მოიძებნა 668045 ჩანაწერი
104241.
ორლანდო | კარი მეექვსე
ერთხელ უშველებელი რეზინის ბურთი მოხვდა მის გაზეთს.
Once a gigantic rubber ball bounced on the newspaper.
104242.
ორლანდო | კარი მეექვსე
იისფერი, ფორთოხლისფერი, წითელი და ლურჯი ლიცლიცებდა ფოთლებშუა და ელვარებდა ზურმუხტის თვალში მის თითზე.
Violets, oranges, reds, and blues broke through the interstices of the leaves and sparkled in the emerald on her finger.
104243.
ორლანდო | კარი მეექვსე
წაიკითხავდა ერთ წინადადებას და ცას ახედავდა; ცას ახედავდა და მერე გაზეთს დახედავდა.
She read a sentence and looked up at the sky; she looked up at the sky and looked down at the newspaper.
104244.
ორლანდო | კარი მეექვსე
სიცოცხლე? ლიტერატურა? ერთი მეორედ გარდაიქმნას?
Life? Literature? One to be made into the other?
104245.
ორლანდო | კარი მეექვსე
მაგრამ ეს წარმოუდგენლად რთულია!
But how monstrously difficult!
104246.
ორლანდო | კარი მეექვსე
რადგან – აი, ალისფერი შარვლის წყვილი ტოტი გამოჩნდა – როგორ იტყოდა ამას ედისონი?
For — here came by a pair of tight scarlet trousers — how would Addison have put that?
104247.
ორლანდო | კარი მეექვსე
აი, უკანა თათებზე შემდგარმა ორმა ძაღლმა ჩამოიარა ცეკვა-ცეკვით.
Here came two dogs dancing on their hind legs.
104248.
ორლანდო | კარი მეექვსე
როგორ აღწერდა მათ ლემბი?
How would Lamb have described that?
104249.
ორლანდო | კარი მეექვსე
როცა სერ ნიკოლასის და მისი მეგობრების ნაშრომებს კითხულობდა (რასაც აქეთ-იქით ყურების შუალედებში აკეთებდა), ორლანდოს რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდა, რომ ადამიანმა არასოდეს, არასოდეს არ უნდა გამოთქვას თავისი აზრი.
When reading works of Sir Nicholas and his friends (as she did in the intervals of looking about her), Orlando somehow got the impression, that one must never, never say what one thought.
104250.
ორლანდო | კარი მეექვსე
ტბა ბრინჯაოსფერი იყო; ობობასავით ჰაეროვანი ნავები დასრიალებდნენ აქეთ-იქით.
The lake was a bronze colour; spider-thin boats were skimming from side to side.
104251.
ორლანდო | კარი მეექვსე
არა მგონია, შევძლო, მთელი დღეების კაბინეტში გატარება, თუმცა არა, ის ხომ კაბინეტი არაა, აშმორებული მისაღები ოთახია!
I don’t think I could, sit in a study, no, it’s not a study, it’s a mouldy kind of drawing-room, all day long.
104252.
ორლანდო | კარი მეექვსე
ყველანი ისეთი გულადები არიან; მე კი ვერც ჰერცოგის ცოლებს ვიტან; არც ნამცხვრები მიყვარს; და მიუხედავად იმისა, რომ ავყიობა მეც მეხერხება, ავყიობაში მათ მაინც ვერასოდეს შევედრები.
They’re all so manly; and then, I do detest Duchesses; and I don’t like cake; and though I’m spiteful enough, I could never learn to be as spiteful as all that.
104253.
ორლანდო | კარი მეექვსე
აბა, რანაირად შეიძლება მე კრიტიკოსი გავხდე და თან ჩემი დროის საუკეთესო პროზა დავწერო?
So how can I be a critic and write the best English prose of my time?
104254.
ორლანდო | კარი მეექვსე
ჯანდაბასაც წაუღია ყველაფერი! – შესძახა და ისე ღონივრად წაჰკრა ფეხი ერთპენიან ორთქლმავალს, რომ საცოდავი ნავი, კინაღამ ჩაიძირა ბრინჯაოსფრად შეფერილ ტალღებში.
Damn it all! she exclaimed, launching a penny steamer so vigorously that the poor little boat almost sank in the bronzecoloured waves.
104255.
ორლანდო | კარი მეექვსე
თუ ამ ტბას, სერპენტინს, ასეთი განწყობით შევხედავთ, ტალღები მალე ისეთი უშველებელი მოგვეჩვენება, როგორც ატლანტის ოკეანის ტალღებია; სათამაშო ნავებს ოკეანის ლაინერებისგან ვეღარ გავარჩევთ.
If we look at the lake in this state of mind, the waves soon become just as big as the waves on the Atlantic Ocean; the toy boats become indistinguishable from ocean liners.
104256.
ორლანდო | კარი მეექვსე
ამიტომ აერია ორლანდოს სათამაშო ნავი თავისი ქმრის ხომალდში.
So Orlando mistook the toy boat for her husband’s brig.
104257.
ორლანდო | კარი მეექვსე
ტალღა, რომელსაც ფეხის თითით წარმოქმნიდა – წყლის მთად გადაიქცა რქის კონცხის მიდამოებში.
The wave she had made with her toe became a mountain of water off Cape Horn.
104258.
ორლანდო | კარი მეექვსე
სად არის საფოსტო განყოფილება?
Where’s the post office?.
104259.
ორლანდო | კარი მეექვსე
ახლავე უნდა ვაფრინო დეპეშა შელთან და ვუთხრა...
I must wire at once to Shel and tell him ...
104260.
ორლანდო | კარი მეექვსე
აი, რა არის სათამაშო ნავი სერპენტინზე, თავდავიწყება, ბედნიერება.
That’s what it is — a toy boat on the Serpentine, ecstasy, happiness.