბედნიერები იქნებიან, თუ ერთი-ორ წინადადებას მივწერ და ამ წიგნს სიაში შევატანინებო.
He was alluding to the fact that Messrs would be delighted, if he wrote them a line, to put the book on their list.
104206.
ორლანდო | კარი მეექვსე
ალბათ იმასაც მოახერხებს, რომ ათპროცენტიანი უფლება მოიპოვოს ყოველ ეგზემპლარზე, სულ ორი ათას ცალამდე.
He could probably arrange for a royalty of ten per cent on all copies up to two thousand.
104207.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასე განაგრძო.
So he ran on.
104208.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდოს ამ ამბებისა არაფერი გაეგებოდა და ძველი გამოცდილება ხელს უშლიდა ბოლომდე ერწმუნა მისი კეთილი ბუნება.
Orlando understood nothing of all this, and from old experience did not altogether trust his good nature.
104209.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ სხვა გზა აღარ დარჩენოდა, უნდა დასთანხმებოდა მის აშკარა მოწადინებას და თავად პოემის მგზნებარე სურვილს.
But there was nothing for it but to submit to what was evidently his wish and the fervent desire of the poem itself.
104210.
ორლანდო | კარი მეექვსე
ასე რომ, სერ ნიკოლასმა სისხლდანთხეული დასტა წკრიალა კოხტა შეკვრად აქცია.
So Sir Nicholas made the blood-stained packet into a neat parcel.
104211.
ორლანდო | კარი მეექვსე
ბრტყლად დატკეპნილი ჩაიდო გულის ჯიბეში, რომ პიჯაკის იერსახე არ დაემახინჯებინა; და მრავალი ქათინაურის გაცვლის შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
Flattened it into his breast pocket, lest it should disturb the set of his coat; and with many compliments on both sides, they parted.
104212.
ორლანდო | კარი მეექვსე
ორლანდო ქუჩას გაუყვა.
Orlando walked up the street.
104213.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლა, როცა პოემა ხელიდან გაუშვა – და სიცარიელეს გრძნობდა მკერდის იმ ადგილში, სადაც ამდენ ხანს დაატარებდა – აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ეფიქრა რამეზე, რაზეც მოესურვებოდა.
Now that the poem was gone — and she felt a bare place in her breast where she had been used to carry it — she had nothing to do but reflect upon whatever she liked.
104214.
ორლანდო | კარი მეექვსე
არაჩვეულებრივ შესაძლებლობებზე, რასაც ბედი უქადის ადამიანს.
The extraordinary chances it might be of the human lot.
104215.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამ დროს ის სენტ-ჯეიმსის ქუჩას მიუყვებოდა; გათხოვილი ქალი; ხელზე ქორწინების ბეჭდით.
Here she was in St James’s Street; a married woman; with a ring on her finger.
104216.
ორლანდო | კარი მეექვსე
იქ, სადაც ოდესღაც ყავახანა იყო, ახლა რესტორანი დახვდა; ნაშუადღევის ოთხის ნახევარი იქნებოდა; მზე ანათებდა; სამი მტრედი დაინახა.
Where there had been a coffee house once there was now a restaurant; it was about half past three in the afternoon; the sun was shining; she saw three pigeons.
104217.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაშ რა ყოფილა სიცოცხლე?
What then, was Life?
104218.
ორლანდო | კარი მეექვსე
„ღმერთო ჩემო, შელ“, – მისწერა დეპეშაში, – „სიცოცხლე – ლიტერატურა – გრინი – მლიქვნელი“.
"My God Shel", she wired; "life, literature, Greene, toady".
104219.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ ის დაშიფრულ ენაზე გადავიდა, რომელიც მათ შეთხზეს, რომ უკიდურესად რთული სულიერი მდგომარეობის გადაცემა შესძლებოდათ ერთი-ორი სიტყვით ისე, რომ ტელეგრაფის კლერკი ვერაფერს მიმხვდარიყო.
Here she dropped into a cypher language which they had invented between them so that a whole spiritual state of the utmost complexity might be conveyed in a word or two without the telegraph clerk being any wiser.
104220.
ორლანდო | კარი მეექვსე
თუმცა არც მკითხველის ყურადღებას გამორჩებოდა ის ამბავი, რომ ორლანდო იზრდებოდა, რაც აუცილებლად როდი ნიშნავს უკეთესობისკენ ზრდას.
But it cannot have escaped the reader’s attention that Orlando was growing up — which is not necessarily growing better.