მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104221.
ორლანდო | კარი მეექვსე
დეპეშაზე პასუხს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მიიღებდა.
There could be no answer to her telegram for some hours.
104222.
ორლანდო | კარი მეექვსე
და ამიტომ, საფოსტო განყოფილებიდან გავიდა და გულის გადასაყოლებლად მომდევნო მაღაზიაში შევიდა, ისეთში, სრულიად ჩვეულებრივი რომაა დღეს ჩვენთვის და აღწერაც არ სჭირდება.
And so, leaving the post office, she turned to beguile herself into the next shop, which was a shop so common in our day that it needs no description.
104223.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეს იყო მაღაზია, სადაც წიგნებს ყიდდნენ.
It was a shop where they sold books.
104224.
ორლანდო | კარი მეექვსე
მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ორლანდოს მხოლოდ ხელნაწერები ენახა.
All her life long Orlando had known manuscripts.
104225.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხელში სჭერია ხეშეში ყავისფერი ფურცლები, სპენსერის წვრილი, ძნელად გასარჩევი ხელწერით შევსებული; უნახავს შექსპირის და მილტონის ხელნაწერები.
She had held in her hands the rough brown sheets on which Spenser had written in his little crabbed hand; she had seen Shakespeare’s script and Milton’s.
104226.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ამ უთვალავმა პაწია ტომმა, პრიალამ, ერთნაირმა, ეფემერულმა განუზომლად განაცვიფრა ორლანდო.
But these innumerable little volumes, bright, identical, ephemeral, surprised Orlando infinitely.
104227.
ორლანდო | კარი მეექვსე
შექსპირის შემოქმედების სრული კრებული სულ რაღაც ნახევარი კრონი ღირდა და კაცს ჯიბეში ჩაეტეოდა.
The whole works of Shakespeare cost half a crown, and could be put in one's pocket.
104228.
ორლანდო | კარი მეექვსე
ისეთი წვრილი შრიფტით დაებეჭდათ, რომ კითხვა ჭირდა, და მაინც სასწაული იყო.
One could hardly read them, indeed, the print was so small, but it was a marvel.
104229.
ორლანდო | კარი მეექვსე
აქ იყო ყველა მწერლის ნაწარმოები, რომელსაც იცნობდა ან გაეგონა, და ბევრად მეტიც, კიდით კიდემდე გადაჭიმულ გრძელ თაროებზე.
The works of every writer she had known or heard of and many more stretched from end to end of the long shelves.
104230.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამიტომ გამაოგნებელი შეკვეთა მისცა წიგნის გამყიდველს, – გაეგზავნათ მისთვის ყველაფერი, რაც რამდენადმე ღირებული იყო მაღაზიაში, და გარეთ გავიდა.
So she gave an astounding order to the bookseller to send her everything of any importance in the shop and left.
104231.
ორლანდო | კარი მეექვსე
ჰაიდ პარკში შეუხვია.
She turned into Hyde Park.
104232.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამიტომ პარკის მცველებმა თავიდან ეჭვით შეხედეს.
So, at first, park keepers looked at her with suspicion and were only brought to a favourable opinion of her sanity by noticing the pearl necklace which she wore.
104233.
ორლანდო | კარი მეექვსე
წიგნის მაღაზიიდან გაზეთები და კრიტიკული ჟურნალები წამოიღო და ბოლოს მხართეძოზე წამოწვა ხის ქვეშ, თავქვეშ მკლავი ამოიდო.
She had carried off a sheaf of papers and critical journals from the book shop, and at length, flinging herself on her elbow beneath a tree.
104234.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეს ყველაფერი ირგვლივ შემოიწყო და მთელი გულისყურით შეეცადა პროზის შეთხზვის კეთილშობილი ხელოვნების შემეცნებას ამ დიდოსტატების კვალდაკვალ.
She spread these round her and did her best to fathom the noble art of prose composition as these masters practised it.
104235.
ორლანდო | კარი მეექვსე
რადგან ჯერ ისევ ადრინდელივით მიმნდობი იყო.
For still the old credulity was alive in her.
104236.
ორლანდო | კარი მეექვსე
და ასე კითხულობდა, მკლავზე თავდაყრდნობილი სერ ნიკოლასის სტატიას ერთი კაცის შემოქმედების სრული კრებულის შესახებ; ორლანდო ოდესღაც იცნობდა მას – ჯონ დონს.
So she read, lying on her elbow, an article by Sir Nicholas on the collected works of a man Orlando had once known — John Donne.
104237.
ორლანდო | კარი მეექვსე
ათასობით ძაღლის ყეფა ჩაესმოდა ყურში.
The barking of a thousand dogs sounded in her ears.
104238.
ორლანდო | კარი მეექვსე
ეტლების ბორბლები დაუსრულებლად დაქროდნენ წრეზე.
Carriage wheels rushed ceaselessly in a circle.
104239.
ორლანდო | კარი მეექვსე
ზემოდან ფოთლების ფშვინვა ესმოდა.
Leaves sighed overhead.
104240.
ორლანდო | კარი მეექვსე
ხანგამოშვებით სირმებით შემოწნული ქვედაწელი და ვიწროდ მომდგარი ალისფერი შარვლის წყვილი ტოტი გადაკვეთდა ხოლმე მდელოს, მისგან სულ რამდენიმე ნაბიჯზე.
Now and again a braided skirt and a pair of tight scarlet trousers crossed the grass within a few steps of her.